ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი

ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა

ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი,[1] ძერაბოტი,[1][2] ან უბრალოდ გველიჭამია არწივი (ლათ. Circaetus gallicus) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Circaetus gallicus (Gmelin, 1788)
სინონიმები
  • Circaetus ferox
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22734216
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობისას
  მთელი წლის განმავლობაში
  მიგრაციის დროს
  გამოზამთრებისას

გავრცელებულია აზიაში, აფრიკაში, ევროპაში, კავკასიაში. საქართველოში გვხვდება იშვიათად. ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.

მისი სხეულის სიგრძეა 67–72 სმ, ფრთების შლილი — 160–190 სმ, მასა 2,2 კგ-მდე, დედალი მამალზე დიდია. ბინადრობს როგორც ტყეებში, ისე ღია ადგილებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილ-მაისში დებს 1–2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი მორიგეობით. იკვებება ქვეწარმავლებით (მათ შორის შხამიანი გველებით), ამფიბიებით, პატარა ფრინველებითა და მწერებით. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 short-toed snake eagle — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ-ჰ), თბ., 2004.