ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა (ლათ. Aesculus) — ხეების, იშვიათად ბუჩქების გვარი საპინდუსისებრთა[1] ოჯახისა. 15-მდე (სხვა მონაცემებით, 25-მდე) სახეობა ბუნებრივად იზრდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი ცხენისწაბლა (ლათ. Aesculus hippocastanum), რომელიც ხშირად გვხვდება ბაღ-პარკებში. მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, ღეროს დიამეტრი 2 მეტრამდეა. ქერქის ნაყენს (ვენოსტაზინი) წვეთების სახით ხმარობენ ვენების გაგანიერების (ვარიკოზის), თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. დეკორატიული თვალსაზრისით საინტერესოა ჰიბრიდული წითელყვავილა ცხენისწაბლა (ლათ. Aesculus pavia X A.hippocastanum), რომლის თითო-ოროლა ეგზემპლარი გვხვდება ბათუმში, ქუთაისში, ლიკანში, წინანდალში, თბილისში ( ახალგაზრდობის სასახლის ბაღი).
ცხენისწაბლა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Aesculus | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 202914 | ||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაშინჯაყელი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 251.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: