ედელვაისი (გერმ. Edelweiß < edel — კეთილშობილი და weiß — თეთრი) (Leontopodium alpinum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყავილოვანთა ოჯახისა. დაფარულია თეთრი, სქელი ბეწვით; ყვავილედი გარემოცულია გრძელი, ბეწვიანი მფარავი ფოთლებით და თეთრ ვარსკვლავს წააგავს.

ედელვაისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Leontopodium alpinum

იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 1700-2300 მ. ციმბირში გვხვდება მისი ახლო მონათესავე სახეობა - ციმბირული ედელვაისი (Leontopodium sibiricum), ხოლო ჰიმალაის მთებში — ჰიმალაიური ედელვაისი (Leontopodium himalaicum). ედელვაისს აშენებენ დეკორატიული მცენარედ ბაღჩის ქვიან კუთხეებში და „ალპურ გორაკებზე“.

ლიტერატურა

რედაქტირება