ბეყმარი
ბეყმარი — სოფელი საქართველოში, მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ყორნისიდან 17 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირებასოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[1]1847 წლის მონაცემებით შედიოდა ყორნისის ხეობის სოფლებში და დასახლებული იყო ეთნიკური ოსებით.[2] 1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემის ცენტრი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1987 | 310 | ||
2015 [3] | 262 | 137 | 125 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 347.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 41 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года