ქალები ისრაელში
ქალები ისრაელში 2019 წლის მონაცემებით შეადგენენ მოსახლეობის 50,26 პროცენტს.[1]. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს არ აქვს ოფიციალური კონსტიტუცია, 1948 წლის ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია: „ისრაელის სახელმწიფო განახორციელებს სრულ სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორობას ყველა თავისი მოქალაქისთვის რელიგიის, რასისა და სქესის განურჩევლად“. [2]
ისრაელის კანონმდებლობა კრძალავს გენდერულ დისკრიმინაციას ისეთ საკითხებში, როგორიცაა დასაქმება, ხელფასები და ითვალისწინებს კლასობრივ სარჩელებს. თუმცა, 2010 წლის მონაცემებით, ანაზღაურების უთანასწორობა მამაკაცებსა და ქალებს შორის კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფოს ზოგიერთ ნაწილში.[3] 2012 წელს 59 განვითარებულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვისას ისრაელმა მე-11 ადგილი დაიკავა ქალთა დასაქმების მხრივ და 24-ე ადგილი ქალთა წილით ხელმძღვანელ თანამდებობებზე.[4] 2017 წელს Business Insider-ის ანგარიშში ისრაელი მსოფლიოში მერვე ადგილზე დასახელდა ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად.[5]
ქალთა უფლებები
რედაქტირებაჯერ კიდევ ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, დევნილები იბრძოდნენ პალესტინაში ქალთა უფლებებისთვის. მაგალითად, ქალები „ახალ იშუვში“. Yishuv არის ტერმინი, რომელიც ეხება პალესტინის ებრაელ მცხოვრებთა ჯგუფს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე, და ახალი იშუვი ეხება ებრაელი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაკავებული იყო კომერციული საქმიანობით და ძირითადად სეკულარული ხედვით, რომელმაც დაიწყო სახლების აშენება იერუსალიმის ძველი ქალაქის კედლების გარეთ 1860-იან წლებში. 1919 წელს „ახალ იშუვში“ შეიქმნა პირველი ქალთა ეროვნული პარტია. პარტიის ლიდერი იყო როზა უოლტ-სტრაუსი (Rosa Welt-Straus, 1856-1938), ცნობილი ამერიკელი ფემინისტი, რომელიც ისრაელში ჩავიდა, რათა წვლილი შეეტანა „იშუვში“ ქალთა პოლიტიკური თანასწორობისთვის ბრძოლაში (მას ეს თანამდებობა ეკავა სიკვდილამდე).[6][7][8][9] კავშირის ერთ-ერთი წევრი იყო ადა გელერი, პირველი ბუღალტერი ქალი ისრაელში.[10] 1926 წელს მიღებულ იქნა ოფიციალური დეკლარაცია ( მთავრობის მიერ რატიფიცირებული იქნა 1927 წელს), რომელიც ადასტურებდა „ქალების თანაბარ უფლებებს ყველა ასპექტში — სამოქალაქო, პოლიტიკურ და ეკონომიკური“.
ისრაელი გახდა მესამე ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ქალი პრემიერ მინისტრი, გოლდა მეირი (1969-1974) ხელმძღვანელობდა. 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, ქალთა წარმომადგენლობა ისრაელის პარლამენტში შეადგენდა 30 პროცენტს, რაც აღემატება არაბული სამყაროს საშუალო მაჩვენებელს (14 პროცენტი) და უხეშად უტოლდება აშშ-ს კონგრესს (26 პროცენტი). თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩება სკანდინავიის ქვეყნებს (საშუალოდ 44,7%).[11]
ქნესეთში შეიქმნა კომისია, რომელიც მხარს უჭერს ქალთა სტატუსს სქესთა შორის თანასწორობის მისაღწევად. ქნესეთის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კომისია ხელს უწყობს ქალების სტატუსს განათლებისა და პიროვნული სტატუსის სრული თანასწორობის მისაღწევად, ასევე გენდერული ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის პრევენციას ყველა სფეროში, ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე უთანასწორობის შემცირებას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. 1998 წელს ქნესეთმა მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ.
