ერნსტ ჰაპელი (სტადიონი)
ერნსტ-ჰაპელის სტადიონი, ასევე ცნობილია, როგორც პრატერის სტადიონი — სტადიონი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. იგი შენდებოდა 1929–1931 წლებში და გაიხსნა 1931 წელს. სტადიონს სახელი გადაერქვა 1992 წელს, როდესაც ავსტრიელი ფეხბურთელი, ერნსტ ჰაპელი გარდაიცვალა. სტადიონზე გაიმართება უეფა ევრო 2008-ის ფინალი.
ერნსტ ჰაპელი | |
მდებარეობა | ვენა, ავსტრია |
---|---|
აშენდა | 1929 |
გაიხსნა | 11 ივლისი 1931 |
ტევადობა | 55 665 |
ფეხბურთი
რედაქტირებაერნსტ-ჰაპელი არის ყველაზე დიდი სტადიონი ავსტრიაში. იგი ეკუთვნის ავსტრიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. აქ იმართება როგორც შიდა ჩემპიონატის მატჩები, ასევე უეფას თასისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც.
სტადიონი მიეკუთვნება უეფას ხუთვარსკვლავიან სტადიონების რიცხვს. სტადიონის ტევადობა გაიზარდა 49,825-დან 53,008-მდე, სპეციალურად უეფა ევრო 2008-ისთვის. სტადიონზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დასწრება დაფიქსირდა 1960 წელს, როდესაც ავსტრია საბჭოთა კავშირს ეთამაშებოდა. მაშინ თამაშს 92,706 მაყურებელი დაესწრო.
კონცერტები
რედაქტირებასტადიონზე ჩატარებულა არაერთი როკ კონცერტი, რომლებსაც 56,000-მდე მაყურებელი ესწრებოდა. სტადიონზე გამოსული მუსიკოსებიდან და ჯგუფებიდან აღსანიშნავია: რობი უილიამსი, მაიკლ ჯექსონი, ბონ ჯოვი, Three Tenors, როლინგ სტოუნზი, U2, განზ-ენ-როუზიზ, პინკ ფლოიდი და ტინა ტერნერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ერნსტ–ჰაპელის სტადიონის სურათები დაარქივებული 2008-07-02 საიტზე Wayback Machine.
- ერნსტ–ჰაპელის სტადიონის 3D მოდელი დაარქივებული 2008-05-08 საიტზე Wayback Machine.