განიმედე (მითოლოგია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განიმედე.

განიმედე (ძვ. ბერძნ. Γανυμήδης) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის მეფისწული, მოკვდავთა შორის უმშვენიერესი. ზევსის უსაყვარლესი ჭაბუკი, რომელიც ღმერთებმა მოიტაცეს და ოლიმპზე მერიქიფედ წაიღვანეს. გვიანდელი ვერსიით განიმედე ზევსმა მოატაცებინა არწივს (ანდა თვითონ გადაიქცა არწივად), სამაგიეროდ ტროას წყვილი ღვთაებრივი ცხენი უბოძა. ხელოვნებაში გამოსახული ნაზი, მშვენიერი ჭაბუკის სახით ზევსთან ან არწივთა ერთად. განიმედეს მოტაცება სიუჟეტად გამოიყენეს მოქანდაკეებმა ლეოქარემ, თორვალდსენმა; მხატვრებმა — კორეჯომ, რუბენსმა, რემბრანტმა; ცნობილია გოეთეს ლექსი განიმედეს შესახებ.

განიმედეს მოტაცება, რუბენსი

ლიტერატურა

რედაქტირება