შდავლერის ქედი
ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
შდავლერის ქედი — ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებას, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადების — ნაკრისა და ნენსკრის წყალგამყოფს. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. უმაღლესი მწვერვალია შდავლერი (3995 მ). აგებულია პალეოზოური გრანიტებით, ქვედაპალეოზოური მეტამორფული ფიქლებით, იურული გრანიტოიდებით, ტუფებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური, სუბნივალური, ალპური და სუბალპური ლანდშაფტი, ქვემოთ წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია.
შდავლერის ქედი | |
---|---|
შდავლერის ქედის ხედი აღმოსავლეთიდან. მარჯვნივ ჩანს უმაღლესი მწვერვალი შდავლერი | |
კოორდინატები: 43°08′17″ ჩ. გ. 42°20′07″ ა. გ. / 43.138083° ჩ. გ. 42.335472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | შდავლერი |
სიმაღლე | 3995 მ |
სიგრძე | 40 კმ |
ამგებელი ქანები | გრანიტი, ფიქალი, გრანიტოიდი, ტუფი, ქვიშაქვა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 698.