ჩელენჯერი 2
FV4034 Challenger 2 (ჩელენჯერ 2, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს კლასიფიკაციით - CR2) — დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი.
Challenger 2 | |
---|---|
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 62,5 |
განლაგების სქემა | კლასიკური |
ეკიპაჟი, კაცი | 4 |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1994 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1995 |
გამოშვების რაოდენობა | 400-ზე მეტი |
ძირითადი ოპერატორები | გაერთიანებული სამეფო ომანი |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 3520 |
სიმაღლე, მმ | 2490 |
კლირენსი, მმ | 500 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო |
შეიარაღება | |
მიზანი | კომბინირებული სტაბილიზირებული SAGEM ჩაშენებული ლაზერული დიაპაზონით Barr & Stroud Nd-YAG, ღამი ტელევიზიური TOGS-2 ტელესკოპური მონოკუნური NANOQUEST L30, სტაბილიზირებული პერისკოპული პანორამული SFIM VS-580 |
ტყვიამფრქვევები | 1 × 7,62-მმ McDonnel Douglas Chain-Gun, 1 × 7,62-მმ L37A2 |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | V-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაცივებით |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 1200 |
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი | 880 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 56 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 400 |
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. | 19,2 |
საკიდრის ტიპი | ჰიდროპნევმატური |
აღმართზე გამავლობა, გრად. | 30 |
კედლის გადალახვა, მ | 0,9 |
თხრილის გადალახვა, მ | 2,8 |
გუბის გადალახვა, მ | 1,1 |
მოკლე მიმოხილვა
რედაქტირებაძირითადი საბრძოლო ტანკის - ჩელენჯერ 2-ის - მწარმოებელია ბრიტანული კომპანია Vickers Defence Systems. ჩელენჯერ 2 არის ჩელენჯერ სახელის მტარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30“ - „კრომველის“ ტანკის ვარიაცია, რომელიც აღჭურვილი იყო 76.2 მილიმეტრიანი ზარბაზნით.
მეორე იყო „ჩელენჯერ 1“ - დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980-იან წლებში, რომელიც 1990-იან წლებში მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ომში. მიუხედავად იმისა, რომ „ჩელენჯერ 2“ შეიქმნა „ჩელენჯერ 1“-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5% არის ძველი და ახალი მოდელებისთვის საერთო. დღესდღეობით დიდი ბრიტანეთის არმიაში „ჩელენჯერ 2“-მა სრულიად ჩაანაცვლა წინა მოდელი.
1991 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა 127 ერთეული „ჩელენჯერ 2“, ხოლო კიდევ 259 ერთეული - 1994 წელს. 1993 წელს ომანმა შეუკვეთა 18 ტანკი, ხოლო 1997 წელს - კიდევ 20. „ჩელენჯერ 2“ დიდი ბრიტანეთის არსენალში 1998 წლიდან არის. ტანკების ბოლო პარტია ბრიტანეთმა 2002 წელს შეიძინა. ტანკის ამ მოდელის ექსპლუატაცია 2035 წლამდე იგეგმება.
ტანკები „ჩელენჯერ 2“ გამოიყენებოდა ბოსნიის, კოსოვოსა და ერაყის ომში (2003 წლიდან 2008 წლამდე).
ჩელენჯერ 2-ის მიწოდება უკრაინაში
რედაქტირება2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უარი უთხრა უკრაინას ჩელენჯერ 2 ტანკების გადაცემაზე გაერთიანებული სამეფოსა თუ ნატოს სხვა მოკავშირეების მიერ დაგეგმილი სამხედრო დახმარების პაკეტების ნაწილად. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა მაშინ განაცხადა, რომ ეს იდეა „არ იმუშავებს“. [1] 2022 წლის აპრილში ჯონსონმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ ოლაფ შოლცმა განაცხადეს, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ტანკების გადაცემისგან თავს შეიკავებდა. ტანკების პირდაპირ გაგზავნის ნაცვლად, ჯონსონმა მიაღწია შეთანხმებას პოლონეთთან. ამ შეთანხმების მიხედვით, პოლონეთი საკუთარ მოძველებულ T-72-ებს უკრაინას გადასცემდა, სნააცვლოდ კი თანამედროვე ტანკებს მიიღებდა. [2] [3]
2023 წლის 14 იანვარს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა პრესაში გაჟონილი ინფორმაცია, რომ უკრაინაში მდგომაროების ცვლილებასთან ერთად, ბრიტანეთმა შეცვალა საკუთარი პოზიცია უკრაინისთვის Challenger 2-ის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით. ბრიტანეთმა საკუთარ თავზე აიღო თავდაპირველად 14 ტანკისა და 30 AS-90-ის მიწოდების ვალდებულება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის, სპიკერმა ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „დიდი ბრიტანეთის ამბიცია, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“ . ჩელენჯერი არის პირველი დასავლური ტანკი, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს. [4]
ისტორია
რედაქტირებაკომპანია „ვიკერს დეფენს სისტემსმა“ 1986 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ტანკ „ჩელენჯერ 1-ის“ შექმნა. ახალი თაობის ტანკის გენერალური შტაბის მოთხოვნებთან ერთად კომპანიამ ღიად განუცხადა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. დაიდო კონტრაქტი 90 მილიონ ფუტზე, რათა პირველი ნიმუში შექმნილიყო 1988 წლის დეკემბერში. 1991 წლის ივნისში სხვა მწარმოებლების ნიმუშებთან(მათ შორის იყვნენ „აბრამსი“, M1A2, „ლეკლერკი“ და „ლეოპარტი 2“) შედარებების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ტანკი „ჩელენჯერ 2“ მიიღო შეიარაღებაში.
აწყობა დაიწყო 1993 წელს ორ ძირითად ქარხანაში: ნიუკასტლში და ლიდსში. მთლიანად პროექტში მონაწილეობას იღებდა 250 ფირმა. პირველი მანქანები გამოვიდა 1994 წელს.
ტანკმა წარმატებულად გაიარა საიმედოობის გამოცდა, რომელიც ჩატარდა 1994 წელს. 285 დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამი ტანკის გამოცდა, რომელშიც სიმულირებდა საბრძოლო პირობები. ყოველი ეს დღე შეიცავს:
- 27 კმ სიარული გზაზე
- 33 კმ სიარული უგზო მიდამოებში
- 34 გასროლა ძირითადი იარაღიდან
- 1000 გასროლა 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევიდან
- 10 სთ მთავარი ძრავის გამოცდა
გამოცდებზე დამტკიცდა, რომ ახალი ტანკი მთლიანად აკმაყოფილებს სამხედროთა მოთხოვნებს. ტანკი ასევე გვხვდება ომანის შეიარაღებული ძალების არსენალში.
დიზაინი
რედაქტირებაშეიარაღება
რედაქტირება„ჩელნჯერ 2“ აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით L30A1 - ეს იმ ქვემეხის მემკვიდრე, რომლითაც აღჭურვილი იყო „ჩიფტენი“ და „ჩელენჯერი 1“. ეს ზარბაზანი დამზადებულია ახალი, წიდის ელექტროხვეწის მეთოდით. ეს არის ერთადერთი ამ კალიბრის კუთხვილი ზარბაზანი ნატოს აღჭურვილობაში. ზარბაზნის ლულის არხი ქრომირებულია, იარაღი გადახურულია თერმო-საიზოლაციო პერანგით.სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, სამიზნები მოწყობილობები მთლიანად ელექტრონულია. საბრძოლო მარაგი არის 52 გასროლა.
ძირითად იარაღთან შეწყვილებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L94A1. სამეთაურო ლუკთან ახლოს კოშკზე დაყენებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L37A2, რომელიც ასრულებს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის ფუნქციას. ტანკში სულ არის 7,62 კალიბრის 4000 ტყვია.
ტანკი აღჭურვილია „ჯენერალ დაინამიქსის“ მიერ შექმნილი ცეცხლის კონტროლის ციფრული სისტემით, რომელსაც გააჩნია 32 ბიტიანი პროცესორი და მონაცემთან შინი Mil Std 1553.
ჯავშანი
რედაქტირება„ჩელენჯერ 2“ არის ერთ-ერთი მძიმედ შეჯავშნული დასავლური ტანკი: კოშკიც და მისი კორპუსიც შეჯავშნულია მეორე თაობის კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანით, რომლის ინფორმაცია ახლაც კი გასაიდუმლოებულია. ბრიტანეთში ტანკზე გამოყენებული იყო რეაქტიური ჯავშნის პაკეტები. ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისაგან დაცვის კომპლექსი იმყოფება კოშკის შიგნით. წინ, კოშკის ორივე მხარეს იმყოფება კვამლსგამშვები ჭურვების სასროლი მოწყობილობა. ჩელენჯერს ასევე შეუძლია მის გარშემო შექმნას კვამლის ფარდა.
- ↑ „British Tanks To Fight Russia? UK Defense Secretary Says Giving Tanks To Ukraine ‘Wouldn’t Work’“. The EurAsian Times. 27 March 2022.
- ↑ GALLARDO, CRISTINA (8 April 2022). „UK and Germany won’t send tanks to Ukraine“. Politico.
- ↑ Glaze, Ben (18 May 2022). „Tories plan to scrap Army tanks despite sending some to Poland after Ukraine invasion“. Daily Mirror. Reach plc.
- ↑ Beale, Jonathan; Andersson, Jasmine (15 January 2023). „UK to send Challenger 2 tanks to Ukraine, Rishi Sunak confirms“. BBC. BBC News. ციტირების თარიღი: 15 January 2023.