2018 წელს რუთ გედერ გინზბურგმა, რომელმაც ჯილდო მიიღო Genesis Lifetime Achievement Award-ი ისრაელის „გენეზისის“ ფონდისგან, სინანული გამოთქვა ისრაელის საჯარო უნივერსიტეტებში ქალთა სეგრეგაციაზე, შეადარა ეს პრაქტიკა დისკრიმინაციულ „განცალკევებულ, მაგრამ თანაბარ“ კანონებს, რომლებიც ოდესღაც გამოიყენებოდა შავკანიანების მიმართ შეერთებული შტატები.[12][13]
დანაშაულები ქალების წინააღმდეგ
რედაქტირებაგაუპატიურება, მათ შორის ცოლ-ქმრის გაუპატიურება, ისრაელში სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება 16 წლით თავისუფლების აღკვეთით. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ცოლ-ქმრული გაუპატიურება დანაშაულია 1980 წლის გადაწყვეტილებაში, თალმუდზე დაფუძნებული კანონის მოტივით (მინიმუმ მე-6 საუკუნე).[14][15]. კანონი აორმაგებს სასჯელს, თუ მოძალადე თავს ესხმის ან გააუპატიურებს ნათესავს. არსებობს ცხრა კრიზისული ცენტრი, რომლებიც ფუნქციონირებს 24-საათიან დახმარების ხაზზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის. ისრაელის სოციალური დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს თავშესაფარი ნაცემი ქალების დასახმარებლად, ასევე ცხელი ხაზი ძალადობის შესახებ. პოლიციაში ფუნქციონირებს ქოლ-ცენტრი, რათა მსხვერპლთა ინფორმირება მოახდინოს მათი შემთხვევების შესახებ. ქალთა ორგანიზაციები უწევენ დაზარალებულებს კონსულტაციას, კრიზისულ სიტუაციებში, ასევე იურიდიულ დახმარებას და სთავაზობენ თავშესაფრებს.
ისრაელში მკვლელობის მთავარი მოტივი ქალებზე ძალადობაა (მათ შორის ე.წ. „ღირსების მკვლელობები“ მუსულმანურ ოჯახებში). ისრაელში ყოველწლიურად რამდენიმე „ღირსების მკვლელობა“ ხდება ისრაელის არაბულ საზოგადოებაში.
ყოფილი პრეზიდენტის მოშე კაცავისთვის ბრალდების წაყენება ორი პუნქტით გაუპატიურებისა და სხვა ბრალდებებით, განიმარტა, როგორც ქალების გამარჯვება.[16]. გაუპატიურების კრიზისულ ცენტრებში განაჩენის გამოცხადების შემდეგ რეკორდული რაოდენობის ზარები შევიდა.[17]
სექსუალური შევიწროება
რედაქტირებასექსუალური შევიწროება უკანონობაა, მაგრამ მაინც ფართოდაა გავრცელებული. კანონი მოითხოვს სავარაუდო მსხვერპლი ინფორმირებული იყოს დახმარების უფლების შესახებ. სექსუალური შევიწროების სასჯელი დამოკიდებულია ქმედების სერიოზულობაზე და შანტაჟის არსებობაზე: თავისუფლების აღკვეთა ორიდან ცხრა წლამდე.[3] ისრაელის 1998 წლის კანონი სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ, ფართოდ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას და კრძალავს ასეთ ქცევას, როგორც დისკრიმინაციულ პრაქტიკას, თავისუფლების შეზღუდვას, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას, თითოეული ადამიანის ძირითადი პატივისცემის უფლების დარღვევას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. გარდა ამისა, კანონი კრძალავს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ დაშინებას ან შურისძიებას. ამრიგად, დაშინება ან შურისძიება, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ შევიწროებასთან, კანონით განსაზღვრულია, როგორც „წინასწარი მოპყრობა“.
