ტარიელ სუარი (დ. 20 იანვარი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი კლასიკური გიტარისტი, ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი[1], უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი.

ტარიელ სუარი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1976 (1976-01-20) (48 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
წარმოშობა ქართველი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი კლასიკური გიტარა
აქტიური 1990–დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტარიელ სუარი დაიბადა გიტარისტის, მოკრივის და მოჭადრაკის, ონისიმე სუარი ხოსროშვილის და ბანკის სამმართველოს უფროსის მზია ასლამაზაშვილის ოჯახში. ტარიელ სუარი გიტარით დაინტერესდა 2000 წელს, ფილმის „გზაჯვარედინი“-ს ნახვის შემდეგ. რომლის მთავარი პერსონაჟი რალფ მაჩიოს ამ საკრავზე პაგანინის კაპრიჩიოს ასრულებდა. ტარიელ სუარმა მეორე დღესვე შეიძინა გიტარა, შეისწავლა სანოტო სისტემა და იმავე დღეს ჯულიანის მესამე ეტიუდს დაეუფლა. ტარიელ სუარის პირველი პედაგოგი იყო სერგო ფარაჯანოვის მეგობარი, მუსიკის ფილოსოფოსი ალექსანდრე გალუსტოვ-ზუბალაშვილი. 2001 წელს ტარიელ სუარმა გამართა პირველი სოლო კონცერტი, რომელიც გააშუქა ტელეკომპანია „კავკასიამ“. სადაც იგი ასრულებდა ჰენდელის „სონატას“, ბახის „ ალემანდას“.

რამდენიმე გამოსვლის შემდეგ ტარიელ სუარის პედაგოგი გახდა ცნობილი ქართველი მგალობლი და გუნდის დირიჟორი ნაირა ნაჩხატაშვილი. 2001 წელს, ტარიელ სუარი აგრძელებდა საკონცერტო მოღვაწეობას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მასშტაბით და სხვადასხვა სახალხო არტისტთან ერთად მართავდა გალა კონცერტებს, რომლებსაც აქტიურად აშუქებდა პრესა და ტელევიზია. პარალელურად, მან გადაიტანა კლასიკური გიტარისთვის კომპოზიტორების – შოპენის, შუმანის, ბრამსისა და შუბერტის – 300-მდე ნაწარმოები

2002 წლიდან ტარიელ სუარი გახდა სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი.

2002 წელს პატრიარქ ილია II-ისა და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაში გამოსამშვიდობებელი გამოსვლის შემდეგ გერმანელი პროფესორების გონისენისა და ტოიხერდის მიწვევით ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა გერმანიაში.

2003-2010 წლებში ტარიელ სუარმა გერმანიაში უმაღლესი ქულებით ჩააბარა და დაამთავრა ფრანკფურტის მუსიკის უნივერსიტეტი, იგი სწავლობდა პედაგოგებთან; მიხაელ ტოხერთან, სტეფან იერემიასთან, პეტრე კატონასთან, იოახიმ ფოლკმანთან და სხვებთან. სწავლის პარალელურად კი აგრძელებდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ევროპის მასშტაბით.

2010-2012 წლებში ფრანკფურტის, იდშტაინის, ოფენბახის, და სხვა მუსიკალურ ფესტივალებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ტარიელ სუარმა დაიწყო ტურნე ევროპის მასშტაბით და გამოსცა სამი ალბომი.

2013 წლიდან ტარიელ სუარი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო სამეცნიერო ნაშრომებზე „გიტარის აუდიზაცია“ და „გიტარის ვიზუალიზაცია“ მუშაობა.

2013 წლიდან აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში, სადაც ასრულებდა ნაწარმოებებს კლასიკურ გიტარაზე.

2014 წლიდან დაიწყო საკონცერტო ტურნე/მარათონი საქართველოს მასშტაბით; ქუთაისის, ახალციხის, უდის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთის, თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს და ამბროლაურის კულტურის ცენტრების სცენებზე.

2014 წელს ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ტარიელ სუარს შესთავაზა მოწვეული სტუმრის რანგში მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო ფესტივალზე მუსიკოსებთან, არიელ ცუკერმანთან და ბორის ანდრიანოვთან ერთად. გამოსვლის შემდეგ კომპოზიტორმა ტარიელ სუარს სთხოვა მისი №20 მინიატურის გიტარაზე გადატანა, რასაც ტარიელ სუარი დათანხმდა.

2015 წელს ტარიელ სუარმა პატრიარქის კურთხევით ყველა დაგეგმილ ღონისძიება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მიუძღვნა.

საზოგადო მოღვაწეობა და სამეცნიერო ნაშრომები

რედაქტირება
 
ტარიელ სუარის ხელის ანაბეჭდი ფოთის სახელმწიფო მუზეუმში.
  • 2016 წელს უსინათლო ბავშვების მიმართვის საფუძველზე ესპანეთის ელჩის ვიქტორ მურსია გარზონის მხარდაჭერით ტარიელ სუარმა გამართა საქველმოქმედო ღონისძიებები ღონისძიებებიდან შემოსული თანხა კი სრულიად გადაურიცხა უსინათლო ბავშვებს მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად. იმავე წელს ტარიელ სუარმა ჩამოაყალიბა უსინათლო ბავშვთა ფონდი და მიიზიდა ინვესტიციები უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული ავეჯით კომფორტული გარემოს შესაქმნელად რისთვისაც მას 202-ე საჯარო სკოლისგან მადლობის სიგელი გადაეცა.[2]
  • 2016 წლის ბოლოდან ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა ფონდის პრეზიდენტია.
  • 2017 წელს ტარიელ სუარს უსახლკარო ბავშთა დახმარებისთვის გადაეცა მადლობის სიგელი ფონდ „ქველოქმედისგან“.
  • 2018 წლიდან დაასრულა მუშაობა მეორე სამეცნიერო ნაშრომზე „ვიზუალიზირებული მუსიკა ყრუთათვის“ და მიწვევით კლასიკურ გიტარის სწავლება დაიწყო ყრუთა კავშირში.
  • 2018 წელს ტარიელ სუარმა დააფუძნა ყრუთა მუსიკის შესწავლისა და სინესთეზიის განვითარების ცენტრი.
  • 2018 წლიდან ქალაქ ფოთის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ტარიელ სუარის ხელის ანაბეჭდიანა კალანდაძის ხელის ანაბეჭდის გვერდით.