ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფილიპ ედუარდ ანტონ ვონ ლენარდი (გერმ. Philipp Lenard; დ. 7 ივნისი, 1862, ბრატისლავა, უნგრეთის სამეფო, ავსტრიის იმპერია — გ. 20 მაისი, 1947, მოსელჰაუსენი, გერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი, რომელიც გახდა 1905 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „მისი შრომისათვის კათოდურ სხივებზე“.

ფილიპ ლენარდი
გერმ. Philipp Lenard
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1862(1862-06-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ბრატისლავა, Kingdom of Hungary, ავსტრიის იმპერია[9] [5]
გარდ. თარიღი 20 მაისი, 1947(1947-05-20)[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] (84 წლის)
გარდ. ადგილი მოსელჰაუსენი
დასაფლავებულია მოსელჰაუსენი
მოქალაქეობა  გერმანია
 უნგრეთი[10]
საქმიანობა ფიზიკოსი, გამომგონებელი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კილის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის ტენლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[11] და Gymnasium Grösslingová
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[9]
მეუღლე Katharina Lenard
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[12] [13] , ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი[14] , რუმფორდის მედალი[15] , მატეუჩის მედალი და ფრანკლინის მედალი[16]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები და მუშაობა

რედაქტირება

ფილიპ ედუარდ ანტონ ვონ ლენარდი დაიბადა 1862 წლის 7 ივნისს, პრესბურგში (დღევანდელი ბრატისლავა), უნგრეთის სამეფოში. ლენარდის ოჯახი წარმოშობით ტიროლიდან მოდის (XVII საუკუნე).[17] მისი მშობლები იყვნენ გერმანულ ენაზე მოლაპარაკენი.[17] მისი მამა ფილიპ ვოლ ლენარდი (1812-1896) ღვინით-მოვაჭრე პრესბურგში. მისი დედა იყო ანტონიე ბაუმანი (1832-1865).[18] ახალგაზრდა ლენარდი სწავლობდა Pozsonyi Királyi Katolikus Főgymnasium-ში და როგორც იგი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერს, ამ სასწავლებელმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (განსაკუთრებით მისმა მასწავლებელმა ვირგილ კლატმა).[19] 1880 წელს ფილიპმა ვენასა და ბუდაპეშტში შეისწავლა ფიზიკა და ქიმია.[19] 1882 წელს მან დატოვა ბუდაპეშტი და დაბრუნდა პრესბურგში, მაგრამ 1883 წელს გაემგზავრა ჰაიდელბერგში (ჰაიდელბერგში წასვალმდე მან უარი თქვა ბუდაპეშტის უნივერსიტეტის თანაშემწის თანამდებობაზე). ჰაიდელბერგში იგი სწავლობდა ცნობილი პიროვნების, რობერტ ბუნსენის ზედამხედველობის ქვეშ.[19] მან დოქტორის ხარისხი მიიღო 1886 წელს.[19] 1887 წელს მან მუშაობდა დაიწყო კვლავ ბუდაპეშტში, ლორანდ ეტვეშის ასისტენტად (დემონსტრანტად).[19] აახენში, ბონში, ვროცლავში, ჰაიდელბერგში (1896–1898) და კიელში (1898–1907) მუშაობის შემდეგ იდი დაბრუნდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1907 წელს როგორც ფილიპ ლენარდის ინსტიტუტის წინამძღოლი. 1905 წელს ლენარდი გახდა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ხოლო 1907 წელს უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[19]

მისი ადრეული მუშაობა მოიცავს ფოსფორესენციის, ლუმინესენციის და „ცეცხლგამტარობის“ კვლევას.

გვიანი წლები

რედაქტირება

ფილიპ ლენარდი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის თეორეტიკოსი ფიზიკოსის თანამდებობიდან გადადგა 1931 წელს. ჰაიდელბერგის ჰელმჰოლცის გიმნაზია 1927-1945 წლებში ატარებდა ფილიპ ლენარდის სკოლის სახელს. ლენარდი გარდაიცვალა 1947 წლის 20 მაისს 84 წლის ასაკში, მოსელჰაუსენში, გერმანიაში.

მას იხსენებენ როგორც ძლიერ გერმანელ ნაციონალისტს, რომელსაც არ უყვარდა „ინგლისური ფიზიკა“ და მისი იდეებს გერმანიისაგან მოპარულად აღიქვავდა.[20][21][22]

დაფასება და ჯილდოები

რედაქტირება

ლენარდის ჯილდოებში შედიოდა: სამეფო საზოგადოების რუმფორდის მედალი (1896), იტალიის მეცნიერებათა აკადემიის მატეუჩის მედალი (1896), ფრანკლინის ინსტიტუტის ფრანკლინის მედალი (1932) და ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1905). აგრეთვე იგი იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[23]

2008 წელს მთვარის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარე კრატერს ეწოდა ფილიპ ლენარდის სახელი მის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118779397 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. https://jelesnapok.oszk.hu/prod/unnep/lenard_fulop_szuletesnapja__1862_fizikai_nobeldij_1905
  11. Mathematics Genealogy Project — 1997.
  12. The Nobel Prize in Physics 1905Nobel Foundation.
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  14. https://books.ub.uni-heidelberg.de/heibooks/reader/download/840/840-4-95083-1-10-20210916.pdf
  15. British Journal of Radiology, The British journal of radiologyBritish Institute of Radiology. — Vol. 19, Iss. 219. — ISSN 0007-1285; 1748-880X
  16. ფრანკლინის ინსტიტუტი — 1824.
  17. 17.0 17.1 Pöss, Ondrej (2012). „Karpatskí Nemci“, რედ. Myrtil Nagy: Naše národnostné menšiny. Šamorín: Fórum inštitút pre výskum menšín, გვ. 9–12. ISBN 978-80-89249-57-2. 
  18. Neue deutsche biografie XIV, 1984 München
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 Fizikai Szemle; ELEKTRON ÉS ÉTERFIZIKA: LÉNÁRD FÜLÖP (1862–1947) Hungarian. Hungarian Academy of Sciences, Physical Sciences Section (1997). ციტატა: „Written in Hungarian by the autobiography of the famous physicist: Philipp Lenard, Erinnerungen eines Naturwissenschaftlers, der Kaiserreich, Judenschaft und Hitler erlebt hat. Geschrieben September 1930 bis Mrz 1931“
  20. Anders Rydell (7 February 2017). The Book Thieves: The Nazi Looting of Europe's Libraries and the Race to Return a Literary Inheritance. Penguin, გვ. 86–. ISBN 978-0-7352-2124-6. 
  21. Alexei Kojevnikov (2011). Weimar Culture and Quantum Mechanics: Selected Papers by Paul Forman and Contemporary Perspectives on the Forman Thesis. World Scientific, გვ. 33–. DOI:10.1142/7581. ISBN 978-981-4293-12-9. 
  22. Hugo Steinhaus (8 February 2016). Mathematician for All Seasons: Recollections and Notes, Vol. 2 (1945–1968). Birkhäuser, გვ. 105–. ISBN 978-3-319-23102-0. 
  23. Marie), Abbé Moigno (François Napoléon (1898). „Prix La Caze“. Cosmos: Revue des Sciences et de Leurs Applications. 38 (678): 122.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიპ_ლენარდი“-დან