დიდი ციხიათასოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ნულის ტერიტორიული ორგანო).[1]

მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირას, ზღვის დონიდან 960 მ-ზე, ყორნისიდან 11 კმ-ში, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 18 კმ-ში.

1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში — ქარელის რაიონში, 2006 წლიდან — თიღვის მუნიციპალიტეტში. ცხინვალის რეგიონში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად სოფელზე არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების კონტროლი. 2008 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ხერხეულიძეების კოშკის ნანგრევები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების დამტკიცების შესახებ. 2022 წლის 6 ივნისი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.