ბრილი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
ბრილი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ძარის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვისა და აღმოსავლეთის ფრონის წყალგამყოფის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ყორნისისწყლის (აღმოსავლეთის ფრონის შენაკადი). ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ცხინვალიდან 14 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 522.