შვეიცარიის ეროვნული პარკი
შვეიცარიის ეროვნული პარკი (გერმ. Schweizerischer Nationalpark; ფრანგ. Parc National Suisse; იტალ. Parco Nazionale Svizzero; რეტორმ. Parc Naziunal Svizzer) — ეროვნული პარკი შვეიცარიაში. მდებარეობს შვეიცარიის გრაუბიუნდენის კანტონის ტერიტორიაზე. წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო ბიოსფერული ნაკრძალის ნაწილს (1979 წლიდან). შვეიცარიის ეროვნული პარკი ერთადერთი ეროვნული პარკია შვეიცარიაში. დაარსდა 1914 წლის 1 აგვისტოს, შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულის დღეს (შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულია 1291 წლის 1 აგვისტო). შვეიცარიის ეროვნული პარკი არა მარტო შვეიცარიის, არამედ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკია. ფართობი 170.3 კმ², რითაც ქმნის შვეიცარიის უდიდეს დაცულ ტერიტორიას.
შვეიცარიის ეროვნული პარკი
Schweizerischer Nationalpark | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გრაუბიუნდენი |
ქვეყანა | შვეიცარია |
კოორდინატები | 46°42′00″ ჩ. გ. 10°05′42″ ა. გ. / 46.70000° ჩ. გ. 10.09500° ა. გ. |
ფართობი | 170.3 კმ² |
დაარსდა | 1914 |
პარკის სიმაღლე მერყეობს 1400 მ-იდან 3174 მ-მდე. ტერიტორიის 1/3 დაფარულია ტყით, 20% უკავია ალპურ მდელოებს, ხოლო დაახლოებით 50%-ს ნიადაგებს, მთებსა და კლდეებს. პარკი მოკლებულია გრანიტისა და გნაისის ქანებს. გნაისები და ამფიბოლიტები გამოვლინებულია მხოლოდ მაკუნის ოლქში. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 0° С-ს, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 1140 მმ წელიწადში.
თანამედროვე პარკის ტერიტორია 1909 წელს ადამიანის მიერ იყო ინდუსტრირებული; ამ მიწებზე ჭრიდნენ ხეებს, ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს იყენებდნენ არამიზნობრივად. 1914 წლისათვის მიღებული გადაწყვეტილების შედეგად პარკის იმდროინდელ ტერიტორიაზე აიკრძალა ადამიანის მიერ რაიმე სამეურნეო მოქმედების შესრულება.
მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. არის 21 ტურისტული ბილიკი, რომელთა სიგრძეა 80 კმ. დღეისათვის ყოველწლიურად პარკს სტუმრობს დაახლოებით 150 ათასი ადამინი.
შვეიცარიის ეროვნული პარკი ესაზღვრება იტალიაში მდებარე სტელვიოს ეროვნულ პარკს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შვეიცარიის ეროვნული პარკი“ ვიკისაწყობში.
- პარკის ოფიციალური საიტი (გერმანული)