ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

M1 Abrams (Abrams M1A1 / 2; ეწოდა გენერალ კრეიტონ აბრამსის (ინგლ. Creighton Abrams) პატივსაცემად) — აშშ არმიის ძირითად საბრძოლო ტანკი, იწარმოება General Dynamics Land Systems (GDLS) მიერ. პირველი საცდელი მოდელი – М1 გამოშვებული იქნა 1978 წელს. M1A1 სერიულად იწარმოებოდა 1985–1993 წლებში, M1A2 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წელს. გამოშვებული იქნა 67 ერთეული (ზოგი მონაცემით 62), რის შემდეგაც სერიული წარმოება შეწყდა და ამერიკის არმიის მოთხოვნით М1A1 პარკის ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია M1A2 დონეზე, არმიაში მათი მიწოდება დაიწყო 1998 წელს. 2004 წლიდან Abrams უტარდება მოდერნიზაცია M1A2 SEP დონეზე.

M1A2 Abrams

ერაყი 2003 წელი
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ M1-58ტ/M1A1-63ტ/ M1A2–67ტ
ეკიპაჟი, კაცი 4 კაცი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1979 წლიდან დღემდე
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1979 წლიდან დღემდე
ძირითადი ოპერატორები ავსტრალიის დროშა ავსტრალია
აშშ-ის დროშა აშშ
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
ქუვეითის დროშა ქუვეითი
ზომები
სიგრძე ქვემეხით, მმ M1,M1IPM-9766მმ M1A1,M1A2-9829მმ
კორპუსის სიგანე, მმ M1,M1IPM-3652მმ M1A1,M1A2-3658მმ
სიმაღლე, მმ 2438მმ
კლირენსი, მმ M1,M1IPM– 432მმ/ M1A1,M1A2–482მმ
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ფოლადის, ნაჭედი,მრავალშრიანი
შეიარაღება
ტყვიამფრქვევები შეწყვილებური იარაღი, ტიპი-ტყვიამფრქვევი (M240),კალიბრი-7,62,საბრძოლო მარაგი- M1–11 400 ტყვია/ 9 800 დანარჩენ მოდელებში,საზენიტო შეიარაღება, ტიპი (მარკა)-ტყვიამფრქვევი (Browning M2),კალიბრი-12,7 მმ
მობილურობა
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ M1,IPM1–72 კმ/სთ/M1A1,M1A2–67კმ/სთ
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ 48კმ/სთ
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ M1,IPM1,M1A1–442 კმ/M1A2–426კმ
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. M1,IPM1–25ც.ძ/ტ/ M1A1–23ც.ძ/ტ/ M1A2–21,64
მუხლუხების სიგანე, მმ 635მმ
კედლის გადალახვა, მ 1,2 მ
თხრილის გადალახვა, მ 2,7 მ
გუბის გადალახვა, მ 2,3 მ(1,2მ)

ამერიკის არმიის გარდა ტანკი იწარმოებოდა ეგვიპტეში, სადაც აწყობილი იქნა 880 ცალი M1A1. ასევე ეს ტანკი იმყოფება საუდის არაბეთის, ქუვეითის და ავსტრალიის არმიების შეიარაღებაზე.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

М1 «Abrams» იყო მესამე მცდელობა ძირითადი ტანკის, M48 «Patton III», შესაცვლელად. პირველი ორი მცდელობა, T95 და MBT-70/XM803 წარუმატებლად დასრულდა. T95 არ გააჩნდა უპირატესობა M48 «Patton III» წინაშე, ხოლო MBT-70 და თვით მისი იაფი ვარიანტიც (XM803) კი ძვირი აღმოჩნდა. ასევე არ გაამართლა თვით დაბალ ბალისტიკური ქვემეხ-რაკეტის გამშვები სისტემის კონცეფციამ, რომელიც MBT-70/XM803 უნდა დაყენებულიყო.

