იოახიმ ლევი
იოახიმ ლევი (გერმ. Joachim Löw; დ. 3 თებერვალი 1960, შვარცვალდის შენაუ, დასავლეთ გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი. გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წლიდან 2021 წლამდე
ლევი 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1960 | ||
დაბადების ადგილი | შვარცვალდის შენაუ, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 181 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | გერმანია (მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
TuS Schönau 1896 | |||
FC Schönau | |||
Eintracht Freiburg | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1978–1980 | ფრაიბურგი | 71 | (18) |
1980–1981 | შტუტგარტი | 4 | (0) |
1981–1982 | აინტრახტი ფრანკფურტი | 24 | (5) |
1982–1984 | ფრაიბურგი | 65 | (25) |
1984–1985 | კარლსრუე | 24 | (2) |
1985–1989 | ფრაიბურგი | 116 | (38) |
1989–1992 | FC Schaffhausen | ||
1992–1994 | FC Winterthur | ||
1994–1995 | FC Frauenfeld | ||
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1980 | გერმანია 21 წლ. | 4 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1994 | FC Winterthur (ახალგაზრდული ) | ||
1994–1995 | FC Frauenfeld | ||
1995–1996 | შტუტგარტი (დამხმარე მწვრთნელი) | ||
1996–1998 | შტუტგარტი | ||
1998–1999 | ფენერბაჰჩე | ||
1999–2000 | კარლსრუე | ||
2000–2001 | ადანასფორი | ||
2001–2002 | ტიროლი ინსბრუკი | ||
2003–2004 | აუსტრია ვენა | ||
2004–2006 | გერმანია (დამხმარე მწვრთნელი) | ||
2006–2021 | გერმანია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
აქტიური სპორტული კარიერა ბრწყინვალე არ ჰქონდა, იყო აინტრახტის, ფრაიბურგის, შტუტგარტის, კარლსრუეს, შაფჰაუზენის, ვინტერტურის, ფრაუნფელდის ნახევარმცველი. გერმანიის ახალგაზდურ ნაკრებში კი ოდენ 4 მატჩს მოუყარა თავი. სამწვრთნელო კარიერა კი უფრო წარმატებული აქვს: 1997 წელს შტუტგარტს გერმანიის თასი მოაგებინა, 2002 წელს კი ტიროლი ავსტრიის ჩემპიონი გახადა. იყო ფენერბაჰჩეს და ვენის აუსტრიის დამრიგებელიც. 2004-2006 წლებში იყო გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანის თანაშემწე. კლინსმანის გადადგომის შემდეგ კი 2006 წლის ივლისიდან გერმანიის ნაკრებს ხელმძღვანელობს. 2014 წელს გერმანელებთან ერთად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.