რიბინსკის წყალსაცავი
რიბინსკის წყალსაცავი (რუს. Рыбинское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგასა და მდინარე შექსნაზე, რუსეთის ვოლოგდის, ტვერისა და იაროსლავლის ოლქებში. შექმნილია რიბინსკის ჰიდროკვანძის კაშხლით. ზედაპირის ფართობი 4580 კმ², მოცულობა 25,5 კმ³. საშუალო სიღრმე 5,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ. სიგრძე ვოლგის კალაპოტის გასწვრივ 110 კმ, მოლოგის კალაპოტის გასწვრივ — 226 კმ, შექსნის კალაპოტის გასწვრივ — 328 კმ. მაქსიმალური სიგანე 60 კმ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 4-5 მ-ის ფარგლებში. რიბინსკის წყალსაცავი ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზის ნაწილია. მიმდინარეობს თევზჭერა. წყალსაცავის ნაპირებზეა ქალაქები: ჩერეპოვეცი, ვესიოგონსკი, უგლიჩი, პოშეხონიე, რიბინსკი.
რიბინსკის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Рыбинское водохранилище | |
კოორდინატები: 58°22′30″ ჩ. გ. 38°25′04″ ა. გ. / 58.37500° ჩ. გ. 38.41778° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ზღვის დონიდან | 102 მ |
სიგრძე | 172 კმ |
სიგანე | 56 კმ |
ფართობი | 4580 კმ² |
მოცულობა | 25,4 კმ³ |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 1724 კმ |
უდიდესი სიღრმე | 30 მ |
საშუალო სიღრმე | 5,6 მ |
ჰესი | რიბინსკის ჰიდროელექტროსადგური |