ჯადვარი
ჯადვარი, ორქიდეა (ლათ. Orchis) — მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი აქვთ ვარდისფერი, ლილისფერი, სოსანი, მეწამული ან (იშვიათად) მოყვითალო ყვავილები.
ჯადვარი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Orchis purpurea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Orchis | ||||||||||||
|
ცნობილია 115-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 20-მდე სახეობაა. იზრდება ტყის შუა სარტლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარში, მდელოზე, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებზე. ქართული ჯადვარი (Orchis iberica) ვარდისფერყვავილოანია, კავკასიური ჯადვარი (Orchis caucasica) — მუქი მეწამული. Orchis flavescens — მოყვითალო.
ზოგი სახეობის ფესვისეულ გამომშრალ ტუბერს — სალიხას, მედიცინაში იყენებენ. დეკორატული მცენარეებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 524.