ძირტკბილა (ლათ. Glycyrrhyza glabra) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა, რომლის სამშობლოა სამხრეთი ევროპა და, ნაწილობრივ, აზია. აქვს კენტფრთისებრი ფოთოლი, ფესურა, იისფერი ყვავილი, ზომით 0,8 - 1,2 სანტიმეტრი, ნაყოფი — 2-3 სანტიმეტრის სიგრძის პარკი, რომელშიც 1-8 თესლია. იზრდება 1 მეტრამდე სიმაღლისა. გავრცელებულია უმთავრესად სტეპის, ნახევრად-უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში.

ძირტკბილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  პარკოსნები
ოჯახი:  პარკოსნები
ქვეოჯახი:  პარკოსნები
ტრიბა:  Galegeae
გვარი:  ძირტკბილა
სახეობა:  G. glabra
ლათინური სახელი
Glycyrrhiza glabra
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 203353
Glycyrrhiza glabra

ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს გლიკოზიდებს, საქაროზას, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ თივად და სილოსად. 100 კილოგრამი თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ მედიცინაში, აგრეთვე ლუდის წარმოებაში, კულინარიაში, საკონდიტრო საქმეში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 ჰექტარი ძირტკბილას კარგი შალდამიდან შეიძლება 10-20 ტონა მზა ნედლეულის მიღება.

ძირტკბილას გვარის ლათინური სახელი (ლათ. Glycyrrhyza) წამოსულია ბერძნულიდან γλυκύρριζα (ბერძ. glukurrhiza), რაც ნიშნავს „ტკბილ ფესვს“, სიტყვებიდან γλυκύς (glukus), „ტკბილი“ + ῥίζα (rhiza), „ფესვი“. ამ სახელწოდებას გვაწვდის დიოსკორიდე[1]. ძირტკბილას ფესვის სიტკბო მოდის ნივთიერებისაგან გლიცირიზინი, რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია.

კულტივაცია და გამოყენება

რედაქტირება

ძირტკბილა იზრდება ყველაზე უკეთ მზიან ხეობებში, კარგად დრენირებულ ნიადაგზე. მას აგროვებენ შემოდგომობით, დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ.

ძირტკბილას ექსტრაქტი მზადდება მისი ფესურების ხარშვით წყალში და შემდეგ წყლის უმეტესი მოცულობის აორთქლებით. ექსტრაქტს იყენებენ როგორც მყარი სახით, ისე სიროფის სახითაც. მისი აქტიური მოქმედი საწყისი არის გლიცირიზინი, დამატკბობელი, რომელიც საქაროზაზე 30-50-ჯერ უფრო ტკბილია და ამასთან ერთად სამკურნალო ეფექტებიც გააჩნია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Maud Grieve, Manya Marshall - A modern herbal: the medicinal, culinary, cosmetic and economic properties, cultivation and folk-lore of herbs, grasses, fungi, shrubs, & trees with all their modern scientific uses, Volume 2 Dover Publications, 1982 & Pharmacist's Guide to Medicinal Herbs Arthur M. Presser Smart Publications, 1 Apr 2001 2012-05-19