ისრაელმა დასავლური ეთიკის შესაბამისად მრავალცოლიანობა უკანონოდ გამოაცხადა.[18] შემოღებულ იქნა დებულებები, რომლებიც საშუალებას მისცემს არსებულ პოლიგამიურ ოჯახებს ემიგრაციაში წასულიყვნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს პრაქტიკა ლეგალური იყო.[19]
ქორწინებისა და განქორწინების კანონები
რედაქტირებასახელმწიფოს დაარსების დღიდან ისრაელის კანონმდებლობამ იუდეველთა პირადი სტატუსის საკითხებზე, მათ შორის ქორწინებასა და განქორწინებაზე, იურისდიქცია გადასცა რაბინულ სასამართლოებს.[20] 1947 წელს დევიდ ბენ-გურიონი დათანხმდა, რომ ებრაელად რეგისტრირებულ პირთა ქორწინებისა და განქორწინების საკითხებზე უფლებამოსილება გადაეცა ისრაელის მთავარ რაბინათს და ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელშიც აღნიშნული იყო და ნახსენები (სხვა საკითხებთან ერთად), ცნობილი როგორც შეთანხმება სტატუს კვოს შესახებ.[21] 1953 წელს ქნესეთმა მიიღო კანონი რაბინული სასამართლოების წარმოების შესახებ (ქორწინება და განქორწინება).[22] კანონის 1-ლი მუხლი რაბინულ სასამართლოს ანიჭებს ექსკლუზიურ იურისდიქციას ებრაელების ქორწინებისა და განქორწინების საკითხებში, რომლებიც არიან ისრაელის მოქალაქეები ან რეზიდენტები. მე-2 მუხლის თანახმად, „ებრაელთა ქორწინება და განქორწინება ისრაელში ხდება თორას კანონების მიხედვით“ (din Torah in beit din).[23]
რაბინულ სასამართლოებში, რომლებიც მოქმედებენ ჰალაჩას (თორას კანონის) შესაბამისად, ებრაელ ქალს უფლება აქვს განახორციელოს განქორწინების პროცესი, მაგრამ მისმა ქმარმა უნდა მისცეს თანხმობა (მიიღოს) განქორწინება საბოლოო რომ იყოს. თუ ქმარი გაუჩინარდება ან უარს იტყვის „მიღებაზე“, ცოლი ითვლება აგუნად (სიტყვასიტყვით - „შეკრული, უთავისუფლო“). მას არ შეუძლია დაქორწინება ან კანონიერი შვილების გაჩენა. რაბინულ სასამართლოებს შეუძლიათ და ზოგჯერ აწესებენ სანქციებს იმ ქმრებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ განქორწინებაზე, მაგრამ მაინც არ აძლევენ განქორწინებას მათი თანხმობის გარეშე.[3]
ასევე, მუსლიმ კაცს უფლება აქვს გაშორდეს ცოლს მისი თანხმობის და სასამართლოს გარეშე.[3] თუ მუსლიმ ცოლს არ აქვს წინასაქორწინო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომლებშიც მას შეუძლია განქორწინება ქმრის თანხმობის გარეშე, მას შეუძლია განქორწინების მოთხოვნით მიმართოს მხოლოდ შარიათის სასამართლოს, ხოლო თუ მისი ქმარი არ დათანხმდება, მას უარს ეუბნებიან განქორწინებაზე.
ისრაელში ქრისტიანებს შეუძლიათ მხოლოდ ოფიციალური განქორწინების მოთხოვნა იმ კონფესიის საეკლესიო სასამართლოების მეშვეობით, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. გენდერული დისკრიმინაცია ასეთ სასამართლოებში არ არის ისეთი მკაცრი ან კოდიფიცირებული, როგორც შარიათში ან მართლმადიდებლურ რაბინულ წესებში.
2010 წელს ისრაელმა მიიღო სამოქალაქო ქორწინების კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს წყვილს შევიდნენ სამოქალაქო ქორწინებაში და განქორწინდნენ ისრაელში, მამაკაცები და ქალები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. [24] სამოქალაქო ქორწინების კანონი ვრცელდება მხოლოდ წყვილთა უმცირესობაზე, რომლებშიც არცერთი მეუღლე არ არის რეგისტრირებული რომელიმე რელიგიის წევრად. 2009 წელს თელ-ავივის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისრაელის ებრაული საზოგადოების 65% მხარს უჭერდა სამოქალაქო გენდერულად ნეიტრალური ქორწინების შესაძლებლობას, თუმცა გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ რელიგიური ცერემონია მაინც მნიშვნელოვანია მათი ქორწილისთვის.[25]
2015 წელს, რელიგიურიმა სიონისტურმა რაბინულმა ორგანიზაციამ ისრაელში, ისრაელის ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, შემოიღო წინასაქორწინო ხელშეკრულება, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ განქორწინებულმა ცოლებმა მიიღონ მემკვიდრეობა: შეთანხმება მოითხოვს, რომ ქმარმა გადაუხადოს ცოლს ყოველდღიურად მსხვილი თანხა განქორწინების შემთხვევაში.[26]
2018 წელს ქნესეთმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში დარჩებოდა სამი წლის განმავლობაში და საშუალებას აძლევდა ისრაელის რაბინულ სასამართლოებს განეხილათ ებრაელი ქალების გარკვეული საქმეები, რომლებსაც სურდათ თავიანთი ებრაელი ქმრებთან განქორწინება, მაშინაც კი, თუ არც ცოლი და არც ქმარი არ არიან ისრაელის მოქალაქეები.[27]
ჯარი
რედაქტირებაისრაელი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მოეთხოვებათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახური.[28] ქალები იღებდნენ მონაწილეობას ისრაელის შეიარაღებულ ძალებში 1948 წელს სახელმწიფოს დაარსებამდე და მის შემდეგ.[29] [30]
