ძარი
ძარი — სოფელი საქართველოში, მდებარეობს მდინარე ყორნისისწყლის (აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი. თემის ცენტრი (სოფლები: ბრილი, გარდანთა, დამპალეთი, ზემო დოდოთი, კვერნეთი, მებრუნე, რუსთავი, ქვემო დოდოთი, ჩელეხსათა, ჯაბიტა).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1847 წლის მონაცემებით შედიოდა ყორნისის ხეობის სოფლებში და დასახლებული იყო ეთნიკური ოსებით.[1] 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე ფაქტოდ აკონტროლებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ცხინვალის რაიონში.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1987 | 170 | ||
2015 [2] | 178 | 100 | 78 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 41 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года