ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004: ფინალი — ევრო 2004-ის დასკვნითი მატჩი. მასში მონაწილეობდა ტურნირის მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები და ფავორიტადაც ითვლებოდა. მისი მეტოქე იყო საბერძნეთის ნაკრები, რომელიც მეორედ ასპარეზობდა ევროპის ჩემპიონატზე. ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ ამავე ჩემპიონატის გახსნის მატჩში, რაც პირველად მოხდა დიდი საფეხბურთო ტურნირების ისტორიაში. პირველი მატჩი, ყველასთვის მოულოდნელად, საბერძნეთმა მოიგო 2-1. საბერძნეთმა მოიგო ასევე ფინალიც, ანგარიშით 1-0. გამარჯვების გოლი ანგელოს ხარისტეასმა 57-ე წუთზე გაიტანა.
საუკეთესო მოთამაშე:
თეოდოროს ზაგორაკისი (საბერძნეთი)
თანამსაჯები:
კრისტიან შრერი (გერმანია)
იან-ჰენდრიკ სალვერი (გერმანია)
მეოთხე მსაჯი:
ანდერს ფრისკი (შვედეთი)
|
|
Greek fans celebrating their win.
სტატისტიკა
|
პორტუგალია
|
საბერძნეთი
|
გოლი |
0 |
1
|
დარტყმა |
17 |
4
|
დარტყმა კარში |
5 |
1
|
ბურთის ფლობა |
58 % |
42 %
|
კუთხური |
10 |
1
|
ჯარიმა |
18 |
19
|
თამაშგარე |
4 |
3
|
ყვითელი ბარათი |
2 |
4
|
წითელი ბარათი |
0 |
0
|