1995 წლის 8 ნოემბერს, როდესაც აერონავტიკის სტუდენტმა ისრაელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ალისა მილერმა, რომელიც ირიცხებოდა აკადემიურ რეზერვში, საჩივარი შეიტანა ისრაელის უზენაეს სასამართლოში მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა ისრაელის საჰაერო ძალების საფრენოსნო სკოლის პილოტების შერჩევის ეტაპზე. მისი გამოსვლის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტმა ეზერ ვაიცმანმა, საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, სექსისტური განცხადებები გააკეთა: „მისმინე, გოგონა, გინახავს კაცი, რომელიც წინდებს ქსოვდა? გინახავთ ოდესმე ქალი ქირურგი ან ქალი ორკესტრის დირიჟორი? ქალები ვერ უძლებენ იმ ზეწოლას, რომელიც სჭირდებათ პილოტ-გამანადგურებლებს“.[31] საბოლოოდ, 1996 წელს, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჰაერო ძალებს არ შეეძლოთ კვალიფიციური ქალების გამორიცხვა პილოტების მომზადების პროცესიდან. მიუხედავად იმისა, რომ მილერმა ვერ ჩააბარა გამოცდები, ეს გადაწყვეტილება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც კარი გაუღო ქალებს ისრაელის თავდაცვის ძალებში.[28] პეტიციის შემდეგ, სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს ქალების მიღება, მათ შორის ისრაელის საჰაერო ძალების ფრენის აკადემიამ, ისრაელის საზღვაო ოფიცერთა კურსმა, სხვადასხვა საარტილერიო კურსებმა, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ და ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ. 2000 წლის იანვარში მიღებულმა, სამხედრო სამსახურის შესახებ აქტში თანასწორობის ცვლილებამ, შეავსო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა ქალი სამხედრო მოსამსახურეების უფლება, ნებაყოფლობით შევიდნენ საბრძოლო პროფესიებში. ამ კანონში ნათქვამია, რომ „ქალების უფლება იმსახურონ IDF-ში ნებისმიერ პოზიციაზე, იგივეა, რაც მამაკაცის“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Population, female (% of total population) - Israel. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Декларация независимости Израиля. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 2010 Human Rights Report: Israel and the occupied territories. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Lior, Gad (2012-03-07). „Israel ranks 24th in number of women executives“. Ynetnews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ Chris Pash. The 10 safest countries in the world for women. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Welt-Straus, Rosa. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Second Aliyah: Women's Experience and Their Role in the Yishuv. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ „Searching for the Banner of the Hebrew Woman“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-13. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ Jewish Women in Pre-State Israel: Life History, Politics, and Culture, UPNE, 2009. — გვ. 448, ISBN 978-1-58465-808-5.
- ↑ התאחדות נשים עבריות לשווי זכויות.. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Global and regional averages of women in national parliaments. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ „Dress Codes and Separate Entrances: Gender Segregation in Israeli Universities Expands Beyond the Classroom“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-26. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ „Ruth Bader Ginsburg Compares Exclusion of Women in Israel to Discrimination Against African-Americans in U.S.“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-03. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ Geis, Gilbert (1977). Rape-in-marriage: Law and law reform in England, the United States, and Sweden
- ↑ Kauzlarich, David, Introduction to criminology, Rowman & Littlefield Publishers, 2009. — გვ. 79, ISBN 978-0-7425-6186-1.
- ↑ „Katsav Mum, Women's Groups Welcome Rape Indictment“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ „Israeli Rape Crisis Centers Get Record Number of Calls Following Katsav Verdict“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ „Victims of Polygamy“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ Polygamy's Practice Stirs Debate in Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-14. ციტირების თარიღი: 2024-11-08.
- ↑ Graetz, Naomi (1998). Judaism Confronts Wife Beating დაარქივებული 2017-10-27 საიტზე Wayback Machine. . Women in Judaism.
- ↑ Daniel Ben Simon. Israel's Rabbis Keep Lock On Jewish Marriage. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Beit Din & Judges in Israel From Bible to Modern Times. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Закон о судопроизводстве раввинатских судов (брак и развод) от 1953 года. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Gelfman, Rachael. (2009-07-24) Civil Marriage in Israel. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Civil Marriage in Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-24. ციტირების თარიღი: 2024-11-08.
- ↑ Israeli rabbinic, legal groups partner for prenup in bid to prevent agunot (2015-03-03). ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ „Israel Gives Rabbinical Courts Unprecedented Jurisdiction Over Diaspora Jews“. Гаарец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ 28.0 28.1 Skirting history. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Women in the IDF (2011-03-07). ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Women’s Service in the IDF: Between a ‘People’s Army’ and Gender Equality (2022-03-03). ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ Scoop. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-07. ციტირების თარიღი: 2024-11-08.