ახალ ტანკზე მუშაობა, რომელმაც მიიღო ინდექსი–XM-1, დაიწყო ХМ803 პროგრამის დახურისთანავე, 1971 წლის ბოლოს. ტექნიკური რისკის შესამცირებლად გადაწყდა მისი კლასიკური, 4-ეკიპაჟიანი სქემით და მაღალ ბალისტიკური ქვემეხით გაკეთება. ქვემეხის არჩევა მოხდა ამერიკულ 105მმ M–68 კუთხვილლუილიან, 110 მმ ინგლისურ კუთხვილლულიან და გერმანულ 120მმ გლუვლულიან ქვემეხებს შორის. 110 მმ თავიდანვე მოიხსნა, რადგანაც მისი მონაცემები იდენტური იყო 105 მმ-ნი ქვემეხისა. 120 მმ ქვემეხის დაყენება კი ჩაითვალა სარისკოდ, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება M–68 სასარგებლოდ, შემდგომში 120 მმ ქვემეხის შეცვლის შესაძლებლობით.

ამძრავი აგრეგატის ვარიანტები იყო: ამერიკული საჰაერო გაციების დიზელი AVCR-1100 (იგეგმებოდა მისი MBT-70–ზე დაყენება), გერმანული წყლით გაციების დიზელი DB1500 (მოგვიანებით ამ დიზელს ეწოდა MB873) და ამერიკული აირტუბინული ძრავა AGT-1500. ყველა ამ ძრავის სიმძლავრე 1500ც/ძ აღწევდა. ამერიკელი სამხედროები თავიდან დიზელს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ 1970–ანი წლების ბოლოს სიმპათიები აირტუბინული ძრავისკენ გადაიხარა.

თავდაპირველი ტექნიკური მოთხოვნით ტანკს უნდა გაეძლო 115 მმ ჯავშანგამტანი ჭურვისთვის 800 მ-ნი დისტანციიდან, მისი ფასი უნდა ყოფილიყო 400 000$, წონა — 45 ტონა. მალევე აშკარა გახდა, რომ ამ წონითი გაბარიტებით დასმული დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო, ამიტომ შეზღუდვებმა აიწია 500 000$ და 55 ტ–მდე.

1973 წელს ქრაისლერმა და ჯენერალ მოტორსმა წარადგინეს თავისი პროექტები. ტანკების საერთო ცდები მიმდინარეობდა 1976 წლის 31 იანვრიდან 7 მაისამდე. დადგინდა, რომ ორივე ტანკი პასუხობდა დასმულ პარამეტრებს. პარალერულად, იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა Leopard-2AV ცდები. გერმანულმა ტანკმა აჩვენა შესანიშნავი სავალი მახასიათებლები, საიმედოობა და სროლის სიზუსტე, მაგრამ შეიარაღებაში არ იქნა მიღებული, რადგანაც იყო ძვირი და იმავდროულად ვერ პასუხობდა დაცვის ხარისხს.

1976 წლის 12 ნოემბერს ჯენერალ მოტორსსა და ქრაისლერს შორის გამარჯვებულად გამოცხადდა მეორე, პროგრამის დაბალი ფასის გამო (მისი აირტუბინულ ძრავიანი ტანკების 110-ერთეულიანი პარტია ღირდა 196 მილიონი დოლარი ჯენერალ მოტორსის 232 მილიონი დოლარის საწინააღმდეგოდ).

მეორე ეტაპის გამოცდებისთვის (ტექნიკური DT-II და საარმიო ОТ-II გამოცდები) ფირმა ქრაისლერმა გამოუშვა 11 საცდელი ტანკი ХМ1, მცირედი ცვლილებებით. ჯერ კიდევ მეორე ეტაპის ცდების დასრულებამდე, 1978 წლის მაისში, პენტაგონმა მისცა თანხმობა 110 ტანკის წარმოების შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იყო მესამე ეტაპის ცდებისთვის და სატანკო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გასაწვრთნელად. პირველი 2 ტანკი 1980 წლის 12 თებერვალს გადეცა არმიას საზეიმო ცერემონიალით. სწორედ მაშინ დაერქვა ტანკს „Abrams“, ვიეტნამის ომის გენერლის, Creighton Abrams პატივსაცემად. ტექნიკური და საარმიო გამოცდების მესამე ეტაპი მიმდინარეობდა 1980–1981 წლებში. 1981 წლის 17 თებერვალს, ტანკი მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში სახელით: „105 მმ ქვემეხიანი, მუხლუხოვანი ტანკი М1“.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ტანკის კორპუსი წარმოადგენს ჯავშანფილების შედუღებულ კონსტრუქციას დიდი კუთხით დახრილ ზემო,საქარე ჯავშნის ფილით. კორპუსის წინა ნაწილში მოთავსებულია მართვის განყოფილება(2,5მ3 მოცულობით).მძღოლ მექანიკოსის ვერტიკალურად რეგულირებადი,რბილი საფენებით,თავსადებით და წელსაყრდნობით აღჭურვილი სავარძელი მოთავსებულია ტანკის გრძივი ღერძის გასწვრისვ. საბრძოლო მდგომარეობაში,დახურული სარქველით მძღოლ–მექანიკოსი იკავებს ნახევრად–მწოლ მდგომარეობას,მოკეცილი ფეხებით.ტანკის მართვა ხდება T ფორმის საჭის სახელურით და მუხრუჭის პედლით.მართვისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო განთავსებულია საჭის სახელურზე:სიჩქარეების წინ და უკან გადამრთავი და საწვავის მიწოდების მარეგულირებელი მოწყობილობები.მძღოლ–მექანიკოსის ჩაჯდომა მართვის განყოფილებაში ხდება მხოლოდ საქარე,ზემო ჯავშანფილაში მოთავსებული სარქველიდან უკან მოტრიალებული კოშკურის მდგომარეობაში(ავარიული გამოსვლის ქვემო სარქველი არ გააჩნია).სარქველის სახურავში მონტაჟდება დაკვირვების 3 ცალი პერისკოპული მოწყობილობა.

საბრძოლო განყოფილება(10,4მ3 მოცულობით)მოიცავს კორპუსის ცენტრალურ ნაწილს და მბრუნავ კოშკურას.კოშკურაში მოთავსებულია ძირითადი და დამხმარე შეიარაღება.ქვემეხის მარჯვნივ მოთავსებულია მეთაურის და მემიზნე–ოპერატორის ადგილები,ხოლო მარცხნივ,მბრუნავ სავარძელში დამტენის ადგილი.

ტანკის მეთაურის სავარძელს გააჩნია ორი მდგომარეობა–დაშვებული,საბრძოლო და სამარშო,აწეული მგომარება ღია სარქველით.

შეიარაღება

რედაქტირება

M1 და M1IP მოდელები აღჭურვილნი არიან 105–მმ კუთხვილულიანი ქვემეხით(М68А1), რომელიც სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში.ქვემეხის ვერტიკალური დამიზნების კუთხეებია –9 და +20 გრადუსი.საბრძოლო მარაგში შედის 55 უნიტარული,ფოლადის ჰილზიანი 5 სახეობის ჭურვი: ქვეკალიბრული–ჯავშან გამტანი М735, М774, М833, М900, კუმულაციური М456А1,М456А2,ჯავშანგამტანი–ფუგასური М393А2, მზა ისრისმაგვარი გამტანელემენტებიანი М494 და საკვამლე М416(თეთრი ფისფირის საფუძველზე).

ეკიპაჟისგან იზოლირებულ განყოფილებაში,კოშკურის უკანა ნაწილში მოთავსებულია საბრძოლო მარაგის დიდი ნაწილი(55 გასროლიდან 44)დანარჩენი ჭურვები მოთავსებულია დაჯავშნულ კონტეინერებში,ტანკის კორპუსის კედელში(8 ცალი) და იატაკში(3 ცალი).

1985 წლიდან,ტანკ Abrams-ზე ყენდება 120–მმ,გლუვლულიანი ქვემეხი M-256(გერმანული Rheinmetall 120 ლიცენზიური ვარიანტი)რომელიც ასევე სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში.საბრძოლო მარაგს შეადგენს ნაწილობრივ წვადჰილზიანი შემდეგი ჭურვები: ქვეკალიბრულ ჯავშანგამტანი М829, М829А1, М828А2, М829А3, კუმულაციური М830, ქვეკალიბრული კუმულაციურ–მსხვრევადი М830А1,ქვეკალიბრული ბეტონ–გამტანი ფუგასური М908 და მზა ფოლადის ბურთულებიანი დამაზიანებელი ელემენტებით აღჭურვილი М1028.

ჰილზიზს დიდი დიამეტრის გამო 120–მმ ჭურვების რაოდენობა შემცირდა 40 ერთეულამდე(42 ერთეულამდე М1А1НС და М1А2): 34 ცალი კოშკურის უკანა განყოფილებაში(36 ცალი М1А1НС და М1А2) და 6 ცალი ტანკის კორპუსში,იატაკის განყოფილება გაუქმდა.

დამხმარე შეიარაღებას წარმოადგენს ქვემეხთან შეწყვილებული 7,62 მმ ტყვიამფრქვევი М240. სამეთაურო კოშკურაზე დამონტაჟებულია საზენიტო, 12,7 მმ-იანი Browning M2 ტყვიამფრქვევი. (ვერტიკალური დამიზნების კუთხეები –10 დან +65 გრადუსამდე). დამტენის სარქველის წინ კი მოთავსებულია კიდევ ერთი М240 ტყვიამფრქვევი. კოშკურის ტყვიამფრქვევებს დისტანციური მართვა არ გააჩნიათ, სროლა შესაძლებელია მხოლოდ ხელით. ტყვიამფრქვევების საბრძოლო მარაგს შეადგენს 9 800 (11 400 ტყვია M1) ცალი 7,62 მმ და 1000 ცალი 12,7 მმ ტყვია. კოშკურის გვერდებზე მოთავსებულია კვამლის ყუმბრების გამშვები 2 ცალი, 6-ლულიანი მოწყობილობა М250.

ცეცხლის მართვის კომპლექსი

რედაქტირება

М1 «Abrams» დაყენდა საკმაოდ თანამედროვე, ხიუზ ეირკრაფტის მიერ წარმოებული ცეცხლის მართვის კომპლექსი. მემიზნე ოპერატორის ძირითადი სამიზნის GPS (Gunner periscop sight–მემიზნის პეროსკოპული სამიზნე) შემადგენლობაში შედის დღის არხი, ღამის სითბოვიზური მოწყობილობა და ლაზერული მანძილმზომი. დღის არხს გააჩნია ზუმირების ორი ერთეული x3 და x10. ხედვის არე სტაბილიზირებულია ვერტიკალურ სიბრტყეში. სითბოვიზორი ღამით 2000მ დანახვის საშუალებას იძლევა, მანძილმზომი ლაზერი ზომავს დისტანციას მიზნამდე 200–8000 მ დიაპაზონში. მემიზნე–ოპერატორს გააჩნია ასევე დამხმარე, არასტაბილიზირებული ტელესკოპური სამიზნე М920,x8 ზუმირებით. მეთაურს არ გააჩნია დამოუკიდებელი სამიზნე კომპლექსი და იყენებს მემიზნის ძირითადი სამიზნის გადამყვანს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აწარმოოს ცეცხლი ქვემეხიდან მემიზნის მაგივრად. მეთაურს ასევე გააჩნია არასტაბილიზირებული პერისკოპული სამიზნე მოწყობილობა მბრუნავ კოშკურაში, 12,7 მმ ტყვიმფრქვევიდან ცეცხლის საწარმოებლად. წრიული დაკვირვების უზრუნველსაყოფად მეთაურის კოშკურაში დამონტაჟებულია 6 პერისკოპი. ელეკტრონული ბალისტიკური გამომთვლელი ХМ21 მაღალი სიზუსტით ანგარიშობს სროლისთვის კუთხურ შესწორებებს. მასში ავტომატურად შედის ისეთი მონაცემები როგორიცაა: მანძილი მიზნამდე, გვერდული ქარის სიჩქარე, გარემოს ტემპერატურა და ლულის გვერდული დახრის კუთხე. ამას გარდა ხელით შეყავთ მონაცემები ჭურვის სახეობის, ატმოსფერულ წნევის, ჭურვის ტემპერატურის, ლულის ცვეთის და სამიზნე მოწყობილობის ცთომილების მონაცემები.

