ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პლანეტის, მთვარის ან სხვა სხეულის დედამიწის მსგავსად ფორმირებას ტერორფორმაცია (სიტყვასიტყვით "დედამიწის ფორმირება") ეწოდება. მისი მოდიფიცირება ჰიპოთეტური პროცესია ობიექტის ატმოსფეროს, ტემპერატურის, ზედაპირული ტოპოგრაფიის ან ეკოლოგიის განზრახ შეცვლის შესახებ, რომელიც საბოლოოდ დედამიწის გარემოს მსგავსი იქნება, რათა ის საცხოვრებელად ვარგისი გახდეს დედამიწის არსებებისთვის.

მხატვრის კონცეფცია გვიჩვენებს ტეროფორმირებული მარსის განვითარების ოთხ ეტაპს.

ტერორფორმირების კონცეფცია განვითარდა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის, ისე ფაქტობრივი მეცნიერებისგან . ტერმინი ნასესხები იქნა ჯეკ ვილიამსონის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობიდან ("Collision Orbit"), რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალ Astounding Science Fiction-ში 1942 წელს. [1]. უშუალოდ ტერაფორმირების კონცეპტის ჩამოყალიბება კი უსწრებს ამ ნაშრომს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პლანეტის გარემო შეიძლება შეგნებულად შეიცვალოს, რთულია ვთქვათ რომ ის იქნება დედამიწასთან აბსოლუტურად მიმსგავსებული. მარსი ითვლება ამ თეორიის ყველაზე ხელსაყრელ კანდიდატად. ბევრი კვლევა არსებობს პლანეტის დათბობისა და მისი ატმოსფეროს შეცვლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, NASA- მ ამ თემაზე დებატებსაც კი უმასპინძლა. მარსის კლიმატის შეცვლის რამდენიმე პოტენციური მეთოდი დღესაც კი შეიძლება განხორციელდეს კაცობრიობის ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ამჟამად ამისათვის საჭირო ეკონომიკური რესურსების შეგროვება ყველაზე რთულ პრობლემას წარმოადგენს. ეს დაკავშირებულია უარმაარ ეკონომიკურ რესურსებთან, რომლის გამოყოფაც რთულად წარმოსადგენია რომელიმე სახელმწიფო მთავრობისგან თუ საზოგადოებისგან. ასევე, ტეროფორმირების პრაქტიკულობა და საჭიროება დიდი ხნის დავის საგანია. სხვა უპასუხო კითხვები დაკავშირებულია ისეთ ცნებებთან, როგორებიცაა: ეთიკის, ლოჯისტიკის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ექსტრავერტული სამყაროს გარემოს შეცვლის მეთოდოლოგიები.

ასპექტები და განმარტებები

რედაქტირება

1985 წელს, მარტინ ჯ. ფოგმა დაიწყო სტატიების გამოქვეყნება ტერასფორმაციის შესახებ. იგი ასევე მუშაობდა რედაქტორად ბრიტანული ინტერპლანეტარული საზოგადოების ჟურნალისთვის 1992 წელს. თავის წიგნში - ტერაფორმირება, საინჟინრო პლანეტარული გარემო (1995), ფოგმა ტერაფორმირების სხვადასხვა ასპექტების შესახებ შემდეგი განმარტებები გააკეთა: [2]

პლანეტარული ინჟინერია : ტექნოლოგიის გამოყენება პლანეტის გლობალურ თვისებებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გეოინჟინერია : პლანეტარული ინჟინერია, რომელიც მხოლოდ დედამიწაზე ვრცელდება. მასში შედის მხოლოდ ის მაკროინჟინერიული კონცეფციები, რომლებიც ეხება ზოგიერთი გლობალური პარამეტრის შეცვლას. ისეთების როგორებიცაა სათბურის ეფექტი, ატმოსფერული შემადგენლობა, იზოლაცია ან ზემოქმედების ნაკადი.

ტერაფორმირება: პლანეტარული ინჟინერიის პროცესი, რომელიც მიმართულია ექსტრავერტული პლანეტარული გარემოს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს სიცოცხლეს, იმ ფორმებში, როგორიც ცნობილია დედამიწისათვის. ტერორფორმირების საბოლოო მიზანია ღია პლანეტარული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ასახავს დედამიწის ბიოსფეროს ყველა ფუნქციას. იმ ფუნქციებს, რომელიც ადამიანის სრულყოფილი ცხოვრებისთვის ვარგისი იქნება.

