ცარსკა-ბარა
ცარსკა-ბარა (სერბ. Царска бара / Carska Bara; სიტყვა-სიტყვით: საიმპერატორო ტბორი)[1] — უდიდესი ჭაობი სერბეთში, ზრენიანინის მუნიციპალიტეტში. მიმდებარე ჭაობ სტარი-ბეგეისთან ერთად (მდინარე ბეგეის ყოფილი შენაკადი) ცარსკა-ბარა აყალიბებს „ცარსკა-ბარას“ სპეციალურ ბუნებრივ ნაკრძალს (Специјални резерват природе „Царска бара“)
ცარსკა-ბარა | |
---|---|
სერბ. Царска бара Carska Bara | |
კოორდინატები: 45.263° ჩ. გ. 20.399° ა. გ. / 45.263° ჩ. გ. 20.399° ა. გ. | |
მდებარეობა | სერბეთი |
ტერიტორიული ერთეული | ზრენიანინის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 9 კმ |
ფართობი | 47.26 კმ² |
მდებარეობა
რედაქტირებაცარსკა-ბარა ქალაქ ზრენიანინიდან 17 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. ის არის ბანათის სექციის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში, იქ სადაც ბეგა ტისას უერთდება. ცარსკა-ბარას ჩრდილოეთით მდებარეობს ეჩკას თევსაჭერები, რომლებიც სერბეთში უდიდესია, ევროპაში კი სიდიდით მეორე. ჭაობი მთლიანად ზრენიანინის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.[2][3]
დასახლებები
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ჭაობი ბელგრადი - ნოვი-სადი - ზრენიანინის სამკუთედს (სერბეთის უდიდესი ქალაქები) შორისაა მოქცეული, ცარსკა-ბარას მიმდებარე ყველა დასახლება მცირე ზომისაა, რომლის მოსახლეობა 1500-დან 6000 ადამიანამდე მერყეობს. უახლოესი დასახლებაა პერლეზი, ჭაობის სამხრეთ კუთხეში, მდინარე ბეგეიზე, მეორე დასახლებაა ბელო ბლატო, რომელიც ჭაობის აღმოსავლეთით მდებარეობს, ეჩკას თევსაჭერის ერთ-ერთი აუზის გვერდით. ჩრდილოეთით მდებარეობს სოფლები ლუკინო სელო, ეჩკა და სტაიჩევო, ხოლო კნიჩანინი სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქი ტიტელი მდებარეობს ტისის ხიდის გადაღმა. ფერწერული გალერეა „ეჩკა“ ცარსკა-ბარას ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს.
პირველი დასახლებები ჭაობის მიმდებარედ ძველი წელთაღრიცხვით 4000 წელს ჩამოყალიბდა, რასაც ერთ-ერთ გორაზე აღმოჩენილი ფაქტები მოწმობს. გორა მუჟიასა და ტიტელის მიმდებარედაა. ლეგენდის მიხედვით ჭაობს (ცარსკა ბარა სერბულიდან: საიმპერატორო გუბურა) სახელი ატილას, ჰუნების მეფის[4] მიხედვით ეწოდა. სხვა წყაროების მიხედვით ჭაობს სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ავსტრიელი იმპერატორები ამ მხარეში სანადიროდ დაიდოდნენ.[5] გრაფი ლაშლო ლუკაცსი ჭაობის მიმდებარედ მიწებს ფლობდა და მას სანადიროდ ხშირად სტუმრობდნენ ავსტრიის სამეფო ოჯახის წევრები. სამეფო ოჯახის წევრებს შორის იყვნენ კონპრინცი რუდოლფი და ფრანც ფერდინანდი.[6]
გეოგრაფია
რედაქტირებაცარსკა-ბარასთან დაკავშირებული ჭარბტენიანი ტერიტორია მოიცავს 11 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ადგილს, რომელიც მთლიანად სამი ჭაობისგან შედგება (ცარსკა, პერლესკა და ტიგანიცა). ისინი დაკავშირებულნი არიან 8 კილომეტრის სიგრძის ძველი ბეგეის (Stari Begej) არხით. ის ძველად მდინარე ბეგეის ნაწილს წარმოადგენდა.[7] 1964 წლამდე ძველი ბეგეი მდინარე ბეგას რეგულარული ნაწილი იყო, რომელიც სანაოსნოდ გამოიყენებოდა. იმ წელს დაიწყო ბეგას ახალი არხის გაყვანის პროცესი, რომელიც დუნაი - ტისა - დუნაის არხის შემადგენლობაში შედიოდა. ძველი ბეგეი ნამდინარევი გახდა და მისი დაჭაობების პროცესი დაიწყო.[3]
