სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტარანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტარანი (ლათ. Rutilus rutilus heckel) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული. პირი თითქმის თავის ბოლოზეა მოთავსებული, ხახის კბილები (6—5, იშვიათად 6-6, 5-5) ერთ მწკრივადაა განლაგებული. ტარანის სიგრძე 50 სმ, მასა — 1 კგ აღემატება. გავრცელებულიია აზოვისა და შავი ზღვების გამტკნარებულ სანაპირო ზოლში. შედის მდინარის ქვემო დინებაში, იქ მრავლდება მარტიდან ივნისამდე, ყრის 6—200 ათასამდე ქვირითს. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით და ლოკოკინებით. სარეწაო თევზია.

ტარანი
(Rutilus heckelii)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ტარანი
ლათინური სახელი
Rutilus rutilus heckel
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135550

ლიტერატურა

რედაქტირება