ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
ყორნისი — სოფელი საქართველოში, მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ყორნისიდან 12 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირებაყორნისის ხეობა შედიოდა მემარჯვენე, ქართლის სასპასპეტოში, რომელიც მეფეს ეკუთვნოდა.[1] ყორნისის ხეობის მოსახლეობა რელიგიურად რუის-ურბნისის ეპარქიაში შედიოდა. სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[2]სოფელი ყორნისი წარმოადგენდა ყორნისის ხეობის სოფლების ცენტრს. XVIII საუკუნისთვის ყორნისის ხეობის მოსახლეობას ეთნიკურად ქართველები შეადგენდნენ. 1801 წლიდან, რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ ადმინისტრაციულად შედიოდა გორის მაზრაში, სურამის უბანში. 1847 წლის მონაცემებით ყორნისის ხეობის სოფლების (ყორნისი, დოკეთი, ძარი, რუსთავი, წორბისი, ბეყმარი, თორმანეული, მალდა, ოჟორა) მოსახლეობა ეთნიკური ოსებისგან შედგებოდა და ეს სოფლები ოსურ სოფლებად იხსენიება. ამავე წლისთვის ოსური მოსახლეობა ითხოვდა ხეობის სოფლების მიკუთვნებას ოსეთის ოკრუგისთვის. რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო 1859 წელს ოსეთის ოკრუგიც გაუქმდა და მისი ტერიტორია შევიდა გორის მაზრაში ცხინვალის უბნის სახით.[3]
შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ ყორნისში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[4]
1921 წლიდან ყორნისის თემის 12 სოფელი მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922-1990 წლებში იყო თემის ცენტრი (სოფლები: ბეყმარი, განითყაუ, გვინჯინა, დიდი ციხიათა, ზემო ამბრეთი, ზემო ყორნისი, ზემო წორბისი, თორმანეული, მალდა, პატარა ციხიათა, საჯვარე, ქვემო ამბრეთი, ჩაჩინაგი, ძაგოითყაუ, წორბისი, ხოდაბული). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, არის თემის ცენტრი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1987 | 240 | ||
2015 [5] | 227 | 111 | 116 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 659.
- ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 39-47 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წგნ: ქართლის ცხოვრება ტ IV გვ. 364, 382 — თბილისი, 1973
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ „ოსური კრებული“ გვ. 266-267 — თბილისი, 1996
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года