ტომას ჰიცლშპერგერი
ტომას ჰიცლშპერგერი (გერმ. Thomas Hitzlsperger; დ. 5 აპრილი, 1982, მიუნხენი) — გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.
ჰიცლშპერგერი 2011 წელს ვესტ-ჰმში | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 35 | ||
დაბადების ადგილი | მიუნხენი, გერმანია | ||
სიმაღლე | 1.83[1] | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1988–1989 | ფორსტინინგი | ||
1989–2000 | ბაიერნი[2] | ||
2000–2001 | ასტონ ვილა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2005 | ასტონ ვილა | 99 | (8) |
2001 | → ჩესტერფილდი | 5 | (0) |
2005–2010 | შტუტგარტი | 125 | (20) |
2010 | ლაციო | 6 | (1) |
2010–2011 | ვესტ ჰემი | 11 | (2) |
2011–2012 | ვოლფსბურგი | 6 | (0) |
2012–2013 | ევერტონი | 7 | (0) |
სულ | 259 | (31) | |
ეროვნული ნაკრები | |||
გერამნია 19 წლ. | |||
2002–2004 | გერამნია 19 წლ. | 20 | (3) |
2004–2010 | გერმანია | 52 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებაჰიცლშპერგერი იყო გერმანიის 19 წლამდე ნაკრების კაპიტანი. ასევე გამოდიოდა გერმანიის 21 წლამდე ნაკრებშიც, სადაც 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ტომასმა პირველი მატჩი 2004 წლის 9 ოქტომბერს ჩაატარა ირანის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი გოლი კი 2006 წლის 6 სექტემბერს სან-მარინოს წინააღმდეგ გაიტანა.
2008 წლის ივლისიდან 2009 წლამდე ტომასი „შტუტგარტის“ კაპიტანი იყო, ამ პოსტზე მან პორტუგალიელი ფერნანდო მეირა ჩაანაცვლა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან კი კაპიტანი ფრანგი მატიე დელპიერი გახდა. 2010 წლის იანვრის ბოლო დღეს ჰიცლშპერგერმა იტალიური „ლაციოს“ მაისური მოირგო, სადაც 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
2010 წლის 5 ივნისს ტომასი ინგლისური „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. მან კლუბთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[3] 2011 წელს დატოვა „ვესტ ჰემი“ და შეუერთდა „ვოლფსბურგს“.[4] 2012-2013 წლებში თამაშობდა „ევერტონში“. აქვე დაასრულა კარიერა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- შტუტგარტი
- ბუნდესლიგა: 2006–07
- გერმანიის საფეხბურთო თასი მეორე ადგილი: 2006–07
სანაკრებო
რედაქტირება- გერმანია
- ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ადგილი: 2008
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მესამე ადგილი: 2006
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი მესამე ადგილი: 2005
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტომას ჰიცლშპერგერი“ ვიკისაწყობში.
- ტომას ჰიცლშპერგერის ოფიციალური საიტი (გერმანული)
- სტატისტიკა Soccerbase.com-ზე დაარქივებული 2007-10-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- სტატისტიკა Fussballdaten.de-ზე (გერმანული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Premier League Player Profile. Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2011.
- ↑ Whitehead, Richard (20 November 2004). „Thomas Hitzlsperger and Bruce Rioch“. The Times. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ Hammers sign The Hammer. whufc.com (9 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 5 June 2010.
- ↑ Bundesliga – Wolfsburg sign Hitzlsperger. Yahoo Sport (17 August 2011). ციტირების თარიღი: 18 August 2011.