ტაშისკარი
ტაშისკარი — ისტორიული სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 10 კმ. სოფელში დგას ჩიკორის ეკლესია და ტაუსას ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ტაშისკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვიშხეთი |
კოორდინატები | 41°57′04″ ჩ. გ. 43°30′21″ ა. გ. / 41.95111° ჩ. გ. 43.50583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 360[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % ოსები 1,1 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1609 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა ტაშისკარის ბრძოლა. ქართველთა ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით გაანადგურა ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარი. ტაშისკარი ფეოდალურ ხანაში შედიოდა ქართლის აბაშიძეების სათავადოში. აბაშიძეებს ტაშისკარში მოწყობილი ჰქონდათ საბაჟო, რომელშიც გაივლიდა ოსმალეთის იმპერიასთან სავაჭო გზით მიმავალი ან მომავალი საქონელი. საბაჟოსთან აგებული იყო კოშკი. ბაჟს განსაზღვრავდნენ ქართლის მეფე და აბაშიძეები. XVIII საუკუნბის შუა წლებში აბაშიძეებმა ტაშისკარის საბაჟოს გამგებლობა ბეჟან ნახუცრიშვილს ჩააბარეს.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 360 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 501 | 254 | 247 |
2014[1] | 360 | 177 | 183 |
ღირსშესანიშნავი მოვლენა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 609.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ სოსელია ო., ტაშის კარის ბაჟის ნუსხა // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 57-59.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II