რიკარდუ პერეირა
რიკარდუ პერეირა (პორტ. Ricardo Pereira; დ. 11 თებერვალი, 1976, მონტიჟუ) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, მეკარე. ნაკრებთან ერთად იასპარეზა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე 2002 და 2006 წლებში და ევროპის ორ ჩემპიონატზე 2004 და 2008 წლებში. ევრო 2004-ზე გავიდა ტურნირის ფინალში და გახდა ვერცხლის პრიზიორი, ხოლო 2006 წლის მუნდიალზე მოხვდა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. გამორჩეული იყო მისი თამაში ამ ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ, რომელშიც რიკარდუმ მოიგერია სამი დარტყმა პენალტების სერიაში და გახდა პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ეს მოახერხა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რიკარდუ ალეშანდრ მარტინ სუარეშ პერეირა | ||
დაბადების თარიღი | 11 თებერვალი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | მონტიჟუ, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ოლჰანენსე | ||
ნომერი | 1 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990-1994 | მონტიჟუ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1994–1995 | მონტიჟუ | 18 | (0) |
1995–2002 | ბოავიშტა | 154 | (1) |
2003-2007 | სპორტინგი | 118 | (0) |
2007–2011 | ბეტისი | 48 | (0) |
2011 | ლეიკესტერ სიტი | 8 | (0) |
2011–2012 | ვიტორია სეტუბალი | 3 | (0) |
2012– | ოლჰანენსე | 13 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001-2008 | პორტუგალია | 79 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 თებერვალი, 2014 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Stats at ForaDeJogo დაარქივებული 2013-11-06 საიტზე Wayback Machine.
- PortuGOAL profile დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- BDFutbol profile
- Ricardo — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)