ქვემეხისა და კოშკურის ელეკტროჰიდრავლიკური სტაბილიზატორი იწარმოება ფირმა კადილაკ გეიჟის მიერ.კოშკურის მობრუნების სიჩქარეა 23 გრადუსი წამში ხოლო ქვემეხის ვერტიკალური გადაადგილების სიჩქარე 6,3 გრ/წმ. მოდერნიზებულ М1А2-ზე, მემიზნე-ოპერატორის სარქველის წინ დაყენდა მეთაურის სტაბილიზირებული,პერისკოპული სითბოვიზორით აღჭურვილი სამიზნე კომპექსი CIVT.მეთაურის მბრუნავი კოშკურის მაგივრად დაყენდა უძრავი 8 პერისკოპი. მემიზნე-ოპერატორის ძირითადმა სამიზნემ განიცადა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია:მან მიიღო დამოუკიდებელი სტაბილიზაცია ორ სიბრტყეში,გაცილებით თანამედროვე ლაზერული მანძილმზომი.ასევე მძღოლ-მექანიკოსისთვის დაყენდა სითბოვიზორული მოწყობილობა.

მოდერნიზაცია ასევე შეეხო საბორტე აპარატურასაც.დაინერგა სატანკო ინფორმაციულ–მართვის სისტემა(აწი სიმს) IVIS,ინერციული სანავიგაციო სისტემა,ახალი რადიოსადგური.ცალკეული ელეკტრონული სისტემები ერთმანეთს უკავშირდება მონაცემთა გაცვლის სისტემით(MILSTD 1553D). რადგანაც სიმს IVIS-მა არ გაამართლა, აბრაამსის ახალ მოდელზე, М1А2SEP იგი შეიცვალა ჯარების მართვის სისტემით(აწი ჯმს) FBCB2, ამას გარდა М1А2SEP მიიღო მეორე თაობის სითბოვიზორები მემიზნე ოპერატორისთვის და ეკიპაჟის მეთაურისთვის.სანავიგაციო კომპლექსს დაემატა NAVSTAR სანავიგაციო სისტემა.

ამწევი აგრეგატი

რედაქტირება

აირტურბინული ძრავა(ამის შემდეგ ატძ) AVCO Lycoming AGT-1500 იწარმოება ერთ ბლოკად ავტომატურ,ჰიდრომექნიკურ ტრანსმისიასთან X-1100-3B ერთად.ბლოკი იწონის 3860კგ და მისი სრული შეცვლა ხდება 1 საათში.მისი სიმძლავრეა 1450ც/ძ. ატძ არჩევა განაპირობა მისი დიზელის ძრავებთან შედარებით უკეთესმა მახასიათებლებმა.როგორიცაა ნაკლები წონა,შედარებით მარტივი კონსტრუქცია, უკეთესი საიმედოობა და რესურსი. ასევე ატძ–ს აქვს ნაკლები გამონაბოლქვი და დაბალი ხმაური,უკეთესად აკმაყოფილებს მრავალსაწვავიანი ძრავის მოთხოვნებს, გაცილებით ადვილად იქოქება დაბალი ტემპერატური შემთხვევაში.ძირითად უარყოფით მხარეებად ითვლება დიდი რაოდენობით საწვავის წვა და ჰაერის მოთხოვნილება, რის შედგადაც ჰარის წმენდის სისტემა იკავებს სამჯერ მეტ ადგილს ვიდრე დიზელის ძრავების ანალოგიური სისტემა.

ძრავა აძლევს ტანკს მაღალ დინამიურ მახასიათებლებს,20კმ/სთ სიჩქარეს M1 Abrams ავითარესბ 7 წამში. 90–იან წლებში დაიწყო ტანკ M1 Abrams მასიური აღჭურვა დამხმარე ძრავით(APU) მას აქვს 5,6 კილოვატი სიმძლავრე,მოთავსებულია შეჯავშნულ კონტეინერში ტანკის უკან და უზრუნველყოფს მთავარი ძრავის გამორთვის შემთხვევაში ტანკის სასიცოხლო სისტემების ელეკტრო ენერგიით კვებას.

