თორმანეული
თორმანეული — სოფელი საქართველოში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ხეობაში. ზღვის დონიდან 870 მეტრი, ყორნისიდან 15 კილომეტრი.[1]
ისტორია
რედაქტირებასოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[2] 1847 წლის მონაცემებით შედიოდა ყორნისის ხეობის სოფლებში და დასახლებული იყო ეთნიკური ოსებით.[3] ჯონდო გვასალიას მოხსენიებული აქვს როგორ გორმანევი. შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ თორმანეულში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[4]
1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემში, ხარისჯინის სახელწოდებით, მოსახლეობა 114 ადამიანი.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 694.
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 41 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года