ფოგმა ასევე შეიმუშავა კანდიდატი პლანეტის ტიპების შესაძლო ვარიანტები: [3]

Habitat Planet (HP): დედამიწის მსგავსი სამყარო, რომელიც ადამიანისთვის კომფორტული და თავისუფალი იქნება საცხოვრებლად.

Biocompatible Planet (BP): პლანეტა, რომელიც ფლობს სიცოცხლისათვის საჭირო ფიზიკურ პარამეტრებს მის ზედაპირზე აღმოცენების/გახარების მიზნით. თუ იგი უსიცოცხლოა, მაშინ ამგვარ სამყარო შეიძლება გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი სირთულის ბიოსფეროს ერთგვარ სახლად, ტერაფორმირების გარეშე.

Easily Terraformable Planet (ETP): პლანეტა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ბიო-თავსებადი ან საციცოცხლოდ შესაძლებელი ალტერნატივა.ამ ყველაფრის შენარჩუნება კი შესაძლებელი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პლანეტარული ინჟინერიის დახმარებით.

ფოგის აზრით, მარსი ადრე მართლაც იყო ბიოლოგიურად თავსებადი პლანეტა, მაგრამ ამჟამად იგი არ შედის ამ სამი კატეგორიიდან არცერთში, რადგან მისი ტერაფორმირება შესაძლებელია მხოლოდ ძალიან დიდი სირთულეების დაძლევის გზით.[4]

საცხოვრებლად აუცილებელი საჭიროებები

რედაქტირება

სიცოცხლისთვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნილება არის ენერგიის წყარო, მაგრამ პლანეტარული დასახლების ცნება გულისხმობს, რომ მრავალი სხვა გეოფიზიკური, გეოქიმიური და ასტროფიზიკური კრიტერიუმი უნდა შესრულდეს მანამ, სანამ კოსმოსური სხეული სიცოცხლისთვის შესაბამისი გახდება. მსგავსი კვლევები და თეორიები პლანეტარული მეცნიერებისა და ასტრობიოლოგიის განვითარებადი დისციპლინის კომპონენტებია.

ასტრობიოლოგიის საგზაო რუკაში, NASA- მ განსაზღვრა საცხოვრებლად აუცილებელი ძირითადი კრიტერიუმები. მატი აზრით, მნიშვნელოვანია არსებობდეს "თხევადი წყლის დიდი რეგიონები, რთული ორგანული მოლეკულების შეკრებისთვის ხელსაყრელი პირობები და მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად აუცილებელი ენერგიის წყაროები". [5]

საწყისი ეტაპები

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც პირობები შესაბამისი იქნებაცხოვრებისთვის, შესაძლებელია დაიწყოს მიკრობული ორგანიზმების ერთი სახეობის იმპორტირება.[2] შემდგომ ეტაპზე,როცა პირობები დაუახლოვდება დედამიწისას, შესაძლებელია მცენარების გახარებაც. ეს დააჩქარებს ჟანგბადის გამომუშავებას, რაც თეორიულად, პლანეტას საბოლოოდ გახდის საცხოვრებლად ვარგისს ცხოველებისა და ადამიანებისათვის.

შესაძლო ვარაინტები

რედაქტირება
 
მხატვრის კონცეფცია ტეროფორმირებული მარსის შესახებ

მრავალი მეცნიერის აზრით, მარსი მზის სისტემაში დედამიწის ყველაზე მსგავსი პლანეტაა. [6] [7] ფიქრობენ, რომ მარსს ადრეულ ისტორიაში დედამიწის მსგავსი გარემო ჰქონდა, უფრო სქელი ატმოსფეროთი და უხვი წყლით, რომელიც დაიკარგა ასობით მილიონი წლის განმავლობაში. [8]

წყლის ამგვარი დაკარგვის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ ამოუცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, სამი არსებობს სამი ვერსია: პირველი, ზედაპირულ წყალში არსებული, ნახშირორჟანგი (CO2) რეაგირებს ქანებთან, რათა შექმნან კარბონატები, რითაც პლანეტალურ ზედაპირთან აკავშირებს. დედამიწაზე, ეს პროცესი წინააღმდეგობრივად მოქმედებს, როდესაც ფილების ტექტონიკა იწყებს მუსობას ვულკანური ამოფრქვევების შესაქმნელად, რაც ნახშირორჟანგს ატმოსფეროში აბრუნებს. მარსზე, ასეთი ტექტონიკური მოქმედებების ნაკლებობა მოქმედებს ნალექებში ჩაკეტილი გაზების გადამუშავების თავიდან ასაცილებლად. [9]

