განიმედე (თანამგზავრი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განიმედე.

განიმედე (ძვ. ბერძნ. Γανυμήδης), იუპიტერ III (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის გალილეისეულ თანამგზავრთა ჯგუფში. იგი იუპიტერის სინქრონულად მბრუნავი რეგულარული თანამგზავრია.

განიმედე
ეპონიმი განიმედე (ძვ. ბერძნ. Γανυμήδης)
სხვა სახელები იუპიტერ III
აღმოჩენა
აღმომჩენი გალილეო გალილეი,
ზიმონ მარიუსი
აღმოჩენის თარიღი 7 იანვარი, 1610
ორბიტალური მახასიათებლები
პერიაფსიდა 1069200 კმ
აპოაფსიდა 1071600 კმ
ორბიტის საშუალო რადიუსი (r) 1070400 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.0013
გარშემოვლის
სიდერული პერიოდი
7.15455296 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 10.880 კმ/წმ
დახრილობა (i) 0.20° (იუპიტერის ეკვატორთან)
2.214° (ეკლიპტიკის მიმართ)
ვისი თანამგზავრია იუპიტერი
(გალილეისეული)
ფიზიკური მახასიათებლები
საშუალო რადიუსი 2634.1±0.3 კმ
მოცულობა (V) 7.66×1010 კმ³
მასა (m) 1.4819×1023 კგ
საშუალო სიმკვრივე () 1.936 გ/სმ³
თავისუფალი
ვარდნის აჩქარება
ეკვატორზე (g)
1.428 მ/წმ²
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 2.741 კმ/წმ
ბრუნვის პერიოდი (T) სინქრონული
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () 268.20°
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 64.57°
ალბედო 0.43±0.02
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 4,61
კუთხური დიამეტრი 1.2-1.8 არქწამი
ტემპერატურა
 
მინ. საშ. მაქს.
ზედაპირის ტემპერატურა
70 K 110 K 152 K
ატმოსფერო
ატმოსფერული წნევა 0.2-1.2 მკპა (1.97×10−12-1.18×10−11 ატმ.)
შემადგენლობა ძირითადად ჟანგბადი
განიმედე ვიკისაწყობში

აღმოჩენა

რედაქტირება

განიმედე აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წლის 7 იანვარს, ისტორიაში მის მიერ შექმნილი პირველი ტელესკოპის გამოყენებით. ამ დღეს გალილეომ იუპიტერის მახლობლად 3 „ვარსკვლავი“ დაინახა: განიმედე, კალისტო და „ვარსკვლავი“, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ორი თანამგზავრი — ევროპა და იო (მხოლოდ მეორე ღამეს მათ შორის კუთხური მანძილი საკმარისად გაიზარდა ცალკეული დაკვირვებისთვის). 15 იანვარს გალილეომ დაასკვნა, რომ ყველა ეს ობიექტი სინამდვილეში იყო ციური სხეულები, რომლებიც მოძრაობდნენ იუპიტერის გარშემო ორბიტაზე.[1][2][3] მის მიერ აღმოჩენილ ოთხ თანამგზავრს გალილეომ უწოდა „მედიჩის პლანეტები“ და მიანიჭა მათ სერიული ნომრები.[4]

ფრანგმა ასტრონომმა ნიკოლა-კლოდ ფაბრი დე პეირესკმა შესთავაზა თანამგზავრებს მიენიჭათ ცალკეული სახელები მედიჩის ოჯახის ოთხი წევრის სახელების მიხედვით, მაგრამ მისი წინადადება არ მიიღეს.[4] თანამგზავრის აღმოჩენაზე აცხადებდა ასევე გერმანელი ასტრონომი ზიმონ მარიუსი, რომელმაც დააკვირდა განიმედს 1609 წელს, მაგრამ ამის შესახებ მონაცემები დროულად არ გამოაქვეყნა.[5][6] მარიუსი ცდილობდა დაერქვა თანამგზავრებს „სატურნი იუპიტერი“, „იუპიტერი იუპიტერი“ (ეს იყო განიმედე), „ვენერა იუპიტერი“ და „მერკური იუპიტერი“, რომლებმაც ასევე არ მოიპოვეს პოპულარობა. 1614 წელს მან, იოჰანეს კეპლერის შემდეგ, შესთავაზა მათ ახალი სახელები ზევსთან დაახლოებული პირების (მათ შორის განიმედის) სახელების შემდეგ.[4][5]

