შდავლერი
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
შდავლერი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, შდავლერის ქედზე. ვრცელდება მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნენსკრის აუზში. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 2,3 კმ². შდავლერის მყინვარის ენის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლეზე. საზრდოობს მწვერვალ შდავლერის ჩრდილო-დასავლეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. მისასვლელი გზაა სოფელ ტიტიდან.
შდავლერი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°08′38″ ჩ. გ. 42°20′25″ ა. გ. / 43.14389° ჩ. გ. 42.3402806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | შდავლერის ქედი |
ფართობი | 2,3 კმ² |
სიგრძე | 3,2 კმ |
ტიპი | ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 698.