მეორე, მარსს გარშემო არსებულმა მაგნიტოსფეროს ნაკლებობამ შესაძლოა მზიურ ქარს საშუალებას მისცეს თანდათანობით გამოფიტოს ატმოსფერო. [9] კონვექცია მარსის ბირთვში, რომელიც ძირითადად რკინისგან შედგება, [10] როგორც წესი ქმნის მაგნიტურ ველს . თუმცა დინამოს თეორიის თანახმად, მან დიდი ხანია შეწყვიტა ფუნქციონირება და მარსის მაგნიტური ველი მეტწილად გაქრა. [11] მარსს კვლავ აქვს შეზღუდული მაგნიტოსფერო, რომელიც მოიცავს მისი ზედაპირის დაახლოებით 40% -ს. იმის ნაცვლად, რომ დაფაროს ატმოსფერო მზიური ქარისგან, მარსის მაგნიტურ ველს უფრო პატარა, ქოლგის ფორმის ველების წარმოქმნა ახასიათებს, რომლებიც ძირითადად, ერთად გროვდება პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში. [12]

და ბოლოს, დაახლოებით სადღაც 4.1 - 3.8 მილიარდი წლის წინათ, მთვარის კატაკლიზმის დროს ასტეროიდულმა ზემოქმედებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მზის სისტემაში, ობიექტების ზედაპირულ გარემოზე. მარსის დაბალი გრავიტაცია მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ზემოქმედებამ, რომელსაც მთვარის კატაკლიზმას ან გვიანი მძიმე დაბომბვა ეწოდა შესაძლოა გამოეტანა მარსის ატმოსფეროს დიდი ნაწილი ღრმა კოსმოსში.

 
მხატვრის კონცეფცია ტერფორმირებული ვენერას შესახებ

ვენერას განვითარება მოითხოვს ორ უმთავრეს ცვლილებას: ნახშირორჟანგის მკვრივი (9MPa) ატმოსფეროs მეტწილად ამოღება და პლანეტის ზედაპირის ტემპერატურის დაწევა 450 გრადუსიდან რაც შეიძლება დაბლა, დედამიწის ტემპერატურასთან მიახლოებით. [13] [14] ეს მიზეზები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან თვლიან, რომ ვენერას ასეთი მაღალი ტემპერატურა გამოწვეულია მისი მკვრივი ატმოსფეროთი გამოწვეული სათბურის ეფექტით. ატმოსფერული ნახშირბადის იზოლირებამ, შესაძლოა, ტემპერატურის პრობლემაც მოაგვაროს.

 
მხატვრის კონცეფცია ტერაფორმირებული მთვარე (წინა პლანზე) და მერკური (პლანეტა).

დედამიწის მთვარეზე, გრავიტაციის დონე ზედმეტად დაბალია იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ატმოსფერო ხანგრძლივ დროში. თუ ექნებოდა მას ატმოსფერო, ის ამ მას შეინარჩუნებას შეძლებდა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მეტხანს. ლენდისმა [15] და სხვა მეცნიერებმა [16] [17] ამრიგად განაცხადეს, რომ შესაძლებელია მთვარის ტერაფორმირების განხორციელება, თუმცა ყველა მეცნიერი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. [18] ლენდისის შეფასებით, მთვარეზე სუფთა ჟანგბადის 1 PSI რაოდენობის შესაქმნელად საჭირო იქნება ორასი ტრილიონი ტონა ჟანგბადი. ალტერნატიულად, ის გვთავაზობს, "ორმოცდაათი ათასამდე წყლით სავსე კომეტას". მისი აზრით ეს ყველაფერი შესაძლებელია "თუ ვივარაუდებთ, რომ წყალი არ გაიფანტება კომეტის მთვარეზე შეჯახებისას." მეცნიერ ბენფორდის გამოთვლით, იმისათვის რომ მთვარის გაწყლოვანება მოხდეს საჭიროა დაახლოებით 100 ამგვარი კომეტა.

