სულეიმან ფრანჟიე (უმცროსი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სულეიმან ტონი ფრანჟიე (არაბ. سليمان طوني فرنجية ) 18 ოქტომბერი, 1965, ტრიპოლი, ლიბანი))—ლიბანელი პოლიტიკოსი, ქრისტიანული მემარჯვენე პარტია მარადას ლიდერი. ლიბანის პარლამენტის წევრი. არაერთხელ ეკავა მინისტრის პოსტი. პროსირიული პოლიტიკური ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი. ტონი ფრანჟიეს შვილი, სულეიმან ფრანჟიეს შვილიშვილი, ოჯახის კლანის უფროსი 1990-იანი წლების დასაწყისიდან.[1]

სულეიმან ტონი ფრანჟიე
არაბ. سليمان طوني فرنجية

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრი 2004-2005 წწ.
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი 1965 (56 წლის)
დაბადების ადგილი ტრიპოლი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია მარადა
საქმიანობა პოლიტიკოსი, ლიბანის პარლამენტი დეპუტატი, პარტია მარადას ლიდერი
მამა ტონი ფრანჟიე
დედა ვერა ფრანჟიე
მეუღლე/ები მარიანა სარქისი, რიმა კარკაფი
შვილ(ებ)ი ტონი ფრანჟიე უმცროსი, ბასილ ფრანჟიე, ვერა ფრანჟიე
sleimanfrangieh.com/time

წარმომავლობა

რედაქტირება

მიეკყთვნება გავლენიან მარონიტულ კლანს. სულეიმან ფრანჟიე უფროსი, სულეიმანის ბაბუა— მარადას მოძრაობის დამფუძნებელი, ლიბანის პრეზიდენტი 1970-1976 წლებში. ტონი ფრანჟიე, სულეიმანის მამა,მარადას შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა. სულეიმან უმცროსი აღიზარდა  ფრანჟიეს კლანის ტრადიციებზე. მისი მომავალი პოლიტიკური კარიერა ბავშვობიდანვე იყო განსაზღვრული.  

დაწყებითი განათლება მიიღო  ზგარტში. შემდეგ სწავლა განაგრძო ჯონიას და ბეირუთის მარონიტულ კოლეჯებში.

ედენის ტრაგედია

რედაქტირება

1975 -1990 წლებში ლიბანში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მარადა მემარჯვენე ქრისტიანთა ბანაკს შეუერთდა, მაგრამ იზოლირებული პოზიცია დაიკავა. 1978 წელს მწვავე კონფლიქტი წარმოიშვა კონსერვატიულ მარადას და ფალანგისტების ქათაიბს შორის. კონფლიქტის მიზეზი ფრანჟიესა და ჯემაიელის ოჯახებს შორის დიდი ხნის წინ წარმოშობილ დაპირისპირებაში მდგომარეობდა.[2]

1978 წლის 13 ივნისს ფალანგისტმა შეიარაღებულმა ძალებმა სამირ ჯააჯას და ელიე ჰობეიკას მეთაურობით  ბაშირ ჯემაიელის ბრძანებით  ედენში მოკლეს ტონი ფრანჟიე, მისი ცოლი ვერა, ქალიშვილი ჯიჰანი და მარადას ოცდაათამდე წევრი. სულეიმან უმცროსი გადაურჩა სიკვდილს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დროს იგი ბეირუთში იმყოფებოდა .

შვილიშვილი, რომელმაც მშობლები დაკარგა, სულეიმან უფროსმა აღზარდა —გვარის უფროსმა და მარადას დამაარსებელმა. უსაფრთხოების მიზნით, სულეიმან უმცროსი სირიაში გაგზავნეს. ცხოვრობდა ბასილ ასადთან, პრეზიდენტ ჰაფეზ ასადის უფროს ვაჟთან. [3][4]

1982 წელს 17 წლის სულეიმან ფრანჟიე უმცროსი შეუერთდა მარადას შეიარაღებულ დაჯგუფებას. 1987 წელს გახდა მოძრაობის პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბაბუა სულეიმანი და ბიძა რობერტი. კლანური ტრადიციის შესაბამისად, სულეიმან უმცროსი პოლიტიკურად პროსირიული ორიენტაციის გახლდათ.

მარდას ლიდერი

რედაქტირება

პროსირიული მთავრობის მინისტრი

რედაქტირება

1990 წელს სამოქალაქო ომი დასრულდა სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციით. ფრანჟიე და მარადა  საოკუპაციო ხელისუფლების პრივილეგირებული პარტნიორები გახდნენ . 1991 წელს სულეიმან ფრანჟიე უმცროსი ლიბანის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი იყო. (არჩეულია 1992, 1996, 2000 და 2009 წლებში).

სულეიმან ფრანჟიე უფროსი გარდაიცვალა 1992 წლის 23 ივლისს. სულეიმან უმცროსი, 26 წლის ასაკში ოფიციალურად გახდა მარადას ხელმძღვანელი, რომელიც იმ დროისთვის გარდაიქმნა პოლიტიკურ პარტიად.

1990-2005 წლებში სირიის ოკუპაციის დროს სულეიმან ფრანჟიეს არაერთხელ ეკავა  მაღალი თანამდებობები მთავრობაში:  იყო საბინაო  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც შსს-ს ხელმძღვანელი, იგი კურირებდა რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიებას , რამაც არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია: პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სირიის სპეცსამსახურებს, რომელსაც ფრანჟიე ერთგულად ემსახურებოდა.[5]

ფრანჟიე 2005 წლის კედრების რევოლუციის მოწინააღმდეგე იყო და ლიბანში სირიის დარჩენას ემხრობოდა.

პროსირიული კოალიციის პოლიტიკოსი

რედაქტირება

პოსტრევოლუციურ ლიბანში სულეიმან ფრანჟიე არის მარადას თავმჯდომარე, 8 მარტის პროსირიული კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და ოჯახის კლანის მეთაური.

ანტიისლამური და ანტიკომუნისტური განწყობის მიუხედავად, იგი ალიანსშია  ჰეზბოლასა და ლიბანის კომუნისტურ პარტიასთან პროსირიულ პლატფორმაზე.  2009 წელს მან ასევე შექმნა კოალიცია „თავისუფალი და ერთიანი ლიბანი“. დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა გენერალ მიშელ აუნის პოლიტიკურ მოკავშირედ.

2015 წელს ფრანჟიე დამასკოს მხარდაჭერით წარადგინეს ლიბანის პრეზიდენტად, მაგრამ მოულოდნელი პოლიტიკური მანევრის შედეგად, სამირ ჯააჯას მხარდაჭერით, პრეზიდენტი მიშელ აუნი გახდა.[6]

სულეიმან ფრანჟიეს ურთიერთობა „ლიბანის ძალებთან“ (ლიდერი სამირ ჯააჯა) და კატაიბთან (ლიდერი სამი ჯემაიელი, ბაშირ ჯემაიელის ძმისშვილი) კვლავ მტრული დარჩა. 2008 წლის სექტემბერში მოხდა შეიარაღებული შეტაკებები მარადასა და „ლიბანის ძალების“ აქტივისტებს შორის, სულეიმან ფრანჟიემ სისხლისღვრაში ბრალი სამირ ჯააჯას დასდო.[7]

2018 წლის 14 ნოემბერს სულეიმან ფრანჟიე შეხვდა სამირ ჯააჯას. შუამავალი იყო მარონიტების პატრიარქი ბეშარ ბუტროს რაი. მარადას მოძრაობასა და „ლიბანის ძალებს“ შორის ისტორიული შერიგება შედგა. [8]

სულეიმან ფრანჟიე მეორედ არის დაქორწინებული. მარიან სარკისთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟები ტონი და ბასილი; რიმა ქარკაფთან მეორე ქორწინებიდან —ქალიშვილი ვერა.[9] (უფროს ვაჟსა და ქალიშვილს ედენში დაღუპული სულეიმანის მშობლების სახელი დაარქვეს, უმცროს ვაჟს კი ბასილ ასადის სახელი ჰქვია, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა)[10]

რიმა ქარკაფი-ფრანჟიე ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწეა..[11]

  1. Deputy Premier Meets Lebanese Parliament Member Sleiman Frangieh. Archived 14 September 2012 at archive.today Qatar News Agency. Retrieved 28 June 2011.
  2. لبنان قد ينتخب رئيسا أمه مصرية ويتيما قتلوا كل عائلته سليمان فرنجية نجا وحده من مجزرة قتل فيها 32 شخصا بينهم والداه وشقيقته الطفلة (არაბ.)
  3. Can Assad’s childhood friend save Lebanon?
  4. David Schenker: A New President for Lebanon?, washingtoninstitute.org 4 December 2015. Retrieved 10 March 2016.
  5. Hariri’s Murder Casts Uncertain Future for Lebanon[მკვდარი ბმული]
  6. Anti-Syrian Alliance ClaimsVictory in Lebanese Election [1]
  7. Liban: l’alliance Samir Geagea-Michel Aoun bouleverse le jeu politique[მკვდარი ბმული] (ფრანგ.)
  8. Lebanese Leaders Welcome Geagea-Franjieh Reconciliation
  9. Rima Frangieh . ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2017. დაარქივებულია 29 ივლისი 2017.
  10. طوني سليمان فرنجية: سعادة النائب المؤجل (არაბ.)
  11. PROFILING LEBANON’S NEXT FIRST LADY: RIMA KARKAFI FRANGIEH