რააჰე (ფინ. Raahe) — მუნიციპალიტეტი რააჰეს ქვერეგიონში, ფინეთში. იგი შვედმა სახელმწიფო მოხელემ და გენერალ-გუბერნატორმა, პრერ ბრაჰე უმცროსმა, 1649 წელს დააარსა და ერთ-ერთია ფინეთის 10 ისტორიულ ხის ქალაქს შორის. მუნიციპალიტეტი ბოტნიის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ოულუდან 75 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით და კოკოლადან 126 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 24 050 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 889 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 45.51 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა.

ადმინისტრაციული ერთეული
რააჰე
ფინ. Raahe
შვედ. Brahestad
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 64°41′05″ ჩ. გ. 24°28′45″ ა. გ. / 64.68472° ჩ. გ. 24.47917° ა. გ. / 64.68472; 24.47917
დაარსდა 1649
ფართობი 1013.78 კმ²
ოფიციალური ენა ფინური ენა[1]
მოსახლეობა 23 794 (31 დეკემბერი, 2023)[2]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://www.raahe.fi/
რააჰე — ფინეთი
რააჰე

მეზობელი მუნიციპალიტეტებია: ჰააპავესი, ოულაინენი, პიუჰიაიოკი, სიიკაიოკი და სიიკალატვა. 1973 წელს რააჰეს სალოინენი შეერწყა, 2003 წელს ― პატიიოკი, ხოლო 2013 წელს ― ვიჰანტი. ასტეროიდ 1786 რააჰეს სახელი მუნიციპალიტეტის საპატივცემულოდ ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება