წყლის მანანა (ლათ. Glyceria) — მრავალ ან ერთწლოვანი მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. 25 - 150 (200) სანტიმეტრი სიმაღლის ბალახებია. მიწისქვეშა მხოხავი ყლორტები აქვთ. იშვიათად ქმნიან კორდს.

წყლის მანანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  წყლის მანანა
ლათინური სახელი
Glyceria

50-მდე სახეობა გავრცელებულია დედამიწის სუბტროპიკულ და ზომიერად თბილ ქვეყნებში, ნაწილობრივ ტროპიკების მთიან რაიონებში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. შედარებით ფართოდ არის გავრცელებული G. arundinacea, G. fluitans, G. plicata.

იზრდებიან ტენიან ადგილებში, მდინარისპირა მდელოებსა და ჭაობებში. საშუალო ღირსების საკვები ბალახია. გუდაფშუტა სოკოთი დაავადებული ნედლი მცენარე შხამიანია.

ლიტერატურა

რედაქტირება