თუმცა, სახელი „განიმედე“, ისევე როგორც მარიუსის მიერ შემოთავაზებული სახელები სხვა გალილეის თანამგზავრებისთვის, პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა XX საუკუნის შუა ხანებამდე, როდესაც იგი გახდა გავრცელებული. ადრინდელი ასტრონომიული ლიტერატურის უმეტესობაში განიმედე დასახელებულია (გალილეოს მიერ შემოღებულ სისტემაში) როგორც იუპიტერ III ან „იუპიტერის მესამე თანმგზავრი“. სატურნის თანამგზავრების აღმოჩენის შემდეგ, კეპლერისა და მარიუსის წინადადებებზე დაფუძნებული სახელწოდების სისტემა საფუძვლად ჩაეყარა იუპიტერის თანამგზავრების სახელდებას.[4] განიმედე, არის იუპიტერის ერთადერთი თანამგზავრი, რომელიც ატარებს მამრობითი პერსონაჟის განიმედეს სახელს ბერძნული მითოლოგიიდან — არაერთი ავტორის ცნობით, ის (როგორც იო, ევროპე და კალისტო) იყო ზევსის საყვარელი.

ჩინური ასტრონომიული ჩანაწერების მიხედვით ძვ. წ. 365 წელს გან დემ შეუიარაღებელი თვალით შენიშნა იუპიტერის თანამგზავრი (სავარაუდოდ ეს იყო განიმედე).[7][8]

 
ანიმაციაზე ნაჩვენებია იოს ლაპლასი რეზონანსი ევროპასთან და განიმედესთან ერთად.

განიმედე იუპიტერიდან 1.0704 მლნ კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რაც მას მესამე ყველაზე შორეულ გალილეისეულ თანამგზავრად აქცევს.[9] იუპიტერის გარშემო ერთი სრულ შემოვლას შვიდი დღე და სამი საათი სჭირდება. როგორც ყველაზე ცნობილი თანამგზავრები, განიმედეს ბრუნვა სინქრონირებულია მის ორბიტასთან იუპიტერის გარშემო და ის ყოველთვის ერთი და იგივე მხარისკენ არის მიმართული პლანეტისკენ.[10] მის ორბიტას აქვს მცირე დახრა იუპიტერის ეკვატორთან და ექსცენტრიულობასთან, რაც კვაზი-პერიოდულად იცვლება მზისა და პლანეტების მხრიდან შეშფოთების შედეგად. მისი ექსცენტრიულობა მერყეობს 0.0009-0.0022, დახრილობა კი 0.05°-0.32° დიაპაზონში.[11] ეს ორბიტალური რხევები იწვევს ბრუნვის ღერძის დახრილობას 0-დან 0.33°-მდე.[12]/

განიმედე ორბიტალურ რეზონანსშია ევროპასა და იოსთან: განიმედის ყოველი სრული ბრუნი პლანეტის გარშემო, შეესაბამება ევროპის ორ და იოს ოთხ შემობრუნებას.[11][13] იოსა და ევროპას შორის მაქსიმალური დაახლოება ხდება მაშინ, როდესაც იო პერიცენტრშია, ხოლო ევროპა — აპოცენტრში. ევროპა უახლოვდება განიმედეს, მის პერიცენტრის დროს.[11] ამრიგად, სამივე თანამგზავრის ერთ ხაზზე განლაგება შეუძლებელია. ამ რეზონანსს ეწოდება ლაპლასის რეზონანსი.[14]

თანამედროვე ლაპლასის რეზონანსი ვერ გაზრდის განიმედეს ორბიტის ექსცენტრიულობას.[14] ექსცენტრიულობის ამჟამინდელი მნიშვნელობა არის დაახლოებით 0.0013, რაც შეიძლება იყოს მისი გაზრდის შედეგი წარსულ ეპოქაში რეზონანსის გამო.[13] მაგრამ თუ ის ამჟამად არ იზრდება, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ მივიდა ნულამდე განიმედის წიაღში ენერგიის მოქცევის გაფანტვის გამო.[14] შესაძლოა, ექსცენტრიულობის ბოლო ზრდა ახლახან მოხდა — რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ.[14] ვინაიდან განიმედეს ორბიტის ექსცენტრიულობა შედარებით დაბალია (საშუალოდ 0.0015),[13] ამ თანამგზავრის მოქცევის გათბობა ამჟამად უმნიშვნელოა.[14] თუმცა, წარსულში განიმედს შესაძლოა ერთხელ ან მეტჯერ გაევლო ლაპლასის მსგავსი რეზონანსი, რომელსაც შეეძლო ორბიტალური ექსცენტრისიტეტის გაზრდა 0.01-0.02 მნიშვნელობებამდე. ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია განიმედის ინტერიერის მნიშვნელოვანი მოქცევის გათბობა, რასაც შეიძლება გამოეწვია ტექტონიკური აქტივობა, რომელმაც შექმნა უსწორმასწორო ლანდშაფტი.[15][14]

