სტელვიოს ეროვნული პარკი

სტელვიოს ეროვნული პარკი (იტალ. Parco nazionale dello Stelvio) — ეროვნული პარკი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა 1935 წელს. წარმოადგენს იტალიის უდიდეს პარკს, რომელიც ვრცელდება ტრენტინო-ალტო-ადიჯესა და ლომბარდიის რეგიონების ტერიტორიებზე. სტელვიოს ეროვნული პარკი ესაზღვრება შვეიცარიის ეროვნულ პარკსა და სხვა შედარებით მცირე პარკებს. საერთო ჯამში ეროვნული პარკები მოიცავენ დაცული ბუნებრივი ტერიტორიების 400 000 ჰა-ს.

სტელვიოს ეროვნული პარკი

Parco nazionale dello Stelvio

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
სტელვიოს ეროვნული პარკი
მდებარეობა ტრენტინო-ალტო-ადიჯე
ლომბარდია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 46°27′58″ ჩ. გ. 10°30′20″ ა. გ. / 46.46611° ჩ. გ. 10.50556° ა. გ. / 46.46611; 10.50556
ფართობი 1 346,2 კმ²
დაარსდა 1935
ოფიციალური საიტი პარკის საიტი

სტელვიოს ეროვნულ პარკში უხვადაა მდინარეული ხეობები და მაღალი მთები. ტერიტორიის სიმაღლე მერყეობს 650-დან 3900 მ-მდე. პარკი ველური ბუნების მრავალი სახეობის კერაა; ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: არჩვი, შველი, კეთილშობილი ირემი, გარეული ღორი, ჩვეულებრივი მელა, ყარყუმი, დედოფალა, ციყვისებრნი, ზაზუნა, თეთრი კურდღელი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, ტყის კვერნა, ჟრუნი, ბატკანძერი, ყორანი, ყვავი, კოდალა, კაკაჩა, კაკაბი, ბუ, მთის არწივი და სხვა.

შედარებით დაბალ ადგილებში ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრამდე არის წიწვოვანი მცენარეები. გვხვდება სოჭი, შროშანი, ჩვეულებრივი ფურისულა, ედელვაისი, ბაიასებრნი, როდოდენდრონი და მრავალი სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება