ქერცლოვანი ფირფიტკბილა

ქერცლოვანი ფირფიტკბილა (ლათ. Neolentinus lepideus) — სოკოს სახეობა გლეოფილუმისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ქერცლოვანი ფირფიტკბილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  გლეოფილუმისნაირნი
ოჯახი:  გლეოფილუმისებრნი
გვარი:  Neolentinus
სახეობა:  ქერცლოვანი ფირფიტკბილა
ლათინური სახელი
Neolentinus lepideus (Fr.) Redhead & Ginns, 1985[1]

მეცნიერთა ერთი ნაწილი მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე ნაწილი — არასაჭმელად.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1815 წელს როგორც Agaricus lepideus.

ქუდის დიამეტრი 4-12 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ამოზნექილი, შემდგომში ბრტყელი და ზოგჯერ, მცირედ ჩაღრმავებული, ხორციანი. ქუდის ზედაპირი თეთრი, მონაცრისფრო ან მოყავისფრო, ხშირად უფრო მუქი ფანტელებით, განსაკუთრებით შუა ნაწილში.

რბილობი — უხეში, თეთრი, გაჭრისას ზოგჯერ წითური ხდება. სუსტად გამოხატული სასიამოვნო სუნითა და მტკნარი გემოთი.

ჰიმენოფორი ფირფიტოვანი, ხშირი, ფეხთან დაშვებული, დაკბილული კიდეებით, მოთეთრო.

ფეხის სიგრძე 2,5-7 სმ, სისქე — 1-3 სმ, ცენტრალურია ან ექსცენტრული, ძირისკენ გაწვრილებული, გახევებული; ქუდისკენ სადა, ძირისკენ დაფარულია მოწითალო მურა ქერცლებით.[2]

სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები ცილინდრული ან ელიფსისებური, უფერული, 8-12,5×3,5-5 მკმ.

[3] ბაზიდიუმი გურზისებრი, ოთხსპორიანი, 23-35×5-7 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში,[3][4] ასევე დაფიქსირებულია დასავლეთ კაპლანდში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).[5] იზრდება გამხმარ და წიწვიან ხეებზე, უპირატესად ფიჭვზე, ხშირად რკინიგზის შპალებზე, ბაღებში და სხვა სახის გადამუშავებულ მერქანზე, ასევე ბნელ ქვანახშირს შახტებში, იშვიათად ფოთლოვან ხეებზე.

სეზონი — ზაფხულიდან — შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

საჭმელად ვარგისია ნორჩობაში, მხოლოდ ქუდი, სანამ რბილობი ჯერ კიდევ რბილია. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[4] მეორე ნაწილი — არასაჭმელად,[6] სოკოს ნაყოფსხეული ხშირად იზრდება ადამიანის მიერ შექმნილ კონსტეუქციებზე, მაგალითად, როგორიცაა რკინიგზის შპალი, რომელიც გაჟღენთილია ადამიანისთვის საშიში ქიმიური ნივთიერება კრეოზოტით. მიუხედავად ამისა, დღემდე მოწამვლის არცერთი კლინიკური შემთხვევა არაა დაფიქსირებული.

სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus cyprinus Batsch, 1783
  • Agaricus flammeus J.F.Gmel., 1792, nom. superfl.
  • Agaricus lepideus Fr., 1815 : Fr., 1821basionym
  • Agaricus polymorphus Pers., 1828, nom. superfl.
  • Agaricus polymorphus var. ceratoides (Holmsk.) Pers., 1828
  • Agaricus polymorphus var. proboscideus Pers., 1828
  • Agaricus polymorphus var. tubaeformis (Schaeff.) Pers., 1828
  • Agaricus squamosus Schaeff., 1774, nom. illeg.
  • Agaricus suffrutescens Brot., 1805
  • Agaricus tubaeformis Schaeff., 1774
  • Amanita crispa Lam., 1783, nom. superfl.
  • Clitocybe lepidea (Fr.) P.Kumm., 1871
  • Lentinus contiguus Fr., 1874
  • Lentinus cryptarum Fuckel, 1870
  • Lentinus domesticus P.Karst., 1887
  • Lentinus gallicus Quél., 1885
  • Lentinus lepideus (Fr.) Fr., 1825
  • Lentinus lepideus f. rufescens A.N.Petrov, 1987
  • Lentinus lepideus var. contiguus (Fr.) Rea, 1922
  • Lentinus lepideus var. hibernicus McArdle, 1909
  • Lentinus magnus Peck, 1896
  • Lentinus maximus A.E.Johnson, 1878
  • Lentinus monnardianus Durieu & Mont., 1845
  • Lentinus platensis Speg., 1898
  • Lentinus queletii Schulzer, 1885
  • Lentinus sitaneus Fr., 1836
  • Lentinus spretus Peck, 1906
  • Lentinus squamosus (Schaeff.) Quél., 1888
  • Lentodium squamosum (Schaeff.) Murrill, 1911
  • Neolentinus suffrutescens (Brot.) T.W.May & A.E.Wood, 1995
  • Panus lepideus (Fr.) Corner, 1981
  • Pocillaria lepidea (Fr.) Kuntze, 1891
  • Ramaria ceratoides Holmsk., 1799

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Flora Agaricina Neerlandica / ed. by C. Bas. — 1990. — Vol. 2. — 137 с. — P. 28—29. — ISBN 90-6191-971-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Index Fungorum entry on species.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 85, ISBN 99940-856-1-1.
  3. 3.0 3.1 Bas C. (1990). Volume 2 of Flora Agaricina Neerlandica: Critical Monographs on Families of Agarics and Boleti Occurring in the Netherlands. CRCPress, გვ. 90–91. ISBN 978-90-6191-971-1. 
  4. 4.0 4.1 Lentinus lepideus at Rogers Mushrooms. Rogers Plants Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2011. ციტირების თარიღი: იანვარი 23, 2021.
  5. Lentinus lepideus. ციტირების თარიღი: 2016-12-24
  6. Michael Jordan (1995). The Encyclopedia of Fungi of Britain and Europe. David & Charles, გვ. 329. ISBN 978-0-7153-0129-6.