ფრენსის იანგჰაზბენდი

ფრენსის ედუარდ იანგჰაზბენდი (ინგლ. Francis Edward Younghusband), აგრეთვე, იუნგჰასბენდი, იანგჰასბენდი, და იანგჰაზბენდი; დ. 31 მაისი, 1863, მარი, ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინცია (ბრიტანეთის ინდოეთი) — 31 ივლისი, 1942, ლიტჩეტ მინსტერი, დორსეტი, ინგლისი) — ბრიტანელი ოფიცერი, პოდპოლკოვნიკი, მოგზაური, მისტიკოსი მწერალი, რაინდი — ინდოეთის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, რაინდი-ინდოეთის იმპერიის ორდენის კავალერი. დიდი თამაშების ცნობილი მონაწილე.

ფრენსის ედუარდ იანგჰაზბენდი;
Sir Francis Edward Younghusband

დაიბადა31 მაისი, 1863 (1863-05-31) (161 წლის)
რავალპინდი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაიცვალა31 ივლისი, 1942 (79 წლის)
ლიტჩეტ მინსტერი, დორსეტი, ინგლისი
დაკრძალვის ადგილიდორსეტი, ინგლისი
ეროვნებაინგლისელი
საქმიანობა ბრიტანელი ოფიცერი,
პოდპოლკოვნიკი,
მისტიკოსი მწერალი,
მოგზაური
წლები1863-1942

მოგზაურობდა შორეულ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში 1903 წელს. ხელმძღვანელობდა ტიბეტში ბრიტანეთის ექსპედიციას, რომლის დროსაც მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი ტიბეტელებთან. ცენტრალური აზიის, საგარო პოლიტიკის და რელიგიური მისტიციზმის თემაზე მთელი რიგი შრომების ავტორი.

განათლება

რედაქტირება

ფრენსისი დაიბადა 1863 წელს ბრიტანეთის ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სასაზღვრო პროვინცია მარში. 1876 წელს ის შევიდა კლიფტონ-კოლეჯში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ სანდჰიორსტის სამეფო სამხედრო კოლეჯში.

სამხედრო სამსახურის დასაწყისი

რედაქტირება

1882 წელს დაამთავრა რა სანდჰიორსტის სამხედრო სასწავლებელი, ფრენსის იანგჰაზბენდი სამხედრო სამსახურისათვის გამწესებული იქნა ქალაქ დელიში, უმცროსი ლეიტენანტის ჩინით სამეფო დრაგუნთა გვარდიულ პოლკში. 1886–1887 წლებში მან გადაკვეთა ცენტრალური აზია პეკინიდან იარკენდამდე. გზაში გამოიკვლია მუზტაგატის ქედი (პამირის მთები), სამხრეთ კაშგარი და ყარაყორუმი.

ამის შემდეგ მან კიდევ ორი ექსპედიცია მოაწყო პამირში. 1889 წლის ოქტომბრის ბოლოს ჰაინ აკსაის რაიონში იანგჰაზბენდი მოულოდნელად შეხვდა რუს მზვერავ ბრონისლავ გრომბჩევსკის, რომელიც კაზაკთა მცირე ესკორტის თანხლებით ე.წ. დიდი თამაშების პამირის ტურის ეპიცენტრში აღმოჩნდა. თამაშები უკავშირდებოდა ავღანეთის თურქესტანის ადგილობრივი მმართველის აჯანყებას ბრიტანეთის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. აქ იანგჰაზბენდმა მოიპოვა მდინარე ამუდარიის (მთელი თავისი შენაკადებიანად) ზემო დინების რაიონის რუკა. ეს რეგიონი, ასევე, სამხრეთ პამირი წარმოადგენდა რუსთა და ბრიტანელთა კომერციული ინტერესის საგანს, რადგან ცნობილი იყო ოქროს და ნეფრიტის მარაგით.