დედამიწა

რედაქტირება

ცოტა ხნის წინ გამოითქვა მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილების შედეგების გამო, შესაძლოა შეიქმნას ინტერვენციონისტული პროგრამა დედამიწისათვის მის ჩვეულ და უფრო კეთილთვისებიან კლიმატურ პარამეტრებში დაბრუნების მიზნით. ამის მისაღწევად, მრავალი იდეა იქნა შემოთავაზებული, როგორიცაა მზის სხივების მართვა, გეოინჟინერირების მეთოდების გამოყენებით ნახშირორჟანგის რეგულირება და სხვა[19] [20]

მზის სისტემის სხვა სხეულები

რედაქტირება

ტერაფორმირების სხვა შესაძლო კანდიდატებს (შესაძლოა მხოლოდ ნაწილობრივი ტერაფორმირებისთვის) მიეკუთვნება სატურნის მთვარე ტიტანი , კალისტო, განიმედე, ევროპა, მერკური, სატურნის მთვარე ენცელადი და ჯუჯა პლანეტა ცერერა .

პრობლემები

რედაქტირება

ეთიკური პრობლემები

რედაქტირება

ბიოლოგიასა და ეკოლოგიაში ფილოსოფიური კამათია წარმოშობილი იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს სხვა სამყაროს შექმნა ეთიკურ ძალისხმევას. კოსმოცენტრული ეთიკის თვალსაზრისით, ეს გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას არსებული პლანეტარული ეკოლოგიების შინაგანი მნიშვნელობის წინააღმდეგ. [21]

ეკონომიკური პრობლემები

რედაქტირება

ისეთი პროექტების საწყისი ღირებულება, როგორიცაა პლანეტარული ტერორფორმირება, გარანტირებულად დიდია და ამგვარი წარმოების ინფრასტრუქტურა საჭიროებს ნულიდან აშენებას. ასეთი ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჯონ ჰიკმანმა აღნიშნა, რომ ტერორფორმირების თითქმის არცერთი სქემა არ მოიცავს ეკონომიკურ სტრატეგიებს და მათი მოდელების უმეტესობა მეტად ოპტიმისტურად გამოიყურება.

პოლიტიკური პრობლემები

რედაქტირება

ეროვნული სიამაყე, ერებს შორის მეტოქეობა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკური წარსული არის კოსმოსური პროექტების ფორმირების მთავარი მოტივები. [22] [23] მიზანშეწონილია ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტორები ასევე იქნება გამოყენებული პლანეტარული ტეროფორმირების მცდელობებში.

