ლაბსყალდი

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ლაბსყალდი[2][3] (სვან. ლაბსყალდ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის თემი (სოფლები: ლაბსყალდი, ლეზგარა, მაგარდელი, სვიფი, ტვიბერი, ღვებალდი).[4] მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1600 მ, მესტიიდან 24 კმ.

სოფელი
ლაბსყალდი
სვან. ლაბსყალდ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ცხუმარი
კოორდინატები 42°59′44″ ჩ. გ. 42°34′32″ ა. გ. / 42.99556° ჩ. გ. 42.57556° ა. გ. / 42.99556; 42.57556
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 19[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლაბსყალდი — საქართველო
ლაბსყალდი
ლაბსყალდი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაბსყალდი

სოფლის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. იგი ნაგებია ნატეხი ქვით კირისა და ქვიშის დუღაბზე. დასავლეთით ეკვრის ქვის ეგვტერი, რომელზეც XIX საუკუნის II ნახევარში ხის მეორე სართული დაუშენებიათ. აღმოსავლეთ მხარეს აქვს ერთი სარკმელი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. საკურთხეველი გადატიხრულია სამმალიანი ქვის კანკელით. ნაგებობა შელესილია და გადახურულია ყავრით.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 58 29 29
2014[1]   19 10 9

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლაბსყალდის ოთხთავი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება