ჩერეპოვეცი
ჩერეპოვეცი (რუს. Черепове́ц) — ქალაქი ვოლოგდის ოლქში, რუსეთის ფედერაცია, ჩერეპოვეცის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იაგორბისა და შექსენის (ვოლგის მარცხენა შენაკადი) შეერთების ადგილზე, რიბინსკის წყალსაცავის სიახლოვეს, ქალაქ ვოლოგდიდან 126 კილომეტრში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩერეპოვეცი Череповец | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ოლქი | ვოლოგდის ოლქი | ||||
კოორდინატები | 59°07′00″ ჩ. გ. 37°54′00″ ა. გ. / 59.11667° ჩ. გ. 37.90000° ა. გ. | ||||
მერი | ვადიმ გერმანოვი | ||||
პირველი ხსენება | 1362 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1777 | ||||
ფართობი | 122 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 130 მ | ||||
მოსახლეობა | 314 834 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 2632,52 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 8202 | ||||
საფოსტო ინდექსი | 162600–162606, 162608–162612, 162614–162616, 162618, 162620, 162622–162627 | ||||
ოფიციალური საიტი | cherinfo.ru | ||||
ისტორია
რედაქტირებაარქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურებულია, რომ უძველეს დროში თანამედროვე ქალაქის ტერიტორია დასახლებული იყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმჩენილია მეზოლითის ეპოქის ერთ-ერთი ძველი სადგომი.
XX საუკუნიდან თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა, რამდენიმე მუდმივი დასახლება. ძირითადი მოსახლეები იყვნენ ჯერ ვეფსები, ხოლო შემდეგ დასახლდნენ სლავები. მოსახლეობა დაკავებული იყო ნადირობით, მეთევზეობითა და ვაჭრობით. აქ აღმოჩენილი ვერცხლის აღმოსავლური მონეტები მიუთითებს ამ ტერიტორიის საერთაშორისო მნიშვნელობაზე.
ჩერეპოვეცმა, რომელმაც ქალაქის სტატუსი მიიღო 1767 წლის 4 ნოემბერს, თავისი ისტორია დაიწყო XIV საუკუნიდან, როდესაც დაარსდა აღდგომის მონასტერი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1362 წელს.
1777 წლის საქალაქო რეფორმის ფარგლებში ჩერეპოვეცს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ჩერეპოვეცის გუბერნიის ცენტრად გამოცხადდა. გუბერნია გაუქმდა 1927 წელს.
დიდი სამამულო ომის დროს, ქალაქი საევაკუაციო ზონა იყო. აქ განთავსდა საავადმყოფოები, რომლებიც იღებდნენ პაციენტებს ლენინგრადიდან.
2016 წლის 12 ივნისს ჩერეპოვეცი გახდა შრომის სიმამაცისა და დიდების ქალაქი.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები
რედაქტირებაგეორაფიული მდებარეობა
რედაქტირებაქალაქი ჩერეპოვეცი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის ცენტრალურ ნაწილში, ვოლოგდის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩერეპოვეცი თანაბრადაა დაშორებული (530 კმ-ით) როგორც მოსკოვიდან, ისე სანქტ-პეტერბურგიდან. ვოლოგდიდან დაშორებულია 126 კმ-ით. ქალაქის ცენტრიდან 21 კილომეტში მდებარეობს აეროპორტი, საიდანაც ხორციელდება რეგულარულ რეისებს დედაქალაქში და საზღვარგარეთ.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქის კლიმატი განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით და ხასიათდება მცირე რაოდენობით მზის გამოსხივებით. ჩერეპოვეცი მდებარეობს ზომიერი კლიმატურ ზონაში.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩერეპოვეცის ოფიციალური ვებგვერდი დაარქივებული 2009-07-04 საიტზე Wayback Machine.
- ჩერეპოვეცის ვებგვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-23. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
- ↑ 2.0 2.1 Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
- ↑ 3.0 3.1 Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
- ↑ 4.0 4.1 Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
- ↑ Забудь про кризис, сталевар! Бери метлу, мети бульвар! // KP.RU
- ↑ Медиа-Центр: У Череповца появился новый побратим. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
- ↑ Справка დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.