შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (რუს. Шанхайская организация сотрудничества (ШОС)) — რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ქვეყნების ლიდერების მიერ. ზემოთ ნახსენები ქვეყნებიდან ყველა უზბეკეთის გამოკლებით „შანხაის ხუთიანის“ წევრი ქვეყნები იყვნენ, ორგანიზაცია 1996-1997 წლებში დაარსდა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეთანხმების საფუძველზე და იგი ითვალისწინებდა სამხედრო სფეროში ნდობის განმტკიცებასა და რაიონის საზღვრებს შორის არსებული სამხედრო ძალების შემცირებას.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
SCO logo.svg
შეიქმნა 15 ივნისი, 2001
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
წევრები

  6 წევრი ქვეყანა
  5 დამკვირებელი ქვეყანა
  3 პარტნიორი, რომელთანაც დიალოგი მიმდინარეობს

ენა ჩინური, რუსული
მდივანი დმიტრი მეზენცევი
ატარებს სახელს შანხაი
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია რუკა
http://sectsco.org/

შთო-ში შემავალი ქვეყნების საერთო ფართობი 30 მლნ კმ²-ია, მათ შორის ევრაზიის 60%. მოასახლეობის საერთო რაოდენობა კი 1 455 მილიონ ადამიანს შეადგენს(2007).

ორგანიზაცია არც სამხედრო ბლოკს (როგორც, მაგალითად: ნატო) და არც რაიმე სახის უსაფრთხოების ღია რეგულარულ სათათბიროს (როგორც, მაგალითად:ასეანი) წარმოადგენს. შთო-ს მთავარი მიზანი გაერთიანებულ ქვეყნებს შორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა, ფართო გაგებით, ბრძოლა ტერორიზმთან, სეპარატიზმთან, ექსტრემიზმთან, ასევე ეკონომიკური თანამშრომბლობის განვითარება, ენერგეტიკული, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთთანამშრომლობა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება