სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგუნა (ვაზის ჯიში).

აგუნა — მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება. აგუნას პატივსაცემი რიტუალი საახალწლო და საშემოდგომო დღესასწაულებზე სრულდებოდა. აგუნას სახელზე საახალწლოდ ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის კვერები (გურიაში ამგვარ კვერს „აგუნას პურს“ ეძახდნენ), მაღლარ ვაზთან და მარანში ლოცულობდნენ და ღვთაებას ვაზის ნაყოფიერებას შესთხოვდნენ. შემდეგ იწყებოდა გადაძახება: „აგუნა, აგუნა, გადმოიარე... ჩვენს მამულში — ყურძენი, სხვის მამულში — ფურცელი...“ კლარჯეთში რთვლის დროს ვენახში ლხინს მართავდნენ: აკიდოებით შემკული შიშველი ყმაწვილები ფერხულს ცეკვავდნენ. აგუნას რაჭასა და ლეჩხუმში „ანგურა“ ეწოდებოდა, სამეგრელოში — „ჯუჯელია“, ნართების ადიღეულ ეპოსში „აგუნა“ საღვთო სასმლის ჭურჭელს აღნიშნავდა. აგუნას რიტუალის ზოგიერთი ელემენტი პარალელს პოვებს ფრიგიულ-ბერძნულ-რომაული ღვთაება დიონისეს (ბახუსი) კულტში, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ელინისტურ ხანაში. აგუნას კულტი გადმონაშთის სახით საქართველოს ზოგიერთ კუთხეში XIX საუკუნემდე შემორჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება