ჩიკორის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რკინიგზის მარჯვენა მხარეს, ძველ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ჩიკორის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (7 X 4,9 მ), ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვის კვადრებით და აგურით. სამხრეთით თაღოვანი შესასვლელია, აღმოსავლეთით კი ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სარკმელი მოგვიანებით გაუფართოვებიათ და ამჟამად თანამედროვე აგურით ნაწყობი შეისრული თაღითაა დასრულებული. სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის მარცხენა მხარეს შემორჩენილია წყობაში ჩასმული პატარა ქვევრის ნაწილი, ხოლო ფრონტონზე - ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17631