ტაუსას ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სამხრეთ-დასავლეთით, აკვანას სერის ძირში, სასაფლაოზე. აგებულია 1897 წელს, აქ ადრე არსებული სამნავიანი ეკლესიის (შემორჩენილია უმნიშვნელო ფრაგმენტები) ადგილზე. დაზიანებულია.

ეკლესია დარბაზულია (11 X 6,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და უხეშად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით. სამხრეთით შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა შესასვლელია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელი. ორი ასეთივე სარკმელი სამხრეთის, ხოლო თითო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშია. აფსიდში სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი და არდაბაგი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის სარკმლის წინ სატრაპეზო ქვა დგას. აღმოსავლეთ ფასადზე ფრონტონში ქვიშაქვის კვადრზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი და ეკლესიის აგების თარიღი. სამხრეთის შესასვლელი ორლილვიან თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული, კარის არქიტრავზე გამოსახული ჯვრის მარცხნივ ამოკვეთილია ეკლესიის აგების თარიღი, ხოლო მარჯვნივ გამოსახულია ხელის გაშლილი მტევანი. ქვიშაქვის ლავგარდნის ქვები ჩამოღებულია და ეკლესიაში დევს. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7653