იოს, ევროპასა და განიმედის ლაპლასის რეზონანსის წარმოშობის ორი ჰიპოთეზა არსებობს: რომ ის არსებობდა მზის სისტემის გამოჩენის დღიდან[16] ან რომ მოგვიანებით გაჩნდა. მეორე შემთხვევაში, მოვლენების შემდეგი განვითარება სავარაუდოა: იომ აამაღლა იუპიტერზე მოქცევა, რამაც განაპირობა მისი დაშორება მანამ, სანამ ევროპასთან 2:1 რეზონანსში არ შედიოდა; ამის შემდეგ იოს ორბიტის რადიუსი იზრდებოდა, მაგრამ კუთხური იმპულსის ნაწილი გადავიდა ევროპაზე და ისიც დაშორდა იუპიტერს; პროცესი გაგრძელდა მანამ, სანამ ევროპა არ შევიდა 2:1 რეზონანსში განიმედთან.[14] საბოლოო ჯამში, ამ სამი თანამგზავრის ორბიტალურმა რადიუსებმა მიაღწიეს ლაპლასის რეზონანსის შესაბამის მნიშვნელობებს.[14]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

განიმედე არის ყველაზე დიდი და მასიური თანამგზავრი მზის სისტემაში. მისი დიამეტრი (5268 კმ) შეადგენს დედამიწის დიამეტრის 41%-ს, 2%-ით აღემატება სატურნის თნამგზავრ ტიტანს, 8%-ით მეტია მერკურის დიამეტრზე, 9%-ით მეტი კალისტოზე, 45%-ით დიდი იოზე და 51%-ით დიდი მთვარეზე. მისი მასა 10%-ით მეტია ტიტანზე, 38%-ით მეტია კალისტოზე, 66%-ით მეტი იოზე და 2.02-ჯერ აღემატება მთვარის მასას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Galilei, Galileo; translated by Edward Carlos. (March 1610) Sidereus Nuncius. University of Oklahoma History of Science. ციტირების თარიღი: January 13, 2010
  2. Wright, Ernie. Galileo's First Observations of Jupiter. University of Oklahoma History of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2010-01-13.
  3. In Depth | Ganymede. ციტირების თარიღი: June 16, 2021
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Satellites of Jupiter. The Galileo Project. ციტირების თარიღი: November 24, 2007
  5. 5.0 5.1 Ганимед – Самый большой спутник. Космос и Вселенная. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2010-09-01.
  6. Discovery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-20. ციტირების თარიღი: 2007-11-24.
  7. Astronomical content of American Plains Indian winter counts. ციტირების თარიღი: 2011-08-16
  8. Ancient Astronomy in Modern China. ციტირების თარიღი: 2011-08-16
  9. Jupiter's Moons. The Planetary Society.
  10. Miller, Ron; Hartmann, William K. (May 2005) The Grand Tour: A Traveler's Guide to the Solar System, 3rd, Thailand: Workman Publishing, გვ. 108–114. ISBN 978-0-7611-3547-0. 
  11. 11.0 11.1 11.2 Musotto, Susanna; Varadi, Ferenc; Moore, William; Schubert, Gerald (2002). „Numerical Simulations of the Orbits of the Galilean Satellites“. Icarus. 159 (2): 500–504. Bibcode:2002Icar..159..500M. doi:10.1006/icar.2002.6939.
  12. Bills, Bruce G. (2005). „Free and forced obliquities of the Galilean satellites of Jupiter“. Icarus. 175 (1): 233–247. Bibcode:2005Icar..175..233B. doi:10.1016/j.icarus.2004.10.028. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 27, 2020. ციტირების თარიღი: July 13, 2019.
  13. 13.0 13.1 13.2 High Tide on Europa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-24. ციტირების თარიღი: 2007-12-07.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 Showman, Adam P.; Malhotra, Renu (1997). „Tidal Evolution into the Laplace Resonance and the Resurfacing of Ganymede“ (PDF). Icarus. 127 (1): 93–111. Bibcode:1997Icar..127...93S. doi:10.1006/icar.1996.5669. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — May 14, 2011. ციტირების თარიღი: January 22, 2008.
  15. Showman, Adam P.; Malhotra, Renu (October 1, 1999). „The Galilean Satellites“ (PDF). Science. 286 (5437): 77–84. doi:10.1126/science.286.5437.77. PMID 10506564. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — May 14, 2011. ციტირების თარიღი: January 17, 2008.
  16. Peale, S.J.; Lee, Man Hoi (2002). „A Primordial Origin of the Laplace Relation Among the Galilean Satellites“. Science. 298 (5593): 593–597. arXiv:astro-ph/0210589. Bibcode:2002Sci...298..593P. doi:10.1126/science.1076557. PMID 12386333. S2CID 18590436.