ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008: ფინალი

(გადამისამართდა გვერდიდან უეფა ევრო 2008: ფინალი)

უეფა ევრო 2008–ის ფინალიევრო 2008-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 2008 წლის 29 ივნისს ერნსთ–ჰაპელის სტადიონზე, ვენაში, ავსტრია და გამოვლინდა უეფა ევრო 2008–ის გამარჯვებული. ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრები 1:0 დაამარცხა და 1964 წელს მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. ლუის არაგონესის გუნდის ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს, ეს კი 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ტრიუმფს საფრანგეთმა მიაღწია, პირველად მოხდა.

ევრო 2008: ფინალი
Euro Cup 2008 Final Vienna.JPG
ტურნირი ევრო 2008
თარიღი 29 ივნისი, 2008
არენა ერნსთ–ჰაპელის სტადიონი, ვენა
საუკეთესო ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)
მსაჯი რობერტო როსეტი (იტალია)
დასწრება 51 428
2004
2012

გზა ფინალამდე რედაქტირება

გერმანია რაუნდი ესპანეთი
მოწინააღმდეგე შედეგი ჯგუფური ეტაპი მოწინააღმდეგე შედეგი
  პოლონეთი 2–0 პირველი ტური   რუსეთი 4–1
  ხორვატია 1–2 მეორე ტური   შვედეთი 2–1
  ავსტრია 1–0 მესამე ტური   საბერძნეთი 2–1
გუნდი გატ გაშ სხვ
  ხორვატია 3 3 0 0 4 1 +3 9
  გერმანია 3 2 0 1 4 2 +2 6
  ავსტრია 3 0 1 2 1 3 –2 1
  პოლონეთი 3 0 1 2 1 4 –3 1
საბოლოო მდგომარეობა
გუნდი გატ გაშ სხვ
  ესპანეთი 3 3 0 0 8 3 +5 9
  რუსეთი 3 2 0 1 4 4 0 6
  შვედეთი 3 1 0 2 3 4 –1 3
  საბერძნეთი 3 0 0 3 1 5 –4 0
მოწინააღმდეგე შედეგი პლეი-ოფი მოწინააღმდეგე შედეგი
  პორტუგალია 3–2 მეოთხედფინალები   იტალია 0–0 (დ.დ.) (4–2 პენალტების სერია)
  თურქეთი 3–2 ნახევარფინალები   რუსეთი 3–0

ფინალი რედაქტირება

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში რუსეთს, შვედეთსა და საბერძნეთს აჯობა, ფინალამდე კი გზიდან იტალია და იგივე რუსეთი ჩამოიტოვ. მათი უპირატესობა ევრო-2008-ს ფინალურ მატჩშიც აშკარა იყო, როდესაც მათ გერმანიის ეროვნულ გუნდს აშკარად აჯობეს. გერმანიამ ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. ჩემპიონატის ბომბარდირის, დავიდ ვილიას არყოფნაში, არაგონესმა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ფერნანდო ტორესი გაამწესა, თუმცა, ამით ესპანელთა შეტევებს სიმწვავე არ დაჰკლებია. იგი თანაგუნდელთა ლამის ყველა პასს იღებდა და არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე გერმანელი მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. მოგვიანებით ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახალებული ტორესის დაუცხრომლობამ შედეგი მატჩის 33-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მან ლამი უკან მოიტოვა, შემდეგ კი აშკარად დაუფიქრებლად გამოსულ ლემანსაც აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა.

ყველანაირი ლოგიკით, გოლის შემდეგ ლიოვის ფეხბურთელებს უფრო აქტიური თამაში უნდა გაეჩაღებინათ, თუმცა, გერმანიამ ეს ვერ შეძლო. მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ.

ტრავმირებული ბალაკი კარგად ვერ თამაშობდა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ. ამის ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციურმა თამაშმა აჯობა გერმანელების ნახევარდაცვას. ესპანელმა ჩამშლელმა მარკოს სენამ ფინალშიც უდიდესი სამუშაო გასწია და პირველი წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მცველმა სერხიო რამოსმა საკუთარი აქტიურობის წყალობით, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი ხიფათი შექმნა გერმანიის კართან.[1]

თამაშის დეტალები რედაქტირება

29 ივნისი
22:45
  გერმანია 0 –1   ესპანეთი ერნსთ–ჰაპელის სტადიონი, ვენა
მაყურებელი: 51,428
მსაჯი: რობერტო როსეტი
ტორესი   33'
 
 
 
 
გერმანია
 
 
 
 
ესპანეთი
 
გერმანია:
GK 1 იენს ლემანი
RB 3 არნე ფრიდრიხი
CB 17 პერ მერტეზაკერი
CB 21 კრისტოფ მეტცელდერი
LB 16 ფილიპ ლამი   46'
CM 8 ტორსტენ ფრინგსი
CM 15 ტომას ჰიცლშპერგერი   58'
RW 7 ბასტიან შვაინშტაიგერი
AM 13 მიხაელ ბალაკი     43'
LW 20 ლუკას პოდოლსკი
CF 11 მიროსლავ კლოზე   79'
შეცვლები:
DF 2 მარსელ იანსენი   46'
FW 22 კევინ კურანი   88'   58'
FW 9 მარიო გომესი   79'
მწვრთნელი:
  იოახიმ ლიოვი
 
 
ესპანეთი:
GK 1 იკერ კასილასი     43'
RB 15 სერხიო რამოსი
CB 4 კარლოს მარჩენა
CB 5 კარლეს პუიოლი
LB 11 ჟოან კაპდევილა
DM 19 მარკოს სენა
RM 6 ანდრეს ინიესტა
CM 8 ჩავი ერნანდესი
CM 10 ფრანსესკ ფაბრეგასი   63'
LM 21 დავიდ სილვა   66'
CF 9 ფერნანდო ტორესი   74'   78'
შეცვლები:
MF 14 ხაბი ალონსო   63'
MF 12 სანტი კასორლა   66'
FW 17 დანი გუისა   78'
მწვრთნელი:
  ლუის არაგონესი

საუკეთესო მოთამაშე:
  ფერნანდო ტორესი

დამხმარე მსაჯები:
  ალესანდრო გრისელი
  პაოლო კალკანიო
მეოთხე მსაჯი:
  პიტერ ფროიდფელდტი

სტატისტიკა რედაქტირება

 უეფა ევრო 2008-ის გამარჯვებული 
 
ესპანეთი
მეორე წოდება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება