რქაცხვირასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან ცხვირრქოსანი ფრინველები)

რქაცხვირასებრნი (ლათ. Bucerotidae) — ფრინველთა ოჯახი რქაცხვირასნაირთა რიგისა. მოიცავს 13 (ან 14) გვარის 52–57 სახეობას. გავრცელებულნი არიან აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე; ათი სახეობა აფრიკის ენდემია. მეცნიერული დასახელება მოდის ძველი ბერძნული ენიდან (ძვ. ბერძნ. βοῦς — „ხარი“ და κέρας — „რქა“). ცხოვრების ნირით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. გააჩნიათ მასიური ნისკარტი, გრძელი ფრთები, კუდი და კისერი. მათი სხეულის სიგრძეა 30-დან (მცირე ტოკო, ლათ. Tockus camurus) 120 სმ-მდეა (კაფრული რქოსანი ყვავი, ლათ. Bucorvus leadbeateri), წონა 60 -დან 6 კგ-მდე. მრავალ სახეობას ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. ახალგაზრდა ინდივიდები ხშირად ფრენენ 10–20-ფრინველიან გუნდებად. მსხვილი სახეობები დებენ 1–2 კვერცხს, მცირენი — 8-მდე.[1] ინკუბაცია გრძელდება 23–46 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, მცირე ხერხემლიანებით, ხვლიკებით, მოლუსკებით, კენკრით, მცენარეთა ნაყოფებით, მათი ფესვებითა და მარცვალით.

რქაცხვირასებრნი

წყვილრქოსანი კალაო (Buceros bicornis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bucerotidae (Rafinesque, 1815)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — 845 с. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0. (რუსული)
  • Dickinson, Edward C., ed. The Howard and Moore Complete Checklist of the Birds of the World, 3rd ed. Princeton, NJ and Oxford, U.K.: Princeton University Press, 2003. (ინგლისური)
  • Forshaw, Joseph. Encyclopedia of Birds. New York: Academic Press, 1998. (ინგლისური)
  • Kemp, Alan C. & Woodcock, Martin (1995): The Hornbills: Bucerotiformes. Oxford University Press, Oxford, New York. ISBN 0-19-857729-X (ინგლისური)
  1. Dickinson, Edward (2003)