ავტომატური ჰიდრომექანიკური ტრანსმისია Allison X-1100-3B უზრუნველყოფს 4 სიჩქარეს წინ და 2 უკან.იგი შედგება ჰიდროტრანსფორმატორისგან ავტომატური ბლოკირებით,სიჩქარეთა პლანტერული კოლოფით და უსაფეხურო ჰიდროსტატიკური მობრუნების მექანიზმით.

დაცვის ხარისხი

რედაქტირება

M1A2 SEP ჯავშნის შეფასება

რედაქტირება

კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ

კოშკურა: 940 – 960მმ

კორპუსი (ზედა საშუბლე დეტალი): 560 - 590

კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ

კოშკურა: 1,320 - 1,620

კორპუსი (ზედა საშუბლე დეტალი): 510 - 1,050

დიდი ყურადრება შექმნისას მიექცა მისი დაცვის მკვეთრ გაზრდას წინამორბედთან,M60,შედარებით.ეს ამოცანა მიღწეული იქნა კომპლექსურად:ტანკის შემჩბევადობის შემცირებით,ჯავშნის სისქის გაზრდით,ახალი ტიპის ჯავშნის გამოყენებით,შესაჯავშნი ზონების შემცირებით და შიდა რაციონალური მოწყობით.შემჩნევადობის შემცირებას ხელს უწყობს ტანკის დაბალი სილუეტი და სპეციალური,შემნიღბავი შეფერილობა.

ტანკის კორპუსი და კოშკურა აწყობილია შედუღებული ფილების კონსტრუქციით,მსხვილი ჩამოსხმული დედტალების გარეშე.კოშკურა შედგება გარეთა და შიდა ჯავშან ფილებისგან,რომლებიც შეერთებულია პერპენდიკულარული ფოლადის ღერძებით და მათ შორის სივრცე ამოვსებულია სხვადასხვა სახის მასალით(ფოლადის და არა ფოლდის).სავალი ნაწილი დაფარულია ჩამოსაკიდი ჯავშან ფილებით.(7 ფილა ყოველ ბორტზე).ნაღსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერების მიზნით გაძლიერდა ქვევითა ჯავშნის წინა ნაწილი 30–32 მილიმეტრამდე,ქვევითა ჯავშნის უკანა ნაწილის სისქე კი ამ დროს 12,5მმ შეადგენს.კორპუსის ბორტების სისქე 45–60მმ–ია.ჯავშნის დიფერენციალური გადანაწილება გამოიყენება მთელ კორპუსზე,მოხვედრების სტატიკური გადანაწილების მიხედვით.საერთო ჯამში ჯავშან დაცვაზე მოდის მთლიანი ტანკის წონის 56%.ჯავშანი შექმნილია ინგლისური მრავალშრიან ჯავშნ “ჩობჰემ“–ზე დაყრდნობით.

ტანკი აღჭურვილია მსაიური იარაღისგან დაცვის სისტემით,რომელიც ხელით ირთვება და უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მიწოდებას ეკიპაჟის ინდივიდუალურ სასუნთქ აპარატებში. სპეციალურ მოწყობილობათა შემადგენლობაში შედის ასევე ქმიური და რადიაციული დაზვერვის ხელსაწყოები.

ავტომატური, სწრაფმოქმედი ცეცხლჩამქრობი მოწყობილობა შედგება ორი ქვესისტემისგან, რომლებიც დამონტაჟებულია ძრავა–ტრანსმისიის და საბრძოლო განყოფილებაში. სისტემის შემადგენლობაში შედის აალების სენსორები,მართვის ბლოკი და ცეცხლჩამქრობი სითხით სავსე ბალონები. მოწყობილობის ხანძარზე რეაგირების დრო არ აჭარბებს 150 მიკრო წამს.

ეკიპაჟის საბრძოლო მარაგის დეტონაციისგან დასაცავად საბრძოლო მარაგის დიდი ნაწილი მოთავსებულია კოშკურის უკანა ნაწილში.

