საპინდუსისებრნი
საპინდუსისებრნი (Sapindaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები ან მერქნიანი (იშვიათად ბალახოვანი) ლიანები. მათი მარტივი ან ფრთისებრი ფოთლები განლაგებულია მორიგეობით. პატარა ორსქესიანი ან იშვიათად ერთსქესიანი სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია კენწრულ ან უბის ციმოზურ ყვავილედებად.
საპინდუსისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sapindaceae | ||||||||||||||
|
ოჯახი აერთიანებს 140 გვარის 1600-მდე სახეობას. გავრცელებულია აზიისა და ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყირიმსა და კავკასიაში (მათ შორის საქართველოშიც) კულტივირებულია მხოლოდ ერთი გვარი — კელრეუტერია.
მისი სახეობები დეკორატიულია. ზოგიერთი საპინდუსისებრთა ქერქი, ფოთლები და ნაყოფი შეიცავს რძეწვენს, საპონინს (საპნის ხე და სხვა), ზოგის ნაყოფი და თესლი იჭმება. ზოგი ძვირფას მერქანს იძლევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 93-94.