სინალოის კარტელი

ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატი

სინალოის კარტელი (ესპ. Cártel de Sinaloa,[11][12] აგრეთვე ცნობილი როგორც გუსმან-ლოერას ორგანიზაცია, წყნაროკეანური კარტელი, ეს უკანასკნელი მექსიკის სანაპიროსგან გამომდინარე სადაც კარტელი დაარსდა. კარტელის სხვა სახელებია ასევე ფედერაცია და სისხლიანი ალიანსი.[13][14][15][16]) — საერთაშორისო ნარკოტიკებით მოვაჭრე და ფულის გათეთრებაში მონაწილე ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატი[17]. დაარსდა 1980-იანი წლების შუა პერიოდში[18] და მისი ძირითადი ბაზა მექსიკის ქალაქ კულიაკანში მდებარეობს[19], ხოლო ოპერაციებს ქვემო კალიფორნიის, დურანგოს, სონორისა და ჩიუაუის შტატების ტერიტორიებზე ახორციელებს[13][20]. კარტელი ნაწილობრივ გაიხლიჩა, როცა სინალოის კარტელი ძმებმა ბელტრან-ლეივებმა დატოვეს.[21]

სინალოის კარტელი
დაარსდა 1988
დამაარსებლები ხოაკინ გუსმან ლოერა ექტორ ლუის პალმა სალასარი ადრიან გომეს გონსალესი
დაარსების ადგილი კულიაკანი, მექსიკა[1]
საქმიანობის პერიოდი 1988–დღემდე
ტერიტორია

მექსიკა:
სინალოა, სონორა, ნაიარიტი, ჩიუაუა, დურანგო, კოლიმა, ქვემო კალიფორნია (სამხრეთი), კინტანა-როო, მიჩოაკანი

ლათინური ამერიკა:
გვატემალა, ჰონდურასი, სალვადორი, კოსტა-რიკა, პანამა, ნიკარაგუა, კოლუმბია, პერუ, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, ვენესუელა

აშშ:
არიზონა, კალიფორნია, ტეხასი, ნიუ-მექსიკო, ილინოისი, ორეგონი, მიჩიგანი, ინდიანა, ფლორიდა, ჩრდილოეთი კაროლინა, კოლორადო, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი

საერთაშორისო:
ავსტრალია, ახალი ზელანდია,[2] ევროპა: ესპანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, ალბანეთი, აზია: ფილიპინები, დასავლეთი აფრიკა[3]
ეთნიკურობა მექსიკელები
ლიდერი ისმაელ სამბადა გარსია, ივან არჩივალდო გუსმან სალასარი, ალფრედო გუსმან სალასარი
კრიმინალური საქმიანობა ნარკოტიკებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, მკვლელობა, წამება, ადამიანის გატაცება, გამოძალვა[4]
მოკავშირეები
მოწინააღმდეგეები

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება სინალოის კარტელს განიხილავს, როგორც „ნარკოტიკებით ვაჭრობის ყველაზე ძლევამოსილ ორგანიზაციას მსოფლიოში“[22], ხოლო 2011 წელს გაზეთმა Los Angeles Times-მა მას „მექსიკის ყველაზე ძლევამოსილი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება“ უწოდა[23]. სინალოის კარტელი „ოქროს სამკუთხედთან“ ასოცირდება, რომელიც სინალოის, დურანგოსა და ჩიუაუის შტატებს მოიცავს. რეგიონი მექსიკური ოპიუმისა და მარიხუანის მთავარი მწარმოებელია.[21] აშშ-ის მთავარი პროკურორის განცხადებით, 1990-2008 წლებში სინალოის კარტელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის 200 ტონა კოკაინისა და დიდი რაოდფენობით ჰეროინის გავრცელება მოახდინა[24]. ნარკოტიკების ეროვნული სადაზვერვო ცენტრის თქმით, აშშ-ის ტეროტორიაზე კოკაინის, ჰეროინის, მეტამფეტამინის, მარიხუანასა და MDMA-ს მთავარი გამავრცელებელი სინალოის კარტელია[25]. ის არის უკანონო ფენტანილის მთავარი მიმწოდებელი ჩრდილოეთ ამერიკაში[26].

2017 წლიდან სინალოის კარტელი არის ყველაზე აქტიური ნარკოკარტელი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდასა და ვაჭრობას ახორციელებს[26][27]. ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის დაპატიმრების შემდეგ, კარტელს ისმაელ სამბადა გარსია (მეტსახელად ელ მაიო) და გუსმანის შვილები, ივან არჩივალდო გუსმან სალასარი და ალფრედო გუსმან სალასარი ხელმძღვანელობენ[28].

 
2023
 
ქალაქი კულიაკანი, სინალოა, ისტორიული ციტადელი.

1960-იანი წლების ბოლოს მექსიკის სინალოის შტატში ნარკობარონების პიონერი პედრო ავილეს პერესი იყო. ის მექსიკის მარიხუანის მსხვილი ნარკორეალიზატორების პირველი თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მექსიკურ უკანონო ნარკოვაჭრობას საფუძველი ჩაუყარა[29]. მასვე ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების გადასატანადად თვითმფრინავის გამოყენების იდეაც[30].

სინალოის მეორე თაობის ნარკომოვაჭრეებმა რაფაელ კარო კინტერომ, ერნესტო ფონსეკა კარილიომ, მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდომ და ავილეს პერესის ძმისშვილმა ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანმა[31] ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული ყველა საკითხი ავილესის ორგანიზაციაში მუშაობისას აითვისეს. გვადალახარის კარტელის დამაარსებელი მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდო 1989 წელს დააკავეს, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც მექსიკის ერთ-ერთ მთავარ ნარკომოვაჭრედ რჩებოდა და თავის ორგანიზაციასთან ციხიდან, მობილური ტელეფონის საშუალებით კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას, სანამ 1990-იან წლებში მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არ გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისმა ძმისშვილებმა, ძმებმა არელიანო ფელიქსებმა კარტელი დატოვეს და საკუთარი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელიც ტიხუანის კარტელის სახელით გახდა ცნობილი, სინალოის კარტელს კი სათავეში ყოფილი ლეიტენანტები ექტორ ლუის პალმა სალასარი, ადრიან გომეს გონსალესი და ხოაკინ გუსმან ლოერა (ელ ჩაპო) ედგნენ.

  1. Zeidler, Special Agent Eileen. „5 Members of a Major Mexican Drug-Trafficking Organization Indicted in Operation Money Train“. Drug Enforcement Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი 2011.
  2. Web of intrigue. Stuff. ციტირების თარიღი: 12 July 2015.
  3. Mexican Drug Cartel Targets Australia. NPR. ციტირების თარიღი: 2 July 2012.
  4. McCAUL, MICHAEL T.. A Line in the Sand: Confronting the Threat at the Southwest Border. HOUSE COMMITTEE ON HOMELAND SECURITY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 September 2011. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  5. Police Arrest Link Between Los Rastrojos and Mexican Cartels.
  6. The Sinaloa Cartel and Columbian Cocaine.
  7. What A Sinaloa Cartel Alliance Would Mean For The Shining Path.
  8. Jalisco New Generation Cartel Aided El Chapo's escape.
  9. 9.0 9.1 O'Reilly, Andrew. Mexican Drug Cartels Join Forces with Italian Mafia to Supply Cocaine to Europe. ციტირების თარიღი: 9 February 2017.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Dan Freedman. Sinaloa cartel uses street gangs as U.S. franchises. ციტირების თარიღი: 9 January 2017.
  11. „Sinaloa Cartel Influence is Steadily Growing In Tijuana“. Borderland Beat. 23 February 2011.
  12. https://www.theguardian.com/world/2016/nov/28/mexico-drug-cartels-sinaloa-jalisco-colima
  13. 13.0 13.1 Freeman, Laurie. State of Siege:Drug-Related Violence and Corruption in Mexico. Woodrow Wilson International Center for Scholars, გვ. 7, 13, 15.  დაარქივებული 4 November 2006[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  14. „El cártel de Sinaloa, una alianza de sangre“. El Universal (ესპანური). 30 July 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 20 June 2012.
  15. Rama, Anahi (7 April 2008). „Mexico blames Gulf cartel for surge in drug murders“. Reuters. ციტირების თარიღი: 2008-04-11.
  16. Carter, Sara A. (3 March 2009). „100,000-foot soldiers in Mexican cartels“. The Washington Times. ციტირების თარიღი: 2009-03-03.
  17. Why are the Sinaloa Cartel the World's Most Powerful Gangsters?. International Business Times UK. ციტირების თარიღი: 12 July 2015.
  18. Sinaloa Cartel. ციტირების თარიღი: 20 January 2017.
  19. „Mexico's Sinaloa gang grows empire, defies crackdown“. Reuters. 19 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 18 September 2011.
  20. Bailey, John J. (2000). Organized Crime and Democratic Governability: Mexico and the U.S.-Mexican Borderlands. Univ of Pittsburgh Press, გვ. 146. ISBN 0-8229-5758-2. 
  21. 21.0 21.1 Beith, Malcolm (2010). The Last Narco. Grove Press. ISBN 978-0-8021-1952-0. 
  22. „U.S. Intelligence Says Sinaloa Cartel Has Won Battle for Ciudad Juarez Drug Routes“. CNS News. 9 April 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2018.
  23. Marosi, Richard (24 July 2011). „Unraveling Mexico's Sinaloa drug cartel“. Los Angeles Times.
  24. „U.S. charges 10 accused Mexican drug cartel leaders“. Reuters. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2009-08-20.
  25. Chokshi, Niraj. (26 February 2014) Where 7 Mexican drug cartels are active within the U.S.. Washington Post. ციტირების თარიღი: 12 July 2015.
  26. 26.0 26.1 Miroff, Nick (13 November 2017). „Mexican traffickers making New York a hub for lucrative — and deadly — fentanyl“. Washington Post. ციტირების თარიღი: 18 February 2018.
  27. 2015 National Drug Threat Assessment Summary გვ. 1–2. United States Department of Justice: Drug Enforcement Administration (October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2016. ციტატა: „Mexican TCOs pose the greatest criminal drug threat to the United States; no other group is currently positioned to challenge them. These Mexican poly-drug organizations traffic heroin, methamphetamine, cocaine, and marijuana throughout the United States, using established transportation routes and distribution networks. ... While all of these Mexican TCOs transport wholesale quantities of illicit drugs into the United States, the Sinaloa Cartel appears to be the most active supplier. The Sinaloa Cartel leverages its expansive resources and dominance in Mexico to facilitate the smuggling and transportation of drugs throughout the United States.“ ციტირების თარიღი: 10 April 2016.
  28. Tracking Mexico's Cartels in 2018. Scott Stewart, Stratfor Tactical Analysis. 1 February 2018.
  29. McRae, Patricia B. (1998). „Reconceptualizing the Illegal Narcotics Trade and Its Effect on the Colombian and the Mexican State“. Muhlenberg College - Department of Political Science. Historical Text Archive. ციტირების თარიღი: 2009-08-20.
  30. Narco historias sonorenses დაარქივებული 5 February 2009 საიტზე Wayback Machine.
  31. Boudreaux, Richard (5 July 2005). „Mexico's Master of Elusion“. Articles.latimes.com. ციტირების თარიღი: 15 May 2012.