ოქროსფერი კეფალი
(გადამისამართდა გვერდიდან სინგილი)
ოქროსფერი კეფალი, სინგილი (ლათ. Liza aurata) — თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან (ინგლისიდან მაროკომდე). ბინადრობს აგრეთვე ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან ხვდება. შედის მდინარე სუფსაში, რიონში, ხობისწყალში, ენგურში, კოდორში, ბზიფში, პალიასტომის ტბაში და სხვა წყლებში. აკლიმატიზებულია კასპიის ზღვაში. მისი სხეულის სიგრძე 20–40 სმ, ზოგჯერ 52 სმ აღწევს. იკვებება დეტრიტით, პერიფოტონით და წვრილი უხერხემლოებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.
ოქროსფერი კეფალი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Liza aurata (Risso, 1810) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 614.