ტერაფორმირება პოპ კულტურაში

რედაქტირება

ტერაფორმირება არის ფართოდ გამოყენებული საერთო კონცეფცია სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურაში, ფილმებში, ტელევიზიებსა თუ ნოველებში, ასევე უამრავ ვიდეო თამაშში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (1976) On the Habitability of Mars: An Approach to Planetary Ecosynthesis. 
  • Solar wind ripping chunks off Mars. Cosmos (25 November 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2009-06-18
  • Dalrymple, G. Brent (2004). Ancient Earth, ancient skies: the age of Earth and its cosmic surroundings. Stanford University Press. ISBN 0-8047-4933-7
  • Faure, Gunter & Mensing, Teresa M. (2007). Introduction to planetary science: the geological perspective. Springer. ISBN 1-4020-5233-2.
  • Fogg, Martyn J. (1995). Terraforming: Engineering Planetary Environments. SAE International, Warrendale, PA. ISBN 1-56091-609-5. 
  • Fogg, Martyn J. (1996). „A Planet Dweller's Dream“, Islands in the Sky. Wiley, გვ. 143–67. 
  • Fogg, Martyn J. (1998). „Terraforming Mars: A Review of Current Research“ (PDF). Advances in Space Research. Committee on Space Research. 2 (3): 415–420. Bibcode:1998AdSpR..22..415F. doi:10.1016/S0273-1177(98)00166-5.
  • Fogg, Martyn J. (2000). The Ethical Dimensions of Space Settlement (PDF format). Space Policy, 16, 205–211. Also presented (1999) at the 50th International Astronautical Congress, Amsterdam (IAA-99-IAA.7.1.07).
  • Forget, François; Costard, François & Lognonné, Philippe (2007). Planet Mars: Story of Another World. Springer. ISBN 0-387-48925-8.
  • Kargel, Jeffrey Stuart (2004). Mars: a warmer, wetter planet. Springer. ISBN 1-85233-568-8.
  • Knoll, Andrew H. (2008). „Cyanobacteria and earth history“, The cyanobacteria: molecular biology, genomics, and evolution. Horizon Scientific Press, გვ. 1–20. ISBN 978-1-904455-15-8. 
  • MacNiven, D. (1995). „Environmental Ethics and Planetary Engineering“. Journal of the British Interplanetary Society. 48: 441–44.
  • McKay Christopher P. & Haynes, Robert H. (1997). "Implanting Life on Mars as a Long Term Goal for Mars Exploration", in The Case for Mars IV: Considerations for Sending Humans, ed. Thomas R. Meyer (San Diego, California: American Astronautical Society/Univelt), Pp. 209–15.
  • Read, Peter L.; Lewis, Stephen R. (2004). The Martian climate revisited: atmosphere and environment of a desert planet. Springer. ISBN 3-540-40743-X.
  • Sagan, Carl & Druyan, Ann (1997). Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space. Ballantine Books. ISBN 0-345-37659-5.
  • Schubert, Gerald; Turcotte, Donald L.; Olson, Peter. (2001). Mantle convection in the Earth and planets. Cambridge University Press. ISBN 0-521-79836-1.
  • Taylor, Richard L. S. (1992). "Paraterraforming – The world house concept". Journal of the British Interplanetary Society, vol. 45, no. 8, pp. 341–352. ISSN 0007-084X. Bibcode1992JBIS...45..341T.
  • Thompson, J. M. T. (2001). Visions of the future: astronomy and Earth science. Cambridge University Press. ISBN 0-521-80537-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Science Fiction Citations: terraforming. ციტირების თარიღი: 2006-06-16.
  2. 2.0 2.1 Fogg, Martyn J. (1995). Terraforming: Engineering Planetary Environments. SAE International, Warrendale, PA.. 
  3. Fogg, 1996
  4. 1960–, Fogg, Martyn J. (1995). Terraforming : engineering planetary environments. Society of Automotive Engineers. ISBN 1560916095. OCLC 32348444. 
  5. Goal 1: Understand the nature and distribution of habitable environments in the Universe. Astrobiology: Roadmap. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-17. ციტირების თარიღი: 2007-08-11.
  6. Read and Lewis 2004, p.16
  7. Kargel 2004, pp. 185–6.
  8. Kargel 2004, 99ff
  9. 9.0 9.1 Forget, Costard & Lognonné 2007, pp. 80–2.
  10. „APS X-rays reveal secrets of Mars' core“.
  11. Schubert, Turcotte & Olson 2001, p. 692
  12. Solar Wind, 2008
  13. Fogg, M. J. (1987). „The terraforming of Venus“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  14. Landis, Geoffrey (2011) „Terraforming Venus: A Challenging Project for Future Colonization“, AIAA SPACE 2011 Conference & Exposition. DOI:10.2514/6.2011-7215. ISBN 978-1-60086-953-2. 
  15. Landis, Geoffrey (1990) "Air Pollution on the Moon," Analog, June.
  16. Benford, Greg (2014) "How to Terraform the Moon", Slate, July 14. Retrieved 30 January 2017
  17. Williams, Matt (2016) "How Do We Terraform the Moon", Universe Today, 31 March. Retrieved 30 January 2017
  18. Dorminey, Bruce (2016) "Why The Moon Should Never Be Terraformed", Forbes, July 27. Retrieved 30 January 2017
  19. Solé, Ricard V.; Montañez, Raúl; Duran-Nebreda, Salva (18 July 2015). „Synthetic circuit designs for earth terraformation“. Biology Direct. 10 (1): 37. arXiv:1503.05043. Bibcode:2015arXiv150305043S. doi:10.1186/s13062-015-0064-7. PMC 4506446. PMID 26187273.
  20. Solé, Ricard V.; Montañez, Raúl; Duran-Nebreda, Salva (4 July 2018). „Population dynamics of synthetic terraformation motifs“. Royal Society Open Science. 5 (7): 180121. Bibcode:2018RSOS....580121S. doi:10.1098/rsos.180121. PMC 6083676. PMID 30109068.
  21. MacNiven 1995
  22. „China's Moon Quest Has U.S. Lawmakers Seeking New Space Race“. ციტირების თარიღი: 2006-04-28.
  23. Thompson 2001 p. 108
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტერაფორმირება“-დან