სამუელ გოტლიბ გმელინი

(გადამისამართდა გვერდიდან Gmelin)

სამუელ გოტლიბ გმელინი (გერმ. Samuel Gottlieb Gmelin; დ. 4 ივლისი, 1744, ტიუბინგენი — გ. 27 ივლისი, 1774, დაღესტანი) — გერმანელი ექიმი, ბოტანიკოსი და მოგზაური.

სამუელ გოტლიბ გმელინი
გერმ. Samuel Gottlieb Gmelin
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1744(1744-07-04)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ტუბინგენი
გარდ. თარიღი 27 ივლისი, 1774(1774-07-27)[1] [2] [3] [4] (30 წლის)
გარდ. ადგილი ახმედკენტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, ბოტანიკოსი[5] , პტერიდოლოგისტი, ორნითოლოგი, ენტომოლოგი[4] , ექიმი[5] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი[6]
მამა Johann Konrad Gmelin

მოღვაწეობა

რედაქტირება

გმელინი მეცნიერ-ნატურალისტთა გერმანული ოჯახის წარმომადგენელი იყო. სწავლობდა მედიცინას ლეიდენის უნივერსიტეტში. დაინტერესებული იყო წყალმცენარეების ბოტანიკით. 1767 წელს მიიწვიეს რუსეთში და აირჩიეს პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1768 წელს გამოაქვეყნა Historia Fucorum, ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ზღვის ბიოლოგიაში. 1768–74 წლებში აკადემიის დავალებით გმელინმა იოჰან გიულდენშტედტთან ერთად შეისწავლა ვოლგისა და დონის სათავეები, კავკასია (მათ შორის საქართველო), კასპიის ზღვის ნაპირები. ტყვედ ჩავარდა დაღესტანში და ტყვეობაშივე გარდაიცვალა. მის თხზულებაში „მოგზაურობა რუსეთში ბუნების სამი სამეფოს გამოკვლევისათვის“ (Reise durch Russland zur untersuchung der drey natur-reiche; I–III, 4 წიგნად; 1771–85 წლები) მრავალი საინტერესო მონაცემია ბუნებაზე, აღწერილია ცხოველთა ახალი სახეობები, მ. შ. ამჟამად ამომწყდარი გარეული ცხენი ტარპანი (Equus gmelini).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  3. 3.0 3.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  4. 4.0 4.1 Biographies of the Entomologists of the WorldSenckenberg German Entomological Institute.
  5. 5.0 5.1 Gmelin M. Gmelin, Samuel // Allgemeine Deutsche BiographieL: 1879. — ტ. 9. — S. 273–274.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #116685158 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.