მოდელები

რედაქტირება

M1 (1980) - საბაზო მოდელი.105მმ კუთხვილულიანი ქვემეხით.

IPM1 (1984)–გაძლიერებულია კორპუსის და კოშკურის წინა ჯავშანი(M1A1–ის დონემდე),მოდერნიზაცია ჩაუტარდა სავალ ნაწილს და ტრანსმისიას

M1A1 (1985) – 120მმ გლუვლულიანი ქვემეხი,40 ჭურვი,ახალი ერთიანი სისტემა მასიური განადგურების იარაღისგან დასაცავად ინტეგრირებული კონდიციონერით.

M1A1HA (1988) - გაძლიერებულია ჯავშანი(გამოყენებულია ჯავშანი გაღარიბებული ურანით)

M1A1HC(1990)–დაიხვეწა საზღვაო ქვეითების კორპუსის მოთხოვნის მიხედვით,ქვემეხის საბრძოლო მარაგი გაიზარდა 42 ჭურვამდე.

М1А1НА+ (1991)- M1A1HC–ს ანალოგიური,ოღონდ კოშკურის გაძლიერებული წინა ჯავშნით.

М1А1D (2000) - დაყენდა საბრძოლო ინფორმირების და მართვის სისტემა FBCB2.

M1A1AIM-წინა მოდელების მოდერნიზაცია.დაუყენდა მემიზნესთვის მეორე თაობის სითბოვიზორი,თვალებისთვის უსაფრთხო მანძილმზომი ლაზერი,სითბოვიზოული დაკვირვების მოწყობილობა მძღოლ–მექანიკოსისთვის,საბრძოლო ინფორმირების და მართვის სისტემა FBCB2,ქვეითებთან დასაკავშირებელი ტელეფონი.

M1A2 (1992) - მეთაურის დამოუკიდებელი პანორამული სითბოვიზორული სამიზნე,მემიზნეს ახალი,ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული სამიზნე მოწყობილობა და თვალებისთვის უსაფრთხო მანძილმზომი ლაზერი,მეთაურის კოშკურა აღიჭურვა 8 პერისკოპით(6 ნაცვლად).მძღოლ–მექანიკოსის სითბოვიზორული დაკვირვების მოწყობილობა,საბრძოლო ინფორმირების და მართვის სისტემა IVIS.გაძლიერდა ჯავშანი,საბრძოლო მარაგი გაიზარდა 42 ჭურვამდე.

M1A2SEP (2000) - მეთაურის და მემიზნის სამიზნეში შეყვანილი იქნა მე–2 თაობის სითბოვიზორიები(SADA–II ტექნოლოგიები),დაყენდა სისტემა FBCB2.გაძლიერდა ჯავშანი.დამონტაჟდა კონდიციონერი.

M1A1/ M1A2 TUSK–წინა მოდელების მოდერნიზაცია ქალაქის ბრძოლებში ადაპტირებისთვის,მეთაურის ტყვიამფრქვევს წინ დაუყენდა შეჯავშნული ფარი,ბორტებზე დაყენდა დინამიური დაცვის მოდულები,თვალთვალისა და დაკვირვების გაძლიერებული სისტემები.ქვეითებთან საკონტაკტო ტელეფონი.

ოპერატორები

რედაქტირება
 
ოპერატორი ქვეყნები
  •   ავსტრალია- 59 M1A1 ტანკი შეიარაღებაში 2007 წლიდან, ავსტრალია დამატებითი 30 ტანკის შეძენას აპირებს.
  •   აშშ- ამერიკის არმიას 5567 M1A2 და M1A1 აქვს შეიარაღებაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსს კი 403 M1A1.
  •   ეგვიპტე- 1005 M1A1 შეიარაღებაში.
  •   ერაყი- 140 M1A1 შეიარაღებაში.
  •   მაროკო- 221 MA1A შეიარაღებაში 2016 წლიდან.
  •   საუდის არაბეთი-დაახლოებით 440 ტანკი, ზოგიერთი მოდელი განადგურებული იქნა ჰუსიტი აჯანყებულების მიერ იემენში.
  •   ქუვეითი- 218 M1A2 შეიარაღებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/M1_Abrams“-დან