ჭარბტენიანი ტერიტორია ბევრ წყალსატევს მოიცავს, მათ შორისაა: მდინარეები, ტბები, არხები და ჭაობები, რომლებიც დაფარულია ჭილებით, ტირიფებითა და წყლის მოყვარული მცენარეებით. ადგილი გამორჩეულია ფერთა სიმრავლით. ცენტრალური, ტბის მონაკვეთი ცნობილია თავისი ცისფერი, სუფთა წყლით, ხოლო მიმდებარე მარილიან ჭაობებს ყვითელი და თეთრი შეფერილობები აქვთ. ამ ყველაფერს გარშემო მწვანე ტყეები აკრავს. ძველად ცარსკა-ბარა შედგებოდა მცირე ზომის ჭაობებისაგან.
მდინარე ბეგეის სიგრძე ამ რეგიონში 2-დან 3 კილომეტრამდეა. ჭაობის მაქსიმალური სიღრმე კი 80 სანტიმეტრს შეადგენს.[6]
ბიოლოგია
რედაქტირებაფლორა
რედაქტირებაწყლის ზოგიერთი ნაწილი დაფარულია ჭაობის წყალმცენარეებით.[3] ცარსკა-ბარაში მრავალი იშვიათი და ავტოქტონური მცენარეა, ასევე ბევრია იმპორტირებულიც. წყლის მცენარეებს შორის შედის: წყლის გვიმრა, ევროპული დუმფარა,[8] ყვითელი შროშანი[8] და წყლის ფარინა. მდელოს მცენარეებს შორისაა ბალბა და ფარსმანდუკი, ასევე მწარე აბზინდა. გავრცელებულია ჩალაყვავილა და წყლის მანანაც.[3]
საერთო ჯამში, ტერიტორიაზე მცენარეების 500-ზე მეტი სახეობაა აღრიცხული მათ შორისაა იშვიათი ან დაცული სახეობები: კრაზანა, ჯადვარი და ბაია. გავრცელებულია იშვიათი Quercus robur. ამ სახეობის მუხა დროთა განმავლობაში გადაშენების პირას იყო, რადგან ხშირი იყო მათი გაჩეხვის შემთხვევები. 1955 წლიდან, მას შემდეგ რაც ცარსკა-ბარას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა მცენარეების რიცხვი იზრდება.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Zrenjanin.rs, Touring the environs დაარქივებული March 4, 2016, საიტზე Wayback Machine.
- ↑ (2007) Turističko područje Beograda. Geokarta. ISBN 978-86-459-0099-2.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Radmila Tamindžić (21 July 2019). Занимљива Србија: Царска бара - Мртваја препуна живота [Interesting Serbia: Carska Bara - Oxbow lake full of life]. Politika-Magazin, No. 1138 (სერბული). pp. 20–21.
- ↑ Carska Bara (Serbian only) დაარქივებული January 18, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Đ.Đukić (2 September 2017), "Kroz Carsku baru nema plovidbe", Politika: 13, http://www.politika.rs/sr/clanak/388081/Kroz-Carsku-baru-nema-plovidbe
- ↑ 6.0 6.1 Mila Starčević (27 May 2018). „Чудесна игра беле чапље“ [Wondrous dance of white heron]. Politika-Magazin, 1078 (სერბული). pp. 20–21.
- ↑ Jovan Đ. Marković (1990): Enciklopedijski geografski leksikon Jugoslavije; Svjetlost-Sarajevo; ISBN 86-01-02651-6
- ↑ 8.0 8.1 Sanja Kljajić. (17 October 2018) Vojvodina pod plamenom sr. Deutsche Welle.