მოგვიანებით, 1891 წელს იანგჰაზბენდი და ბრიტანელი ლეიტენანტი დეივისონი შეიპყრო რუსულმა სამხედრო რაზმმა ლეიტენანტ იონოვის ხელმძღვანელობით. ისინი აწარმოებდნენ დაზვრევით სამუშაოებს ე.წ. „არავის მიწებზე“. ეს მიწები იყო ჯერ კიდევ თავისუფალი და არ შედიოდა არც რუსეთის იმპერიის, არც ბრიტანეთის ინდოეთის, არც ავღანეთის და არც ჩინეთის სივრცეში. ამ პროვოკაციულმა აქციამ ბრიტანეთი და რუსეთი სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

შეჭრა ტიბეტში

რედაქტირება

1903 წელს ინდოეთის ვიცე-მეფემ კერზონმა უფლება მიანიჭა იანგჰაზბენდს სამხედრო ესკორტის თანხლებით ეწარმოებინა მოლაპარაკებები სავაჭრო და სასაზღვრო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით. როცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ინგლისელებმა გენერალ-მაიორ მაკდონალდის მეთაურობით ქვეყანას შეუტიეს. ამასთან, მოლაპარაკების მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა. ინგლისელებმა მოაწყეს ახალი სამხედრო ექსპედიცია იანგჰაზბენდის მეთაურობით ტიბეტში. იანგჰაზბენდმა კი შტურმით აიღო ტიბეტის დედაქალაქი ლჰასა.

XIII დალაი-ლამა და მისი სასახლის კარი გაიქცა მონღოლეთში და შეეცადა რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა მაშინ რუსეთს საგარეო–პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა (1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომი) და მან ვერ შეძლო დახმარების აღმოჩენა ტიბეტისთვის. იმავე დროს ლჰასაში დარჩენილი პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდა დათანხმებულიყო არათანაბარუფლებიანი ხელშეკრულების დადებას.

ამ ოპერაციისათვის იანგჰაზბენდი დააჯილდოვეს რაინდის წოდებით.

სამხედრო სამსახურის დასასრული

რედაქტირება

1906–1909 წლებში იანგჰაზბენდი აღმოჩნდა ქაშმირში ინდო-ბრიტანული ხელისუფლების ჯაშუში.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რედაქტირება

სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იანგჰაზბენდი დასახლდა ლონდონში, სადაც მრავალი საზოგადოებრივი მოძრაობის მონაწილე გახდა. 1919 წელს ის აირჩიეს სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად. ხოლო 1921 წელს სათავეში ჩაუდგა ევერესტის შესწავლის კომიტეტს. უკანასკნელად ის ხელმძღვანელობდა ევერესტის დაპყრობის პირველი ბრიტანული ექსპედიციის მომზადებას.

ასაკმა და ტიბეტის სამხედრო ექსპედიციის შესახებ მოგონებებმა, გააძლიერა იანგჰაზბენდის რელიგიური და მისტიური გრძნობები. მან დააარსა რელიგიის მსოფლიო კონგრესი, რომლის საქმეებით სიკვდილამდე იყო დაკავებული.

გარდაცვალება

რედაქტირება

1942 წ. ივლისში იანგჰაზბენდმა ბირმინგემში რელიგიის საერთაშორისო კონგრესზე გამოსვლის შემდეგ გადაიტანა ინსულტი. ის გარდაიცვალა გულის უკმარისობით 1942 წლის 31 ივლისს მადლენ ლისის (Madeline Lees) სახლში, სოფელ ლიტჩეტ მინსტერში, დორსეტში. იგი დაკრძალეს სოფლის ადგილობრივ სასაფლაოზე.

  • მოგზაურობა შუა აზიაში მანჯურიიდან და პეკინიდან ქაშმირში მუსტაგის გავლით. // გეოგრაფიული კრებული, ტოპოგრაფიული და სტატისტიკური მასალა აზიის შესახებ. 1888.
  • ამონაწერი მოხსენებიდან კაპიტან იუნგჰაზბენდის მოგზაურობის შესახებ პამირსა და მიმდებარე ქვეყნებში. // აზიის გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული და სტატისტიკური მასალების კრებული. 1892.
  • „რუსების შეჭრა ინდოეთში“ // გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული და სტატისტიკური მასალების კრებული აზიის შესახებ. 1893.
  • „ჩიტრალას განთავისუფლება“ // აზიის გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული და სტატისტიკური მასალების კოლექცია. 1896.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება