ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამი ჯემაიელი  (არაბ. سامي الجميل; (3 დეკემბერი, 1980, ბიკფაია, ლიბანი) —ლიბანელი პოლიტიკოსი, მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია ქათაიბის ლიდერი. პიერ ჯემაიელის შვილიშვილი, ამინ ჯემაიელის ვაჟი, ბაშირ ჯემაიელის ძმისშვილი. ცნობილია სირიისა და ისლამისტური მოძრაობა ჰეზბოლას წინააღმდეგ მკაცრი კურსით. ლიბანის ფედერალიზაციის მომხრე.[1][2]

სამი ჯემაიელი
سامي الجميّل
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი 1980 (40 წლის)
დაბადების ადგილი ბიკფაია, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ქათაიბი
ძირითადი იდეები ლიბანური ნაციონალიზმი
ფედერალიზმი
პირველი ქრისტანული დემოკრატია
საქმიანობა პარტია ქათაიბის ლიდერი
ლიბანის პარლამენტის დეპუტატი
მამა ამინ ჯემაიელი (ამინ ჟმაიელი)
დედა ჯოის ჯემაიელი
მეუღლე/ები კარინ ჯემაიელი
samygemayel.com

პარტია კატაიბის აქტივისტი

რედაქტირება

სამი ჯამაიელი დაიბადა გავლენიან მარონიტულ ოჯახში. მისი ბაბუა—პიერ ჯემაიელი იყო მემარჯვენე ქრისტიანული ფალანგისტური პარტიაქათაიბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დიდი ხნის განმავლობაში. მამა— ამინ ჯემაიელი, ლიბანის პრეზიდენტი 1982- 1988 წლებში. ბიძა—ბაშირ ჯემაიელი, ხელმძღვანელობდა ფალანგისტურ მილიციას და ლიბანის  ძალებს სამოქალაქო ომის დროს, პრეზიდენტად აირჩიეს   მაგრამ 1982 წლის 14 სექტემბერს იგი და კიდევ 26 ადამიანი მოკლეს პარტია ქათაიბის ოფისთან ბომბის აფეთქების შედეგად.

სამი ჯემაიელი სწავლობდა წმინდა იოსების უნივერსიტეტში .1999 წლიდან ხელმძღვანელობდა კატაიბის სტუდენტურ დაჯგუფებას უნივერსიტეტში. ამავე დროს, იგი იყო კატაიბის ორგანიზაციის წევრი, რომელმაც უარყო სირიის მომხრე პარტიის ხელმძღვანელობა და მემკვიდრეობით მიიღო ჯემაიელის დროინდელი ლიბანური ფალანგის ტრადიციული იდეოლოგია.

მიღებული აქვს იურიდიული დიპლომი საჯარო სამართალში. იგი აქტიურად გამოდიოდა სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციის წინააღმდეგ.

პარტიიდან გამოსვლა და დაბრუნება

რედაქტირება

სამი ჯემაიელი აქტიურად მონაწილეობდა  2005 წელის კედრების რევოლუციაში, იგი გახლდათ  ლიბანელი სტუდენტების ანტისირიული დემონსტრაციების ორგანიზატორი, მხარს უჭერდა სირიის მომხრე პარტიის ხელმძღვანელობის გადადგომას   ქარიმ პაკრადუინის მეთაურობით.

2005-2006 წლებში ქათაიბის რეფორმირებაში აქტიური როლი ითამაშა სამი ჯემაიელის ძმამ პიერ ამინ ჯემაიელ უმცროსმა..[3] მან შეიმუშავა უმარლესი პარტიული ძალაუფლების გაყოფის გეგმა ამინ ჯემაიელს და ქარიმ პაკრადუნს შორის ხელახალი 2007 წლის არჩევნებისათვის.

სამი ჯემაიელმა არ მიიღო ეს კომპრომისი, დატოვა ქათაიბი და შექმნა ორგანიზაცია „ლუბნანუნა“ ("ჩვენი ლიბანი").

2006 წლის 21 ნოემბერს მოკლეს პიერ ჯმაიელი უმცროსი. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. სირიის მომხრე ტერორისტულმა ჯგუფმა ამის შემდეგ, სამი ჯემაიელი დაბრუნდა კატაიბში რადიკალური პროგრამით, რომელიც პიერ უფროსისა და ბაშირის იდეებზე დაფუძნებული. იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ და სტუდენტურ ორგანიზაციას, შემდეგ გახდა ქათაიბის ცენტრალური კომიტეტის კოორდინატორი.[4][5]

2009 წლის არჩევნებზე, სამი ჯემაიელი აირჩიეს ლიბანის პარლამენტში. 2012 წლის 19 ოქტომბერს, სამი ჯემაიელმა კატაიბის სახელით, მკაცრად დაგმო პოლიციის დაზვერვის უფროსის, ვისამ ალ-ჰასანის მკვლელობა, რომელიც იძიებდა სირიის სპეცსამსახურების  ტერაქტებს ლიბანში.

ქათაიბის რადიკალური ლიდერი

რედაქტირება

2015 წლის 14 ივნისს, სამი ჯემაიელი აირჩიეს პარტია ქათაიბის თავმჯდომარედ. ამგვარად, მას  მემკვიდრეობით ერგო მამის თანამდებობა. ენერგიულ პოლიტიკურ განცხადებაში მან განაცხადა, რომ პარტია არ აპირებს ლიბანის დადგენილ პოლიტიკურ სტანდარტებთან ადაპტირებას, მაგრამ, პირიქით, მათ მოიყვანს შესაბამისობაში  თავის პრინციპებთან. მისი არჩევის მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც გააკრიტიკეს "ჯემაიელის დინასტიური პრინციპი", მან უწოდა "რენეგატები" და "სირიის ეპოქის ნარჩენები."[6]

გათვითცნობიერებული დამკვირვებლები  სემი ჯემაიელს ზოგჯერ უპირისპირებენ  თავის გარდაცვლილ ძმას პიერ ამინს..ამტკიცებენ, რომ პიერ ჯემაიელ უმცროსი უფრო კომპრომისული პოლიტიკოსი იყო და ამით ის მამას ჰგავდა. ამავე დროს, სამი ჯემაიელი განიხილება, როგორც პირდაპირი რადიკალი "მარადიული  პრეზიდენტის" ბაშირ ჯემაიელის სულისკვეთებით. ეს გამოიხატება სამი ჯემაიელის მკაცრ კურსში სირიისა და მუსულიმური პოლიტიკური ძალების მიმართ, ქრისტიანული საზოგადოების ერთიანობისკენ მოწოდებით, მუდმივი კონფრონტაციისათვის მზადყოფნით.[7][8]

სამი ჯემაიელის პოლიტიკის კიდევ ერთი მახასიათებელია ხაზგასმული კონფესიური პრიორიტეტები:

 
„„არ შეიძლება არსებობდეს ლიბანი ქრისტიანების გარეშე. არ არსებობს სუნიტურ-ქრისტიანული,  შიიტურ-ქრისტიანული და დრუზულ- ქრისტიანული გეგმა. არსებობს მხოლოდ ქრისტიანულ-ქრისტიანული გეგმა“,- სამი ჯემაიელი.“

ამის მიუხედავად, სწორედ  პირველმა სამი ჯემაიელმა გამოაცხადა პარტია  ღიად ნებისმიერი აღმსარებლობის მოქალაქეებისათვის და ლიბანელ მუსლიმებს მოუწოდა ქათაიბის რიგებში გაწევრიანებისკენ.

სამი ჯემაიელი მხარს უჭერს ლიბანურ ნაციონალიზმს და მემარჯვენე ქრისტიანულ დემოკრატიას. ის ლიბანის ფედერალიზაციის მომხრეა. ემხრობა ადმინისტრაციულ დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობისა და სოციალურ-კულტურული პლურალიზმის განვითარებას, ქალთა თანასწორობის გარანტიას, უფასო განათლებას და კორუფციასთან მკაცრ ბრძოლას.

ქათაიბის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯოზეფ აბუ ხალილი— ლიბანის ფალანგის აქტივისტი 40-იანი წლების პირველი ნახევრიდან, პარტიის დამფუძნებლის ასოცირებული თანამშრომელი,  სამი ჯემაიელს  მხარს უჭერს გამოჩენილი მოღვაწე ფუად აბუ ნადერი, თავისუფლების ფრონტის მოძრაობის დამფუძნებელი, რომელიც ქრისტიანული ერთიანობის პოზიციიდან გამოდის.

სამი ჯემაიელი იკავებს მკაცრ ანტისირიულ პოზიციას, აქტიურად ეწინააღმდეგება ისლამისტურ მოძრაობას ჰეზბოლას.

2020 წლის 4 აგვისტოს, ბეირუთის პორტში, მოხდა ორი ძლიერი აფეთქება, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა , ხოლო 8 აგვისტოს, ბეირუთში ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებისთანავე, სამი ჯემაიელმა  უარი თქვა დეპუტატის მანდატზე.[9]

სამი ჯემაიელი დაქორწინებულია ტრიპოლელ კარინ თადმურზე,  რომელიც ადრე სტომატოლოგად მუშაობდა საფრანგეთში.[10]

კარინ ჯემაიელი რელიგიურად სუნიტი მუსლიმია. სამი ჯემაიელი   ცნობილია თავისი პრეტენზიული ქრისტიანულ-აღმსარებლური რიტორიკით, ამიტომ მისმა ქორწინებამ მუსლიმ ქალბატონზე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებში შეცბუნება და კრიტიკული შეფასებები გამოიწვია.[11][12]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამი_ჯემაიელი“-დან